იცით თუ არა, რა არის შარდმჟავა ან ურატი? და რატომ ახდენს მისი ჭარბი რაოდენობა მთელ ორგანიზმზე, განსაკუთრებით სახსრებზე ასეთ ძლიერ გავლენას? ვივიენი გიამბობთ, თუ რა არის შარდმჟავა, რა იწვევს მას, რა რისკები ახლავს და როგორ ვიმკურნალოთ ხალხური მეთოდებით.
ეს ნაერთია, რომელიც ნივთიერებების, პურინების, დაშლის შედეგად წარმოიქმნება. პურინები საკვებიდან ორგანიზმში ხვდება, როცა მას ვინელებთ. როგორც წესი, ჭარბი შარდმჟავა ურატის კრისტალების სახით ზოგიერთ სახსარში გროვდება. შედეგად, ამ ადგილებში ტკივილი გვაწუხებს. ეს ართრიტის ტიპია, რომელიც, ძირითადად, ამ სახსრების ანთებით ვლინდება. ჩვეულებრივ, შარდმჟავა სისხლში იშლება და ორგანიზმიდან შარდთან ერთად ნატრიუმის მარილების სახით გამოდის. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ორგანიზმი ჭარბ შარდმჟავას ვეღარ უმკლავდება. შედეგად, ეს ურატის დონის ზრდას იწვევს, რასაც ჰიპერურიკემია ეწოდება. რაც ყველაზე ცუდია, შარდმჟავის კრისტალები შეიძლება დაგროვდეს თირკმლებში (წარმოიქმნება კენჭები და თირკმლის კოლიკები) ან სახსრებში.ჰიპერურიკემიის დროს პოდაგრა ყველას არ აწუხებს.
ძალიან ხშირად გვხდება ალკოჰოლიკებსა და მათში, ვინც ბევრ ხორცს ჭამს. ასევე ძალიან ხშირად გვხდება დიაბეტიკებში, ჭარბწონიანებსა და სისხლთან დაკავშირებული პათოლოგიების მქონე პაციენტებში (მაგალითად, ლეიკემია, ანემია). ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შემდეგ პაციენტს შეიძლება შარდმჟავის მაღალი დონე ჰქონდეს.
თუ შარდმჟავის დონის შესამცირებლად ბუნებრივ მკურნალობაზე ფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტურია სამკურნალო მცენარეები.
- არყის წვენს შესანიშნავი შარდმდენი თვისება აქვს. შარდვის გახშირება შარდმჟავის გამოდევნას ხელს უწყობს და მის დაგროვებას თავიდან აგაცილებთ. ასევე სახსრების ტკივილს მოგაშორებთ, თუ ანთების საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენებთ. არყის წვენი მდიდარია კალიუმით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მინერალია ორგანიზმში მჟავე–ტუტე ბალანსის დასარეგულირებლად. შედეგად, შარდმჟავის კრისტალებს დაშლის.
- მინდვრის შვიტა მინერალებით მდიდარია, განსაკუთრებით ბევრ სილიციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ალუმინს, მანგანუმს შეიცავს. მინდვრის შვიტის ჩაი ნაზი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც ანთებას ამცირებს.
- ჭინჭრის ფესვი სილიციუმით მდიდარია. მისი ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები არაერთხელ დაამტკიცეს. შარდვას ახშირებს და სახსრების ტკივილს აქრობს. შედეგად, კოლაგენის და ელასტინის სინთეზს ხელს უწყობს, სახსრებს იცავს. ასევე ორგანიზმის მიერ კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფორის ათვისებას ხელს უწყობს.
- ღვიის კენკრა ძლიერი შარდმდენი საშუალებაა. შედეგად, შარდმჟავას შლის და ჰიპერურიკემიას ამცირებს. მცენარე ყოველთვის ძლიერ დეტოქს საშუალებად ითვლებოდა, რომელიც გამოდევნის ისეთ ორგანულ ნარჩენებს, როგორიცაა შარდოვანა და შარდმჟავა. ყოველ დილით 5-10 წვეთი ღვიის ნაყენი დალიეთ.
- ორთოსიფონი (Orthosiphon aristatus miq). როგორც ზემოთ მოცემული მცენარეები შარდვას ახშირებს და ჭარბი ურატის მოშორებაში დაგეხმარებათ. თუ გულის ან თირკმლის უკმარისობა გაქვთ, მცენარის გამოყენებას არ გირჩევთ.