რა არის „ტექსტური“ კისერი. სავარძელში 1 წუთით ჯდომა მას უფრო ლამაზს და სწორს გახდის

1394

დღეს Vivien-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რა არის „ტექსტური“ კისერი. ასევე გასწავლით, როგორ მიიღოთ ლამაზი და სწორი კისერი სავარძელში მხოლოდ 1 წუთიანი ჯდომით.ყოველგვარი გაზვიადების გარეშე კისერი არის ორგანო, რომელიც სახის სილამაზეს და ახალგაზრდობას ინარჩუნებს. ის ხომ თავსა და ხერხემალზე მბრძანელობს.

ადამიანის განწყობის განსაზღვრაც კი შორიდან შეიძლება: თავი დაწეული – გამოდის, მოწყენილია, ამაყად თავაწეული – ყველაფერი კარგადაა! თანამედროვე ადამიანები გაჯეტებს იმდენად მიეჩვივნენ, რომ კრევეტის ფორმაში უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ.იცით თუ არა, რომ მუდმივად თუნდაც 2 სმ–ით წინ გამოწეულ კისერზე ადამიანი 5 კგ ტვირთს კიდებს. სხვა ყველაფერთან ერთად, ამ არეში კანი ძალიან ნაოჭდება და ორმაგი ნიკაპის გაჩენის ალბათობა იზრდება.

დღესდღეობით გაჩნდა სპეციალური ტერმინი – „ტექსტური“ კისერი. ამ დროს მხრები, კისერი და თავი წინ გამოწეულია და სხეული ასეთ პოზას კომფორტულ მდგომარეობად იმახსოვრებს.გასაგებია, რომ ასეთ ვითარებაში მეტი კუნთი იკარგება, რადგან ყველამ იცის არასწორი დგომის შედეგების შესახებ.დღეს გაჩვენებთ ერთ მარტივ ტექნიკას, რომელიც თავის და კისრის ლამაზ და ჯანმრთელ მდგომარეობას ქმნის. სხვათა შორის, მეთოდი გამოადგება მათ, ვისაც ასაკობრივი ცვლილებების დამალვა ან ამ ნაწილის ვიზუალურად დაგრძელება და გასწორება სურს.ვარჯიში საკმაოდ მარტივია. უბრალოდ სავარძელში 1 წუთით დაჯექით და მოდუნდით.

დავიწყოთ:

სავარძლის ზურგს მიეყრდენით. თითები გადააჯვარედინეთ და კეფაზე დაიდეთ ისე, რომ ცერა თითები პირდაპირ თმის ზრდის ქვედა ნაწილს დააადოთ.

  • ეფექტური შედეგის მისაღებად ხელებს ყურადღება მიაქციეთ, მათი თავი თითქოსდა ზევით უნდა აწიონ. ნიკაპი ღრმად ქვემოთ მიმართული ისე, რომ პროცესში ნაკეცები წარმოიქმნას.
  • საწყისი პოზიციიდან ნიკაპი ქვემოთ დაწიეთ და ამავდროულად სხეულზე მიბჯენა სცადეთ.
  • ფიზიკურად კეფის კუნთების „დასვენებას“ იგრძნობთ. ხოლო წინა ზედაპირზე კუნთები შეიკუმშება, ოღონდ მხოლოდ იმიტომ, რომ 1 წუთის შემდეგ შვება იგრძნოთ.
  • თუ ამ გზით რეგულარულად, დღეში ერთხელ მაინც ივარჯიშებთ, სასიამოვნო ესთეტიკურ ცვლილებებს შეამჩნევთ. ლამაზ, სწორ და გრძელ კისერს ხომ ჯერ არავინ გაუფუჭებია!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს