სანამ სახსრები არ გვტკივა, ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ. როგორც კი ძლიერი ტკივილი შეგვაწუხებს, ეს ჩვენს ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს!წარმოდგენა არ გაქვთ, თუ როგორ უკავშირდება ყველაფერი ერთმანეთს ორგანიზმში. როგორც კი მოძრაობას შეზღუდავთ, რომ მტკივნეულ ფეხზე ზეწოლა შეამციროთ, თქვენს ცხოვრებაში ბევრი დაავადება გაჩნდება.ორგანიზმი კარტის სახლივით იშლება. ჩნდება ჭარბი წონა, ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, გულის დაავადებები, ვარიკოზი, ნაღვლკენჭოვანი დაავადება. სახლის აფთიაქის ზომა იზრდება.
პირველი რჩევა: აუცილებლად ექიმს მიმართეთ. Vivien–ი გირჩევთ, მანამდე უმოქმედოდ არ იყოთ და ყველაფერი გააკეთოთ, რომ სახსრების სრულად დაშლა არ მოხდეს.
ყველაზე გავრცელებული სახსრების დაავადებები: ართრიტი და ართროზი
როგორ ვლინდება ართრიტი და რით განსხვავდება სახსრების სხვა დაავადებებისგან?
ართრიტი და ართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებებია. სახსრების სწორად სამკურნალოდ უნდა იცოდეთ, თუ რა განსხვავებაა ართრიტსა და ართროზს შორის.ჩვენი სახსარი შედგება ძვლებისგან, რომელთა შორის არის ნახვრეტი. ზემოდან სახსრების ზედაპირი დამცავი ხრტილით არის დაფარული. თავად სახსარი სრულად დაფარულია შესაზეთი–სინვიალური სითხით. ნებისმიერი დარღვევა, თუნდაც უმნიშვნელო, ტკივილს იწვევს. ეს ერთადერთია, რაც ორივე დაავადებას აერთიანებს.
ართრიტი – დაავადება, რომელსაც იწვევს ინფექცია ან იმუნური სისტემის მუშაობაში ან ნივთიერებათა ცვლაში დარღვევები. ართრიტის მთავარი ნიშნები ანთებითი პროცესებია.
როგორ გამოვიცნოთ დაავადება ართრიტია თუ ართროზი?
ართრიტს კანის შეშუპება და ლოკალური სიწითლე ახლავს. შეიძლება სახსრების ქვეშ ტემპერატურის მატება იგრძნოთ, ასევე შეიძლება ჟრჟოლა და სახსრების ტკივილი გაწუხებდეთ.ტკივილი შეიძლება აღწეროთ, როგორც მტკივნეული, პულსირებადი, მტოკავი, მტყორცნელი. მოძრაობისას და დასვენების დროსაც პულსირებადი ტკივილი რჩება. ზოგჯერ სახსრებში დილის შებოჭილობა იგრძნობა.ანთებითი პროცესები შეიძლება გახდეს სისტემური ან სახსრებიდან სხვა ორგანოებზე გავრცელდეს, მაგალითად, გულსა და თირკმლებში. ამაში ართრიტის დიდი მზაკვრობაა.
რა იწვევს ართრიტს?
ართრიტი შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის მუშაობის დარღვევამ, აუტოიმუნურმა დაავადებებმა, ყველაზე გავრცელებულია რევმატოიდული ართრიტი. ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული დაავადებით ან ბაქტერიული ინფექციებით. ასევე ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, მაგრამ ყველასთვის ცნობილი პოდაგრის ან გამო.
როგორ ავიცილოთ ართრიტი?
თავიდან რომ აიცილოთ ხანგრძლივი და მტკივნეული მკურნალობა, რომელიც ინექციებს და უსიამოვნო პროცედურებს მოიცავს, ახალგაზრდობაში ართრიტის პრევენცია აუცილებელია. ეს მოიცავს:
- სწორი კვება. დაბალანსებული რაციონი, რომელიც მოიცავს ნახევრად უჯერ ცხიმოვან მჟავებს, კალციუმს, ბოსტნეულს, ხილს და D3 ვიტამინს. დამტკიცებულია, რომ ომეგა 3 ართრიტის უსიამოვნო სიმპტომებს ამცირებს.
- ცხოველური წარმოშობის ცხიმები გამორიცხეთ ან მნიშვნელოვნად შეზღუდეთ. ისინი ქოლესტერინის წყაროს წარმოადგენენ.
- შაქრის, ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების მიღება შეამცირეთ, ტკბილი გაზიანი სასმელები ამოიღეთ. მათ შეიძლება ანთებითი რეაქცია გამოიწვიონ.
- წონა აკონტროლეთ. ყოველი ზედმეტი 3 კგ სახსრებს ტვირთავს.
- სპორტით დაკავდით. კუნთოვანი კორსეტის გაძლიერებისკენ მიმართული ვარჯიშები სახსრების სტრესს ამცირებს.
- სახსრების მიმართ ნაზი მოპყრობა. ზედმეტად არ დაძაბოთ. თუ სიმძიმეების აწევა გჭირდებათ, ხერხემლის სწორი პოზა შეინარჩუნეთ და სიმძიმე თანაბრად გადაანაწილეთ.
- მოწევასა და ალკოჰოლზე უარი თქვით. ისინი სახსრებს ანადგურებენ, მათ კვებას აფერხებენ და საჭირო მოცულობის მკვებავი ნივთიერებების მიწოდებას ამცირებენ.
- შესვენება. პერიოდულად სხეულის პოზა აუცილებლად შეცვალეთ, დიდხანს ერთ ადგილას არ დაჯდეთ და არ იდგეთ. დღის განმავლობაში რამდენიმე ვარჯიში შეასრულეთ, კუნთები და სახსრები გაახურეთ.
ართრიტის მკურნალობა
პირველ რიგში, თერაპია ანთებითი პროცესების გაქრობისკენ არის მიმართული. სახსრების თითოეულ დაავადებას მკურნალობის საკუთარი მეთოდი აქვს.ზოგი დაავადება საკუთარი იმუნური სისტემის მოქმედების დართგუნვას მოითხოვს, ზოგიც ანტიბიოტიკების დახმარებით ბაქტერიულ ფლორას თრგუნავს, მესამე ჯგუფში შარდის მჟავის შემცირებას ცდილობენ.სხვათა შორის, პოდაგრა ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება. აქ, პრეპარატი კოლხიცინი შესანიშნავად დაგეხმარებათ. ის ტკივილს და ანთებას სწრაფად აქრობს. მას პოდაგრის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ.სახსრების ტკივილის და ადგილობრივი ანთების დროს არასტეროიდული ანთების საწინაღმდეგო საშუალებები დაგჭირდებათ. ისინი ტკივილს აქრობენ და ანთებით პროცესებს აჩერებენ ან ამცირებენ. Noxa ტკივილს და ანთებას სწრაფად აქრობს.პარალელურად შეგიძლიათ მიიღოთ მცენარეული პრეპარატი Kongkaherb, რომელსაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მსგავსი მოქმედება აქვს, მაგრამ კუჭის ლორწოვანზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.
სტეროიდული პრეპარატები (ჰორმონალური) – ჰორმონების ინექციები ძალიან ძლიერი ტკივილის დროს ინიშნება, რომ ანთება სწრაფად შეაჩერონ. ამის გაკეთება მხოლოდ კლინიკაში ხდება. 1–ზე მეტი ინექციის გაკეთება სახსრების ირგვლივ ხრტილებისა და ქსოვილებისთვის უკვე უსაფრთხო არაა.ერთ–ერთ ეფექტურ სამკურნალო საშუალებად ითვლება აერობიკა, სწრაფი სიარული, ცურვა, მასაჟი. ძლიერი ტკივილების დროს რეკომენდებულია სახსრების განვითარებაზე მიმართული ძალოვანი ვარჯიშების შესრულება. თანდათან ზეწოლა გაზარდეთ სახსრებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და მის სწრაფად აღსადგენად.მკურნალობის და რეაბილიტაციის პერიოდში ტაილანდური ბალზამებით მასაჟი ეფექტურია.
რა არის ართროზი? როგორ და რა მიზეზით ვლინდება?
ართროზი – სახსრების დეგენერაციულ–დისტროფიული დაავადება. ხშირად 30 წელს ზემოთ ადამიანებს, სპორტსმენებს და ჭარბი წონის ხალხს აწუხებს.
ართროზის გავრცელებული მიზეზები:
- ენდოკრინული დარღვევები, ხშირად ჭარბი წონა, დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის და პარაფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;
- სახსრების დაზიანება;
- სახსრებზე ხანგრძლივი დროით დატვირთვა;
- ანთებითმა დაავადებებმა შეიძლება განმეორებითი ართროზი გამოიწვიოს;
- სახსრების თანდაყოლილი თავისებურებები (მაგალითად, დისპლაზია).
რა სიმპტომები აქვს ართროზს?
პირველი და მთავარი სიმპტომი, ტკივილი. თავიდან ტკივილი და დისკომფორტი სიარულის და ძლიერი დატვირთვის დროს ჩნდება. ტკივილი ძილის შემდეგაც აღინიშნება. რაც უფრო მეტად ხდება სახსრების დარღვევა და დეფორმაცია, მით უფრო ძლიერდება ტკივილი. ტკივილი შეიძლება დასვენების დროსაც გამოვლინდეს. მოძრაობის დროს ტკივილი შეიძლება მკვეთრი იყოს.ართროზის კიდევ ერთი ნიშანი, განსაკუთრებით მუხლის სახსრების, მშრალი ხრტილი ან ნახვრეტები სახსრებში. მუხლებზე ხელის დადებისას შეიძლება იგრძნოთ კიდეც.სახსრების მოძრაობის შეზღუდვა. დროთა განმავლობაში სახსრების დეფორმაცია ხილული ხდება. შეიძლება გამონაზარდები გამოჩნდეს. ტკივილი მოძრაობისას ძლიერდება, მაგალითად, კოჭლობა და კიბეზე ასვლა–ჩამოსვლისას ტკივილი.ამავდროულად რეაქტიული ანთების ნიშნები, პულსირებადი ტკივილი, ცხელი სახსრები და გამოხატული შეშუპება არ გვხვდება.
როგორი სქემა არსებობს ართროზის სამკურნალოდ?
ტკივილის და შეშუპების გასაქრობად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ინიშნება. ძლიერი ტკივილის დროს აუცილებელია ჯერ ტკივილის შემცირება, შემდეგ სხვა სამკურნალო პროცედურების ჩატარება.აუცილებლად გამოიყენება ქონდროპროტექტორები. მედიკამენტების კლასი, რომლებიც ხრტილებს აღადგენენ, ჰიალურონის მჟავის და სახსრების შიდა სითხის წარმოებას ზრდიან. მაგალითად, პრეპარატი Viaflex 30 დღეზეა გათვლლი. ხანგრძლივი დროით 3-6 თვე გამოიყენება.1–2 სტადიის დაავადებისა და პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია. სამწუხაროდ, ახალი ხრტილის აღდგენა უკვე შეუძლებელია!მუხლის და თეძოს სახსრების ართროზის ძლიერ მიშვებულ ეტაპზე პროთეზი აუცილებელია.
მასაჟისთვის და ტკივილის გასაქრობად შეგიძლიათ კრემები და ბალზამები გამოიყენოთ. პრობლემას სრულად ვერ მოიშორებთ, მაგრამ სისხლის მიმოქცევას და სახსრებში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს გააუმჯობესებთ. სამკურნალო ბალზამები ქსოვილების აღდგენას აჩქარებენ და ტკივილს აქრობენ.ინექციებიც გამოიყენება, მაგრამ ართროზის დროს უფრო ეფექტურია ჰიალურონის მჟავის ან საკუთარი პლაზმის ინექციები. ბევრი პერიარტიკულარული სითხის გამო სახსრებზე დატვირთვა მცირდება, რაც სახსრების დაშლას აფერხებს.სამკურნალო დატვირთვა სახსრებზე და სამკურნალო ვარჯიში სახსრების სამკურნალოდ და მისი მოქმედების ვადის გასახანგრძლივებლად ეფექტურია. მაგალითად, ჰონოართროზის დროს ეს ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდია.რაციონში ვიტამინები და მინერალები აუცილებლად ჩართეთ. მაგალითად, D3 ვიტამინი. ბოლო კვლევებით D ვიტამინი ტკივილს ამცირებს, ოსტეოგენეზის პროცესებში მონაწილეობს და სახსრებს აძლიერებს. თხევადი კალციუმის და D3 ვიტამინის ერთად მიღება ძვლების სიმკვრივეს ზრდის და ოსტეოართროზის განვითარებას თავიდან აგაცილებთ.არატრადიციული მკურნალობის მეთოდებიდან რეკომენდებულია ჰიპნოზ–კოდირება სახსრების ტკივილის დროს. უჩვეულო მიდგომის მიუხედავად მეთოდი ნამდვილად მუშაობს.
შესაძლებელია თუ არა ართროზის სრულად განკურნება?
ყველაფერი დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. საწყის ეტაპზე დაავადების შეფერხება და სრულად აღდგენა შესაძლებელია. მე-3-4 სტადიაზე მხოლოდ დროებითი გაუმჯობესების მიღწევა შეიძლება. მე–4 სტადიაზე სრულად აღდგენა შეუძლებელია. გამოსავალი შეიძლება სახსრების პროთეზირება იყოს.
სწორედ ამიტომ, ართროზის პირველივე ნიშნებზე სხვადასხვა მხრიდან იმოქმედეთ და დაავადება საწყის სტადიაზე შეაჩერეთ.