მარტივი მეთოდი მოხდენილი ხელების მისაღებად. დღეში მხოლოდ 5 წუთი საკმარისია

801

ლამაზი, მკვრივი ხელების თემა ძალიან პოპულარულია. გასაგებია რატომ, ეს ხომ სხეულის ყველაზე შიშველი ნაწილია და ჭარბ წონას ყველაზე მეტად ააშკარავებს.

მესმის, რომ ყველას არ აქვს დრო და შესაძლებლობა საათობით ფიტნეს დარბაზში ივარჯიშოს. მძიმე ფიზიკური შრომა თავადაც არ მიყვარს. სწორედ ამიტომ, რაღაც მარტივ, მაგრამ ნამდვილად ეფექტურ მეთოდებს ვეძებ.

დღეს რამდენიმე მარტივ ტექნიკას გთავაზობთ, რომელთა დახმარებით ხელებს შესანიშნავ ფორმებს მიანიჭებთ.

მარტივი მეთოდი ხელების გასამკვრივებლად

ვარჯიში 1

ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ, ტანი წინ გადახარეთ. დაჭიმული ხელები თქვენ წინ გადააჯვარედინეთ.

ამის შემდეგ ხელები ზემოთ ასწიეთ და თავს ზემოთ გადააჯვარედინეთ. თანდათან ერთმანეთს დააშორეთ.

ვარჯიში 2

პოზა შეცვალეთ და გვერდულად დადექით. ხელები თქვენ წინ გადააჯვარედინეთ.ახლა ხელები თავის დონეზე ასწიეთ, იდაყვების გაშლის გარეშე. სხვათა შორის, ხელის კუნთების გარდა მკერდის კუნთებიც ვითარდება.

ვარჯიში 3

ბოლო ვარჯიშის შესასრულებლად ჰანტელი ან წიგნი დაგჭირდებათ.მუხლზე დადექით, მეორე თქვენ წინ გაშალეთ.ერთ ხელში წიგნი დაიჭირეთ და ფეხს დაადეთ, მეორე ხელი – წელთან. ახლა ხელი, რომელშიც წიგნი გიჭირავთ, ძლიერ დაჭიმეთ და ათამდე დაითვალეთ.ხელები მოადუნეთ. რამდენიმე წამით დაისვენეთ და იგივე მოქმედება 2–ჯერ გაიმეორეთ.ფეხის პოზა შეცვალეთ და იგივე გაიმეორეთ.

ესეც ასე! ეს ნამდვილად მოქმედი მეთოდებია, რომელთა შესრულებას სახლის პირობებში განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემების გარეშე შეძლებთ. დარწმუნებული ვარ, ყველაზე მოუმზადებელი და ზარმაციც კი გაუმკლავდება (მაგალითად, როგორც მე).

შეგახსენებთ, რომ ვარჯიშები მინიმუმ 30–ჯერ უნდა შეასრულოთ!

სანამ რაიმე მოქმედებას შეასრულებთ, რომელიც ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს, სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს