ფრჩხილები გაყვითლდა და დეფორმირდა? შესაძლოა ფრჩხილების ონიქომიკოზი გაქვთ

1096

ფრჩხილების ონიქომიკოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენას აწუხებს, მათაც კი, ვინც ჰიგიენის და სანიტარიულ პირობებს კარგად იცავთ. საქმე იმაშია, რომ ონიქომიკოზი ძალიან გადამდებია და მისი მიღება შეგიძლიათ ყველგან – მაგალითად, აუზზე ან საუნაში, რომელთაც სწორედ ჯანმრთელობის და ჰიგიენის შესანარჩუნებლად იყენებენ. Vivien გიამბობთ, თუ რა არის ფრჩხილის ონიქომიკოზი და როგორ ვიმკურნალოთ.

რა არის ფრჩხილების ონიქომიკოზი

ეს სერიოზული დაავადებაა, რომელიც სოკოვანი ინფექციით ფრჩხილების ფირფიტების დაინფიცირებას უკავშირდება, ზოგჯერ მომიჯნავე რბილი ქსოვილებიც ზიანდება. ინფექციას რამდენიმე პათოგენი იწვევს და მათთან ბრძოლა რთულია.

დაინფიცირების რისკში არიან ისინი, ვინც ხშირად სტუმრობენ აბანოებს, საუნებს და აუზებს, რადგან ონიქომიკოზით დაავადებული ადამიანის კანის ფანტელები და ფრჩხილები ხალიჩასა და ხის ფიცრებზე ხვდება. სოკო კი სველ და თბილ გარემოში შესანიშნავად მრავლდება და დაუცველ კანსა და ფრჩხილებზე მოხვედრისას ფესვებს სწრაფად იდგამს.

თუ ოჯახში ვინმეს ონიქომიკოზი აწუხებს, ყველა ნათესავი რისკის ქვეშაა, თუ ერთსა და იმავე პირსახოცს, ჰიგიენის საშუალებებს და ფეხსაცმელს იყენებენ. ონიქომიკოზის განვითარებას ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, რომლის მკურნალობაც ანტიბიოტიკების მიღებას მოითხოვს. ამას თან ახლავს იმუნიტეტის დაქვეითება.

დაავადების განვითარება ონიქომიკოზის ტიპზეა დამოკიდებული. ის შეიძლება ნორმატროფული, ჰიპერტროფული, ონიქოლიტური ან ატროფიული.

პირველი ტიპის ონიქომიკოზი მხოლოდ ფრჩხილის ფირფიტის ფერის შეცვლით ვლინდება – ფირფიტა ყვითლდება, ზოლები და ლაქები ჩნდება. ამ ტიპის დროს ფრჩხილის ფორმა, სისქე ან სტრუქტურა არ იცვლება.

ჰიპერტროფულ ტიპს ახასიათებს ფრჩხილის ფირფიტის გასქელება, ის ბზინვარებას კარგავს, დეფორმირდება, გვერდებიდან დაშლას იწყებს და ტკივილს იწვევს.

ატროფიული ტიპის დროს ფრჩხილის სტრუქტურა მთლიანად იცვლება – ფრჩხილი საწოლს ძვრება და მის ადგილას ფხვიერი წარმონაქმნები ჩნდება.

ფრჩხილის გარეგნობის პირველივე ცვლილებების შემჩნევისას ონიქომიკოზის დიაგნოზის დადასტურება ან გამორიცხვა აუცილებელია. ამისთვის მიკროსკოპული დიაგნოსტიკა უნდა გაიაროთ.

რით ვიმკურნალოთ?

ფრჩხილის ონიქომიკოზის მკურნალობა დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. საწყის ეტაპზე სოკოს საწინააღმდეგო ნაერთები, მალამოები, ლაქები და ხსნარები გამოიყენება.

გამოხატული დაზიანების შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული გზით მოშორება ან კერატოლიზური პატჩების გამოყენება, შემდეგ სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის ჩატარება.

კერატოლიზური ფირფიტები ფრჩხილების ფირფიტებს არბილებენ და უმტკივნეულოდ აშორებენ. ნარევს ფრჩხილებზე ისვამენ, რომლის გარშემო ყველა ქსოვილი ჩვეულებრივი ფირფიტით დაცულია. რამდენიმე დღეში შეგიძლიათ ფრჩხილი ქირურგიული ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე მოიშოროთ.

ქირურგიული ჩარევისას ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზის სრულად მოშორება ხდება, რაც სრულად გამოჯანმრთელებისთვის დადებით პროგნოზებს იძლევა.

ყველაზე ეფექტურია ფრჩხილის ონიქომიკოზის სისტემური მკურნალობა, რომელიც მოიცავს ფრჩხილის ფირფიტის მოცილებას და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების დალევას, როგორიცაა ფლიუკოსტატი (განკურნების მაღალ პროცენტს იძლევა და გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ აქვს).

მკურნალობის დროს კვებას ყურადღება უნდა დაუთმოთ. შავი პური, რძის პროდუქტები, პარკოსნები და თეთრი კომბოსტო რაციონიდან გამორიცხეთ.

სრული განკურნებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი ფეხსაცმლის შერჩევა, რომელიც ტარებისას კომფორტულია და ფრჩხილის დაზიანებას ან მასზე ზეწოლას არ იწვევს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება შეიძლება გამწვავდეს.

არ დაგავიწყდეთ ჰიგიენური ნორმების დაცვა მაშინაც კი, თუ ფრჩხილის ონიქომიკოზის გარეგნული ნიშნები მთლიანად გაქრა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს