ცუდი დგომა, მომრგვალებული ზურგი, წინ წამოწეული მუცელი – სიბერის პირველი ნიშნებია. ეს განსაკუთრებით სიარულით ჩანს, რომელიც მსგავსი ნიშნების გამო ფორმირდება.
ამასთან, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მომრგვალებული ზურგი ახალგაზრდა, 30 წლის გარეგნობასაც აუშნოებს.
თუ დგომა გამართულია, ერთმნიშვნელოვნად ადამიანი ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურება. შენობაში ხომ ადამიანი წინ წამოწეული მუცლით და სწორი ზურგით შედის.
სწორედ ამიტომ, დღეს Vivien-ი გთავაზობთ მარტივ, მაგრამ ეფექტურ ვარჯიშებს, რომელთა დახმარებით ზურგის კუნთებს გააძლიერებთ, შესაბამისად, გაახალგაზრდავდებით.
თავდაპირველად
დაწექით ისე, რომ იდაყვებსა და კეფას მჭიდროდ დაეყრდნოთ. გულმკერდის არეში ჩაიღუნეთ, დაწექით და დაისვენეთ.
ამ ვარჯიშის შესრულებისას ორგანიზმს მოუსმინეთ და ნუ გადააჭარბებთ.
შემდეგ
ზურგზე დაწექით, ხელები სხეულთან, მუხლები მოხრილი. ხელისგულებით იატაკს დაეყრდენით და დუნდულები ზემოთ ასწიეთ.
არ იჩქაროთ, ვარჯიში ნელა, მკვეთრი მოძრაობების გარეშე შეასრულეთ.
შემდეგ
მუცელზე დაწექით, ხელები თქვენ წინ გამართული.
ორივე ხელი და ფეხი ასწიეთ, შემდეგ იდაყვებსა და მუხლებში მოხარეთ. სამ დათვლაზე გამართეთ. ოთხზე – საწყისი პოზა.
სუნთქვას ყურადღება მიაქციეთ, ეცადეთ, არ გახშირდეს და არ შეიკავოთ.
თავად დაარეგულირეთ ვარჯიშების რაოდენობა, მაგრამ მინიმუმ 10-ჯერ მაინც გააკეთეთ. მთავარია, არ იზარმაცოთ და ყოველ დილით თუნდაც ერთი ვარჯიში შეასრულოთ.