ვიშორებთ ორმაგ ნიკაპს სწრაფად და მარტივად ვარჯიშების დახმარებით

941

სახის მკაფიო ოვალის არ ქონა მხოლოდ ასაკობრივი პრობლემა არაა. სახის მომრგვალებული ქვედა ნაწილის პრობლემა ბევრს აწუხებს.

რა თქმა უნდა, ზედმეტი ჭამის პირობებში ორმაგ ნიკაპს ვერ მოიშორებთ. თქვენ რაციონს უნდა გადახედოთ, ასევე ექიმს მიმართოთ, მაგრამ ეს ისედაც იცით.

ეს სტატია განკუთვნილია მოხდენილი ფორმების ადამიანებისთვის, რომელთაც ჭარბი წონის პრობლემები არ აქვთ, თუმცა დიდი ლოყების და ორმაგი ნიკაპის პრობლემა ადრეული ასაკიდან აწუხებთ.

ამას სუსტი ენისქვეშა კუნთები იწვევს. სწორედ ამიტომ, Vivien–ის რედაქცია გთავაზობთ მარტივ, ცნობილ და მოქმედ მეთოდებს.

ვარჯიში 1

ენა ცხვირთან მიიტანეთ. ეცადეთ, ტუჩები მოადუნოთ, რომ სახეზე მახინჯი გრიმი არ აღიბეჭდოს. 5 წამით ამ პოზაში გაჩერდეთ, ასევე 5-ჯერ გაიმეორეთ.

ასეთი ვარჯიშის ეფექტს დაუყონებლივ იგრძნობთ. კანი დაიჭიმება, სახის ფერი შესამჩნევად გაუმჯობესდება.

ვარჯიში 2

თავი ზემოთ ასწიეთ, ქვედა ყბა ოდნავ წინ გამოწიეთ, ტუჩებით მილის ფორმა გააკეთეთ და წინ გამოწიეთ. ამ პოზაში ზუსტად 8 წამით გაჩერდით.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ყელში ძლიერ დაჭიმულობას იგრძნობთ.

ვარჯიში 3

დაგჭირდებათ ფანქარი, კალამი ან ჩაის კოვზი. კარგად გარეცხეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ. ინსტრუმენტი ტუჩებით დაიკავეთ (კბილებით არ დაეხმაროთ) და ზემოთ აწევა სცადეთ. ამ პოზაში იმდენ ხანს გაჩერდით, რამდენ ხანსაც შეძლებთ (მინიმუმ 5 წამი). ცოტა შეისვენეთ და კიდევ 4-ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში 4

ზემოთ მოცემული ვარჯიშის მსგავსია, ოღონდ ამჯერად პირში ნივთჩადებულმა გაღიმება უნდა სცადოთ. 5-ჯერ გაიმეორეთ. ყელის და ნიკაპის კუნთების გააქტიურებას აუცილებლად იგრძნობთ. ხოლო რეგულარული ვარჯიშით თქვენი სახე უფრო გამოხატული გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს