ვიშორებთ მუცელს და ვიმრგვალებთ დუნდულებს ერთდროულად: საჰაერო სკამის ტექნიკა დაგეხმარებათ

800

„დაგროვებითი“ ვარჯიშები ძალიან მიყვარს, როცა ერთს და არც ისე დიდხანს აკეთებ, შედეგი კი ორ კვირაში თვალშისაცემია.

პლანკა იდაყვებზე ერთ–ერთი ასეთი მეთოდია, რომლის შესახებ ყველამ იცის. მისი გაკეთება მეც მომწონს, დღეში 5 წუთი ამ ვარჯიშს ვუთმობ. თუმცა დამეთანხმეთ, რომ მომზადების გარეშე მისი შესრულება საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, დღეს Vivien-ის რედაქცია მის ეფექტურ ალტერნატივაზე გიამბობთ.

ეს სტატიკური ვარჯიშია – საჰაერო სკამი. ეფექტი უბრალოდ ჯადოსნურია, მუცელი მცირდება, ფეხები მოხდენილი ხდება, ხოლო მეხუთე წერტილი მრგვალდება.

მისი შესრულება უფრო მარტივია და შეგიძლიათ ივარჯიშოთ ნებისმიერ ადგილას, სადაც კედელია. სპორტული ტანსაცმელიც არ დაგჭირდებათ.

თუ მოძებნით, შესრულების უამრავ ვარიანტს იპოვით. დღეს იმ დეტალებზე გიამბობთ, რომლებიც ტექნიკის მარტივად და ეფექტურად შესრულებაში დაგეხმარებათ.

1. კედელთან მიდით და ზურგით მიეყრდენით.

2.ტერფები ზუსტად თქვენ წინ, მხრების სიგანეზე გაშლილი.

3. ხელები, ხელისგულებით ზემოთ, კედელს მიადეთ. ეს მნიშვნელოვანია, ხელებით ბარძაყებს არ უნდა დაეყრდნოთ.

4. ჩასუნთქვაზე მჯდომარე პოზამდე ქვემოთ დაიწიეთ. ამ მომენტში ფეხები სწორად უნდა გქონდეთ, ანუ მუხლის ქვეშ სწორი კუთხე უნდა შექმნათ.

5. მენჯით და ხერხემლით კედელს მჭიდროდ უნდა მიერყდნოთ. კეფა კედელს მიაბჯინეთ და მუცელი შეწიეთ.

6. ყურადღება ტერფებს მიაქციეთ, თითის წვერებზე არ დადგეთ. იატაკზე ქუსლებს უნდა დააჭიროთ, ხოლო დუნდულები კედელს.

7. კისერი სწორი, ნიკაპი აწეული, ხედვა წინ.

ასეთი ვარჯიში 5 წამით დაიწყეთ. ერთწუთიანი შესვენებებით სამი წრე გააკეთეთ.

3-3 წამი დაუმატეთ და თანდათან დღეში 2 წუთამდე ადით.

ყურადღება მიაქციეთ! სანამ რაიმე მოქმედებას შეასრულებთ, რომელიც ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს, სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს