მხოლოდ 1 ვარჯიში და წელის ტკივილი დაგავიწყდებათ

1213

Vivien-ის რედაქცია გთავაზობთ ერთ მარტივ ვარჯიშს, რომელიც წელის ტკივილის პრობლემას დაგავიწყებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, საჯდომის ნერვი უნდა დააცხროთ.

საქმე იმაშია, რომ საჯდომის ნერვი ძალიან გრძელია, ერთ–ერთი ყველაზე გრძელი ჩვენს ორგანიზმში. მას რამდენიმე ტოტი აქვს, ზოგიერთი მათგანი ხელსაც წვდება.

თუ ამ ნერვს თუნდაც ერთ ადგილას დაჭყლეტთ, იმწამსვე ძლიერ ტკივილს იგრძნობთ. ყველაზე ხშირად ტკივილი ბარძაყების და წელის არეში ჩნდება. როგორც წესი, მსგავს უსიამოვნებას 35-50 წლამდე ასაკის ადამიანები განიცდიან.

„პეპელა“

ასე ეწოდება ვარჯიშს, რომელიც მსგავსი ტკივილის მოშორებაში დაგეხმარებათ.

ვარჯიში რამდენიმე ეტაპად სრულდება. თავდაპირველად, იატაკზე დაჯექით. ეცადეთ, რომ თქვენ წინ ტერფები ერთმანეთს მიადოთ. ქუსლები და ტერფები გაერთიანებული უნდა იყოს. ხელებით დახმარება დაშვებულია. ასეთ პოზაში ფეხები სხეულთან რაც შეიძლება ახლოს მიწიეთ. ამავდროულად, მუხლები დაწიეთ და მთელი ძალით ეცადეთ, იატაკს მიადოთ. შედეგად, ლამაზი მწერის მსგავს ფორმას მიიღებთ. სწორედ ამიტომ, ვარჯიშს ასეთი ხასიათი აქვს.

ვარჯიში რამდენიმე მიდგომით შეასრულეთ. თითოეული მათგანი 30 წამით შეასრულეთ. შეგიძლიათ 1 წუთამდე გაზარდოთ. უფრო დიდხანს შესრულება არასასურველია. ვარჯიშის შესრულებისას სუნთქვა არ დაგავიწყდეთ. ის მშვიდი, მაგრამ ღრმა უნდა იყოს.

საინტერესოა, რომ პეპელა ერთ–ერთ უძველეს ვარჯიშად ითვლება. ასევე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ქალებზე განსაკუთრებით დადებით ეფექტს იძლევა.

ტკივილის გაქრობის გარდა ვარჯიშის დახმარებით თირკმლების ტონუსს გაზრდით, თიაქრის წარმოქმნას თავიდან აიცილებთ და საშვილოსნოს გააძლიერებთ.

ვარჯიში ყოველდღე შეასრულეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს