რა არის ნეკნთაშორისი ნევრალგია და რა სიმპტომები ახასიათებს მას

1954

ნეკნთშორისი ნევრალგია, ნევროპათიული ხასიათის ტკივილია, რომელიც ნეკნთშორის ნერვებზე ზეწოლით დაწერით ან სხვა ტიპის გაღიზიანების შედეგად ჩნდება. ტკივილი მკერდისა და ზურგის არეში ლოკალიზდება და ის ხშირად გულის შეტევაში ეშლებათ. ყველაზე ხშირად ეს პრობლემა მოხუცებს აწუხებს, ბავშვებში კი თითქმის არ გვხვდება. ახალგაზრდა ადამიანებში ასეთი სახის ტკივილი სპორტული ან სხვა სახის ტრამვების გამოჩნდება. მოდით გავერკვეთ თუ რა მიზეზით ვითარდება ნევრალგია?

ძირითად სიმპტომს წარმოადგენს ტკივილი მკერდის არეში. ადამიანები მას ისე აღწერენ როგორც მჩხვლეტავ, ყრუ, მწველ ან სპაზმის მსგავს ტკივილს.ტკივილმა შეიძლება მთელი მკერდის არე მოიცვას ან გადაცემითი ტკივილიები გამოიწვიოს. ზოგჯერ ის ნეკნების მთელს სიგრძეზე იგრძნობა. ნეკნთშორისი ნევრალგია შეიძლება ხანგრძლივი იყოს ან ეპიზოდურად ვლინდებოდეს, ძლიერდებოდეს აქტივობების დროს – წამოდგომისას, შებრუნების ან გვერდზე გადაწევისას, ფიზიკური სავარჯიშოების, ხველის, ცემინების და სიცილის დროსაც კი.

ნეკნთშორისი ნევრალგიის სხვა სიმპტომებია:

  • ტკივილი მუცლის არეში
  • მომატებული ტემპერატურა
  • ძილის დარღვევა
  • ქავილი
  • დაბუჟება
  • ჩხვლეტები
  • მხრებისა და ზურგში მოძრაობის გაძნელება
  • ტკივილი ხელებში, მხრებსა და ზურგში

როგორი ტკივილების დროს უნდა გამოვიძახოთ ექიმი?

ნეკნთშორისი ნევრალგია სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საშინელ ტკივილს იწვევს, თუმცა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ნამდვილად საშიშია.

ტკივილი რომელიც მოძრაობის ან დაჭერის დროს ინტენსივობას არ იცვლის (და ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ ქრება) – დიდი ალბათობით საქმე გულის შეტევასტან გვაქვს. აჯობებს ეს ექიმთან დააზუსტოთ. უმჯობესი იქნება თვითმკურნალობით არ დაკავდეთ და დიაგნოსტიკისთვის სამედიცინო დაწესებულებას მიმართოთ.

სიმპტომები რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ:

  1. ტკივილი მკერდში ან ნეკნებში, რომელიც მარცხენა ხელზე, ყბაზე, მხარზე ან ზურგში ვრცელდება.
  2. მკერდში დაწოლის ან მოჭიმვის შეგრძნება
  3. ყვითელ-მომწვანო სითხის ამოხველება
  4. გულის აჩქარება ან გულისცემის არევა
  5. პრობლემები სუნთქვასთან – ქოშინი ან ბოლომდე ჩასუნთქვის გაძნელება
  6. ძლიერი ტკივილი მუცელში
  7. ძლიერი ტკივილი მკერდში – სუნთქვის ან ხველის დროს
  8. მოულოდნელი თავბრუსხვევა, აზროვნების არევა, გონების დაკარგვა

რაში მდგომარეობს ნეკნთშორისი ნევრალგიის მიზეზები?

ნევრალგია ნეკნთშორისი ნერვების ანთების, შეშუპების, გაღიზიანების ან ზეწოლის დროს ვითარდება.

ტკივილის მიზეზები შეიძლება შემდეგი იყოს:

  1. მკერდის არის ტრამვა – მოტეხილი ნეკნი
  2. ვირუსული ინფექციები (მაგალითად, ლიქენა)
  3. ნეკნთშორისი ნერვის გაღიზიანება
  4. ნევრიტი
  5. გართულებები ქირურგიული ოპერაციების შემდეგ
  6. ნერვული სისტემის დაავადებები
  7. მკერდის ან მუცლის არეში არსებული სიმსივნე
  8. მკერდის კუნთები დაჭიმვა ან გადატვირთვა
  9. ორგანიზმის გადაციება
  10. სტრესი
  11. ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი და სხვა პათოლოგიები

იკურნება თუ არა ნეკნთშორისი ნევრალგია?

ნეკნთშორისი ნევრალგიის თერაპია მიზეზებსაც ებრძვის და სიმპტომებსაც. ის შეიძლება შემდეგ ნაბიჯებს მოიცავდეს:

  1.  ნეკნთშორისი ნერვის ადგილობრივი ბლოკადა ანალგეტიკებით ან კორტიკოსტეროიდებით.
  2. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მირება
  3. ანტიდეპრესანტების მიღება – მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ისინი ნევროპათიკურ ტკივილებს ამცირებენ.
  4. სპეციალური მალამების, სისხლის მიმოქცევის გამაძლიერებელი საშუალებების გამოყენება
  5. ნეიროპათიული ტკივილების განკურნებისთვის განკუთვნილი პრეპარატების გამოყენება.

მედიკამენტოზურ თერაპიასთან ერთად სასარგებლო იქნება შემდეგი მეთოდები:

  1. ნემსების თერაპია
  2. მასაჟი
  3. ფიზიკური და მანუალური ტერაპია
  4. ტბილი სითბოს გამოყენება

როგორ ავარიდოთ თავი ნეკნთშორისი ნევრალგიის განვითარებას?

ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ბევრი მდგომარეობის გაუმჯობესებაში გვეხმარება, მათ შორის ნაკნთშორისი ნევრალგიის თავიდან აცილებაშიც.

რისი გაკეთება შეიძლება დამატებით:

  1. მანქანის ფრთხილად ტარება და უსაფრთხოების ღვედის გამოყენება
  2. ჩუტყვავილის აცრის გაკეთება
  3. გავიკეთოთ ჰერპესის ან ლიქენას გადასხმა – ეს განსაკუთრებით 60 წლის ან უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაა რეკომენდებული.
  4. თავი აარიდეთ გაცივებას
  5. სპორტის დროს დამცავი ინვენტარის გამოყენება
  6. ანთებითი დაავადებების სიმპტომების კონტროლი
  7. ყურადღება მიაქციეთ ჯდომის მანერას
  8. თავი აარიდეთ ჯდომით ცხოვრების წესს და ფიზიკური სავარჯიშოებით დაკავდით.