1 საათის წესი ან როგორ ვისწავლოთ გასახდომი სიარული

803

ცოტა ხნის წინ წავაწყდი სტატიას, სადაც მეცნიერების აზრით, დღეში 10 000 ნაბიჯის გავლა საჭიროა. ამას არ ვეთანხმები, ვფიქრობ, სიჩქარე და სიარულის დრო ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

ზოგისთვის ეს წესები ნაცნობი და საკუთარ თავზე გამოცდილია, მაგრამ აი, დაკლებას მაინც ვერ ახერხებენ!

სწორედ ამიტომ, გასახდომ სიარულს გიზიარებთ. როგორც ყოველთვის, რთული არაფერია, მთავარია, ინსტრუქციას მიჰყვეთ, არ იზარმაცოთ და დღეში მინიმუმ ერთი საათით იაროთ.

შემწვარ, დამწნილებულ და ცხიმიან კერძებს მივირთმევ, მაგრამ მარტივი წესების დაცვით დასახული 7–დან 3 კგ უკვე დავიკელი.

სწრაფი, მტკიცე ნაბიჯებით დავდივარ. ცოტა ხნის წინ სირბილიც დავიწყე. არა იმიტომ, რომ ფიზიკური ვარჯიშის გაზრდა მსურს, უბრალოდ ამის გაკეთება არ მიჭირს. მთავარია, თავიდან საკუთარ თავს ყოველდღე გარეთ გამოსვლა და 1 საათით სიარული აიძულოთ.

მთავარია, მინიმუმ 1 საათით იაროთ. ნარნარით სიარული საჭირო არაა, ისე იარეთ, თითქოსდა სამსახურში ან საქმეზე მიდიხართ. ვერც შეამჩნევთ, რომ 30 დღეში სიარულის სიჩქარე გაიზრდება.

მანძილს, რომლის დასაფარად ადრე 1 საათი გჭირდებოდათ, ახლა ზუსტად 50 წუთში გაივლით. არ დაგავიწყდეთ, რომ ზუსტად 60 წუთით უნდა იაროთ.

არსს ხვდებით? შეუმჩნევლად მარშრუტი იზრდება, ნივთიერებათა ცვლა ძლიერდება, მეტი კალორია იწვება.

1 თვეში თქვენი ტემპი გაიზრდება და 1 საათიან მანძილს 20 წუთში დაფარავთ.

ქალაქის პარკში ვსეირნობდი. თავიდან 1 საათში 3 წრეს ვაკეთებდი, ახლა ამ დროში 2–ჯერ ნაკლებს დავდივარ და არ ვიღლები. როგორც ზემოთ დავწერე, სირბილი დავიწყე, დაღლის და იძულების გარეშე.

თუ დღეს დაიწყებთ, ზაფხულში სხეულის ფორმები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მუცელი ნამდვილად გაქრება (საკუთარ თავზე გამოცდილი მაქვს) და დიეტაზე ყოფნაც არ მოგიწევთ.

ასეთი მეთოდი მუცლის და ბარძაყების ზონაში ცხიმის წვას ხელს შეუწყობს. ჩემი მეთოდი სწრაფი არა, მაგრამ ეფექტურია. დიეტები, რომელთა დახმარებით 1 კვირაში 5 კგ–ს დაიკლებთ, მოდუნების შემდეგ მინიმუმ ამდენივეს მოიმატებთ.

რჩევა:

  • წყლით სავსე ბოთლი თან წაიღეთ. ორგანიზმს წყურვილის საშუალებას ნუ მისცემთ.
  • უბრალოდ სიარული მბეზრდება, ამიტომ ყურსასმენები და ტელეფონი მიმაქვს და მუსიკას ვუსმენ.

ამბობენ, რომ სწრაფი სიარულის დროს სუნთქვის ვარჯიშები სასარგებლოა: 3 წამი ცხვირით შესუნთქვა, 3 წამი – ამოსუნთქვა. სიმართლე გითხრათ, სუნთქვის ვარჯიშები მავიწყდება, ამიტომ ჩემთვის ეს მეთოდი მოსახერხებელი არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს