ალბათ, ბევრს სმენია იაპონელი პროფესორის კაცუძო ნიშის შესახებ, როგორც გულის, ხერხემლის და სისხლძარღვების გამაჯანსაღებელი სისტემის შემქმნელზე. მან საკუთარი წესები შექმნა, რომელიც ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის და სიმშვიდის შესანარჩუნებლად უნდა დაიცვათ. მის მიერაა შექმნილი ვიბრაციული ვარჯიში, რომლის სარგებელიც ნამდვილად იგრძნობა.
დღეს Vivien–ი გთავაზობთ პროფესორი ნიშის ერთ–ერთ ვარჯიშს „ოქროს თევზს“. ვარჯიში მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტურია და გამოადგება მათ, ვისაც დიდხანს ჯდომა უწევს ან უბრალოდ ხერხემლის და გულ–სისხლძარღვთა სისტემის გაუმჯობესება სურს. ამ ვარჯიშს 2 თვის განმავლობაში ყოველდღე ვასრულებდი და ახლა შემიძლია გიამბობთ, როგორ შეასრულოთ, რა შედეგი აქვს და აქვს თუ არა უარყოფითი მხარე.
ვარჯიში „ოქროს თევზი““ ყველაზე მეტად რეკომენდებულია მათთვის, ვისაც მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს, ნაკლებად მოძრაობს და მინიმუმ ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებს. პირადად, მე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესით არ ვცხოვრობ, მით უმეტეს იმ ტანვარჯიშით, რომელსაც ახლა ვასრულებ, თუმცა რაღაც ახლის და მარტივის ცდა მსურდა, რომელიც დიდ დროს არ წამართმევდა. როგორც ყოველთვის აზიური ვარჯიშები დამეხმარა. ნახეთ, ვარჯიში „ოქროს თევზის” სარგებელი:
- ნივთიერებათა ცვლის გაზრდა. ითვლება, რომ ნიშის ვარჯიშებით წელის და გვერდების ზონაში დაკლება შესაძლებელია.
- გულის კუნთებს აძლიერებს და მის მუშაობას აუმჯობესებს.
- მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს. ესეც ძალიან სასარგებლოა, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ზონისთვის ვარჯიშებს არ ვასრულებთ და დიდხანს ვსხედვართ.
- ხერხემალზე სარგებელი – ამაზე ბევრი საუბრობს. ითვლება, რომ ვარჯიში მოხრილობას ასწორებს, ხერხემლის პრობლემებს აქრობს, ასევე რაიმე დარღვევის პროფილაქტიკას წარმოადგენს. (ამან ყველაზე მეტად დამაინტერესა).
- სასუნთქ სისტემას აძლიერებს – ზოგი ამაზეც საუბრობს.
რაოდენობრივად სარგებელი ცოტაა, მაგრამ მთავარია ხარისხი – ფუნქციები მნიშვნელოვანია და კარგი იქნება, თუ „ოქროს თევზი“ დაგვეხმარება. პროფესორი ნიში ვარჯიშის უკუჩვენებებზე თითქმის არაფერს ამბობს, თითქოსდა ყველას უხდება, მაგრამ ამას ვერ ვიტყოდი. ვარჯიშის გაკეთება არ ღირს, თუ გაქვთ: თრომბოზი, თრომბოფლებიტი, სურდო, ორსულობა.
ოქროს თევზი: როგორ შევასრულოთ და რა შედეგები აქვს
ნიშის ვარჯიშს, ძირითადად, დილით ვასრულებდი, როგორც ვიბრაციულ ვარჯიშს კაპილარებისთვის. გაღვიძებისთანავე ვვარჯიშობ (ზოგჯერ იაპონურ ტანვარჯიშთან კომბინაციაში). საღამოს ვარჯიში არ მომწონს, მხნეობას მმატებს. თუმცა ვარჯიშის შესრულებას დღეში 2–ჯერ გვირჩევენ.
- საწყისი პოზა – ზურგზე დაწექით, ხელები თავს ზემოთ გაშლილი.
- ფეხები დაჭიმული, თითის წვერები თქვენკენ მომართული, ქუსლები იატაკს მიბჯენილი.
- რამდენჯერმე დაიჭიმეთ, თითქოსდა გამართვას ცდილობთ.
- ხელები თავს ზემოთ გადაიჯვარედინეთ.
- სხვადასხვა მხარეს (მარჯვნივ და მარცხნივ) ვიბრაციული მოძრაობა სწრაფად შეასრულეთ. 1–3 წუთი, მოძრაობა წყალში თევზის ცურვას ჰგავს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ხერხემალი მაქსიმალურად უმოძრაოდ იყოს. (პირველ ხანებში იძაბებით და ყურადღებას აქცევთ, მაგრამ შემდეგ ეჩვევით და დაძაბული აღარ ხართ).
აქვე გეტყვით, რომ შედეგს მინიმუმ ნახევარი თვე არ უნდა ელოდოთ. „ოქროს თევზის“ ეფექტს რეგულარული ვარჯიშის შემთხვევაში ზუსტად 1 თვეში იგრძნობთ. ხერხემალი უფრო მოდუნებული გახდა და წელის და ყელის ტკივილი ნაკლებად მაწუხებს, მხნეობა გაიზარდა, მაგრამ წონაში დაკლება უბრალოდ ვერ მოვახერხე.
ასეთი ვარჯიში მარილს შეფუთვაში მოძრაობას აიძულებს. თუ თირკმლებში მსხვილი მარილები გაქვთ, ვარჯიშზე უარი თქვით. მთლიანობაში, ვარჯიში დაძაბულობის და დაღლილობის მოხსნას ხელს უწყობს, თუ დიდხანს, უმოძრაოდ იჯექით – ეს დადასტურებულია.
უარყოფითი მხარიდან მხოლოდ თირკმლებზე მოქმედება აღმოვაჩინე. უფრო მეტი უარყოფითი მხარე ვერ ვიპოვე – არტერიული წნევა არ გაიზარდა, ზურგი არ მაწუხებს და ყველაფერი ძალიან კარგადაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა უმარტივესი ვარჯიშების შესასრულებლად დრო არ მაქვს.
გახსოვდეთ, ორგანიზმში ნებისმიერი რთული პრობლემის შემთხვევაში, სპეციალისტთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია.