მაგნიუმის დეფიციტის ნიშნები ორგანიზმში. მნიშვნელოვანია, იცოდეთ

1560

მაგნიუმი მნიშვნელოვანი მიკროელემენტების რიცხვს მიეკუთვნება. ეს ორვალენტიანი დადებითად დამუხტული იოგნი ბევრი ფერმენტის შემადგენლობაში შედის, რაც ბევრ ფიზიოლოგიურ ფერმენტულ რეაქციებში მის მონაწილეობას განსაზღვრავს.

მისი დეფიციტი მრავალმხრივ ვლინდება, რადგან ფერმენტები მაგნიუმით ბევრ ორგანოსა და ქსოვილებშია წარმოდგენილი.

თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ მაგნიუმის იონების ზოგად ფუნქციებს ორგანიზმში:

  • საჭმლის მონელების პროცესისთვის აუცილებელია;
  • 300–ზე მეტი ფერმენტისთვის აუცილებელი ელემენტია;
  • კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვაში მონაწილეობს;
  • უჯრედებში ენერგიის (ATP) წარმოებაში მონაწილეობს.

ასეთი მრავალმხრივობა უშედეგოდ არ ჩაივლის, თუ მოულოდნელად ორგანიზმი მაგნიუმის ნაკლებობას განიცდის. მაგნიუმის დეფიციტის ნიშნები იშვიათად სპეციფიკურია, თუმცა ბევრი ქსოვილის და სტრუქტურის მუშაობის დარღვევას ასახავს.

თუ ქვემოთ მოცემული ნიშნებიდან რომელიმეს განიცდით, ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ და სისხლში მაგნიუმის დონე შეამოწმეთ:

  • უძილობა
  • შფოთვა
  • ქრონიკული დაღლილობა
  • კუნთების ტკივილი (ფიბრომიალგია)
  • ფეხების კრუნჩხვები
  • მაღალი არტერიული წნევა
  • შაკიკის ხშირი შეტევა
  • მე–2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი
  • ოსტეოპოროზი

ორგანიზმში მაგნიუმის შემცველობას თავისი ნორმატიული მნიშვნელობა აქვს.

სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის ამის შესახებ და კიდევ უფრო ცოტაა ის, ვინც სისხლში მაგნიუმის დონეს ამოწმებს. მრავალი გამოკვლევების თანახმად, ამა თუ იმ ხარისხით მაგნიუმის დეფიციტი დაახლოებით ადამიანების 80%–ს აწუხებს.

საკმარისი მაგნიუმის მიღება საკვები პროდუქტებიდან შესაძლებელია, თუ რაციონს სწორად შეადგენთ. მაგნიუმით ყველაზე მდიდარი პროდუქტებია: გოგრის თესლი და რბილობი, ფინიკი, შავქლიავი, გარგარი, კომბოსტო, ისპანახი, ლობიო, ოსპი, თევზი, ნაცარქათამა, ყავისფერი ბრინჯი, შავი შოკოლადი, უცხიმო იოგურტი, თხის რძის ყველი, ბანანი.

უფრო მეტიც, აფთიაქებში შეგიძლიათ იპოვოთ ვიტამინების კომპლექსი, რომლებიც მაგნიუმს და სხვა მიკროელემენტებს შეიცავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, სპეციალისტები გირჩევენ, რომ დღიურ დოზას (300-400 მგ) არ გადააჭარბოთ. ეს განპირობებულია პირველ რიგში იმით, ნაწლავები დღეში არაორგანული ნივთიერებების გარკვეულ დონეზე მეტს ვერ იწოვს, ხოლო დარჩენილი მაგნიუმი ასე ნაწლავებში რჩება. თან ჭარბი მაგნიუმი მოქმედებს, როგორც საფაღარათო საშუალება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს