ხელები ადამიანის გარე სამყაროსთან ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი იარაღია. ს ერთ–ერთი ყველაზე შიშველი სხეულის ნაწილია. მამაკაცები ბიცეპსების და ტრიცეპსების მდგომარეობას ყურადღებას აქცევენ, ხოლო ქალები – ხელების გამკვრივებას. ხელების და მთელი ორგანიზმის გასამკვრივებლად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ბევრი ადამიანი დიდ ძალისხმევას იღებს, სავარჯიშო დარბაზებსა და ფიტნეს ცენტრებში დადის. თუმცა ამის გაკეთების საშუალება ყველას არ აქვს.
სწორედ ამიტომ, Vivien-ის რედაქცია გთავაზობთ ხელმისაწვდომ მეთოდს, რომ სახლიდან გაუსვლელად უფრო ჯანმრთელი, ლამაზი და ძლიერი გახდეთ. ამისთვის საჭიროა რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი: სურვილი, მინიმუმი თავისუფალი დრო და კუნთების გამამკვრივებელი მარტივი ვარჯიშების ცოდნა. თუ პირველი ორი ადამიანის სინდისზე რჩება, ბოლო კომპონენტში დახმარება შეგვიძლია.
თითოეული ვარჯიში 60 წამით შეასრულეთ. დასვენების პერიოდები ვარჯიშებს შორის – 20 წამი. ვარჯიშის დაწყებამდე კუნთები მსუბუქად გაახურეთ და სისხლის მიმოქცევა გააუმჯობესეთ.
ვარჯიში 1: კედლიდან აზიდვები
ეს თითქმის ჩვეულებრივი აზიდვებია იატაკიდან, ოღონდ კედლიდან. მთავარი განსხვავება სხეულის სიმძიმის გავლენა ხელებზე, რაც შედეგის მისაღებად ორგანიზმზე დატვირთვას ამცირებს. პირველ რიგში, ტრიცეპსებზე მუშაობს.
ვარჯიში 2: უკუ აზიდვები
ჩვეული აზიდვების ან კედლიდან აზიდვებისგან განსხვავებით, ხელები სხეულის უკან მდებარეობს. სწორი პოზის მისაღებად ფეხები მუხლებში მოხარეთ, ხელებით იატაკს დაეყრდენით. ამის შემდეგ ტანი ფეხების დახმარების გარეშე ასწიეთ. ასეთი პოზა დატვირთვის შენარჩუნებით ტანის ასაწევად ძალის დახარჯვას ამცირებს. კუნთები პრაქტიკულად ისევე მუშაობს, როგორც აზიდვების კლასიკური ვარიანტის დროს.
ვარჯიში 3: ხელების ბრუნვა
ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ, ხელები – გვერდზე, იდაყვები გაასწორეთ. ბრუნვა ჯერ ერთ მხარეს შეასრულეთ, შუა მოძრაობაში მიმართულება შეცვალეთ. ასეთი ვარჯიშით ხელების ყველა კუნთი მუშაობს, ასევე კონცენტრაცია იზრდება.
ვარჯიში 4: ვარჯიში ჰანტელებით
სავარჯიშო ინსტრუმენტის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 0,5 ლ წყლის ბოთლები. განმარტება არ სჭირდება. დადებითი შედეგის მისაღებად ვარჯიში რეგულარულად შეასრულეთ. მთავარია დაიწყოთ და არ გაჩერდეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!