ბუბნოვსკი: ეს მარტივი ვარჯიში 40+ ქალებს გახდომაში, ფეხების და ზურგის გაძლიერებაში დაეხმარება

1177

დღეს Vivien-ის რედაქცია გიზიარებთ ექიმი ბუბნოვსკის ვარჯიშებს, რომლებიც მოსახერხებელია იმით, რომ მათ შესრულებას ლოგინიდან ადგომის გარეშეც შეძლებთ. გაიღვიძეთ და შეუდექით! უკვე ერთ კვირაში ორგანიზმის მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობთ.

ვარჯიში 1

ლოგინზე დაწექით და ჯარისკაცის პოზა მიიღეთ: ფეხები ერთად, ხელები სხეულის გასწვრივ. ამ ვარჯიშში მხოლოდ თითის წვერები მონაწილეობს. თითის წვერებით წრიული მოძრაობები მონაცვლეობით მოხაზეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფეხი არ ამოძრაოთ. არ იჩქაროთ, თითოეულ ფეხზე თითო წუთით შეასრულეთ.

ვარჯიში 2

ვარჯიში მუხლებისთვის იდეალურია. ჯარისკაცის პოზა მიიღეთ. მორიგეობით მუხლი ისე ასწიეთ, როგორც სიარულის დროს. ვარჯიში თითოეულ ფეხზე 10-15-ჯერ შეასრულეთ.

ვარჯიში 3

წინა ვარჯიშებთან შედარებით რთულია, მაგრამ მენჯ–ბარძაყის სახსრებში სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს და კუნთებში ტონუსს ზრდის.

ლოგინზე დაწექით, ხელები სხეულის გასწვრივ. მუხლები შეაერთეთ და მოხარეთ. მორიგეობით მუხლები მენჯთან ერთად მარცხენა მხარეს გადაწიეთ, შემდეგ მარჯნივ. თითოეულ ფეხზე 10-15-ჯერ შეასრულეთ.

ვარჯიში 4

წინა სავარჯიშო პოზა გაიმეორეთ. ამჯერად წელი აწიეთ და დაუშვით, ნახევარხიდი გააკეთეთ. ამ ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია სწორად სუნთქვა: ამოსუნთქვაზე – წელი ასწიეთ, ჩასუნთქვაზე – დაწიეთ. შესანიშნავი შედეგი – 10 ასეთი ასვლა.

როგორც ხედავთ, მარტივი ვარჯიშები შეგიძლიათ საწოლიდან ადგომის გარეშე შეასრულოთ. დილით შესრულებისას მთელი დღე მხნეობით აივსებით!

რეკომენდებულია ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის დაწყებამდე მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ. ჩვენ, ყველა ხომ განსხვავებული ვართ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს