8 ტესტი, რომელთა დახმარებით ჯანმრთელობის მდგომარეობას 60 წამში შეამოწმებთ

991

სპეციალისტთან რეგულარულად გამოკვლევების და ანალიზების ჩატარება არის ის, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაკონტროლებლად უნდა გააკეთოთ. თუ დრო და შესაძლებლობა საერთოდ არ გაქვთ, რომ ექიმს მიმართოთ, მხოლოდ 1 წუთი დახარჯეთ და მარტივი ტესტები ჩაიტარეთ. ამ ტესტების დახმარებით გულის, ფარისებრი ჯირკვლების, თირკმლების და ბევრი სხვა სისტემის შემოწმებას შეძლებთ.

1. თქვენი სავარცხელი შეისწავლეთ

რატომ უნდა გააკეთოთ: ფარისებრი ჯირკვლების, ვიტამინების და მინერალების დეფიციტის არსებობა შეამოწმეთ.ყოველდღე ჩვენ 100 ღერ თმას ვკარგავთ. თუ შეამჩნიეთ, რომ უფრო მეტ თმას კარგავთ, ეს შეიძლება საუბრობდეს თუთიის, რკინის ან ბიოტინის დეფიციტზე. თმის ცვენის კიდევ ერთი მიზეზი – ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა, ჰორმონალური ფონის ძლიერი ცვლილება (მაგალითად, ორსულობის გამო), ზოგიერთი მედიკამენტის მიღება ან ძლიერი სტრესი.როგორ ჩავიტაროთ ტესტი: თუ სააბაზანოს ნიჟარაში ან სავარცხელზე მეტი თმა შენიშნეთ, დაითვალეთ. დღეში 100 ღერი თმის დაკარგვა ნორმალურია. თუ 200-ზე მეტი აღმოაჩინეთ ან თმა გროვად გცვივათ და თავის კანზე ცარიელ ლაქებს ტოვებს, დაუყონებლივ ექიმს მიმართეთ.

2. თვალში ჩაიხედეთ

რატომ უნდა გააკეთოთ: ალერგიების, ჰერპესის ან ინფექციების არსებობა შეამოწმეთ.თვალის გარსის მოყვითალო შეფერილობა ღვიძლის პრობლემაზე საუბრობს და გაფრთხილებთ, რომ მზეზე სათვალის გარეშე დიდ დროს ატარებთ. ულტრაიისფერი სხივების ჭარბმა ზემოქმედებამ შეიძლება თვალის თეთრი გარსის დამცავი მემბრანა გაასქელოს.გაფართოებული სისხლძარღვებით გამოწვეული სიწითლე სერიოზულ დაავადებაზე საუბრობს. ალერგია, სურდო, გრიპი, თვალის სიმშრალის სინდრომი ან ჰერპესი – ყველა ეს დაავადება თვალის გარსის სიწითლეს იწვევს.როგორ ჩავიტაროთ ტესტი: თვალის გარსი, მისი ფერი და სიკაშკაშე შეამოწმეთ. თუ გეჩვენებათ, რომ რაიმე დარღვევა გაქვთ, ცვლილებებს რამდენიმე დღე დააკვირდით. თუ სიწითლე ან სიყვითლე არ გაქრება, ექიმს მიმართეთ.

3. ცხვირი მოიწმინდეთ

რატომ უნდა გააკეთოთ: ალერგიების ან ცხვირის სტრუქტურის დეფექტები შეამოწმეთ.ჩვეულებრივ, ცხვირით სუნთქვა თავისუფალი და შეუფერხებელი უნდა იყოს. მცირე დაბრკოლებაც კი ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს. ალერგია, სურდო, სინუსიტი ან ცხვირის სტრუქტურის დარღვევა – ეს ყველაფერი სუნთქვას ართულებს. თუ რამდენიმე დღის განმავლობაში სუნთქვა არ გაგიმარტივდათ, ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ.როგორ ჩავიტაროთ ტესტი: ცხვირთან სალფეთქი მიიტანეთ და ცხვირით კარგად ამოისუნთქეთ. თუ გამონადენი არ არის, ყველაფერი კარგადაა. თუ სალფეთქზე გამჭვირვალე სითხე რჩება, ეს ალერგიაზე ან სურდოზე საუბრობს. თუ სითხეს მოყვითალო ან მომწვანო ფერი აქვს, ეს ინფექციურ დაავადებაზე საუბრობს.

4. ფრჩხილები შეამოწმეთ

რატომ უნდა გააკეთოთ: კანის სიმსივნის, თირკმლების დაზიანების, სოკოს დაავადებების არსებობა შეამოწმეთ.ფრჩხილები ძლიერი, თანაბარი უნდა იყოს და ფენებად არ უნდა იშლებოდეს. ნებისმიერი გადახრა რაიმე დაავადებაზე მიგითითებთ. ყველაზე თვალშისაცემია: ვიტამინების, მინერალების ან ცილების დეფიციტი, ანემია, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ჰორმონალური დისბალანსი და ფსორიაზი.როგორ ჩავიტაროთ ტესტი: თითოეულ ფრჩხილს დააკვირდით და ფერის ნებისმიერ ცვლილებას ყურადღება მიაქციეთ. შფოთვის ყველაზე სერიოზული მიზეზი – თეთრი ზოლები, რომელიც კუტიკულამდე მთელ ფრჩხილზე გადის. ეს შეიძლება კანის სიმსივნის ნიშანი იყოს. ყავისფერი ლაქები ფრჩხილის პირთან სოკოზე გაფრთხილებთ. მუქი თეთრი, გამუქებული ფრჩხილის კუთხეები შეიძლება თირკმლის დაავადების ნიშანი იყოს.

5. თქვენი კბილების ძაფი შეამოწმეთ

რატომ უნდა გააკეთოთ: გულის დაავადებების, ინფექციების არსებობა შეამოწმეთ.თუ კბილის ძაფის გამოყენების შემდეგ მასზე სისხლი შენიშნეთ, ეს ღრძილების ქრონიკულ ანთებაზე მიგანიშნებთ. თავის მხრივ, ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის დაავადების განვითარება, რადგან კბილების და ღრძილების პათოგენები გულზეც გავლენას ახდენენ.როგორ ჩავიტაროთ ტესტი: პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ კბილის ძაფს სწორად იყენებთ. 40 სმ ძაფი გადაჭერით. ბოლოები ორივე ხელის შუა თითზე დაიხვიეთ, შემდეგ ძაფი ცერა და საჩვენებელი თითებით დაჭიმეთ, დაახლოებით 2-3 სმ დატოვეთ. კბილებს შორის ფრთხილად ჩაიდეთ, შემდეგ ზემოთ–ქვემოთ ზიგზაგურად იმოძრავეთ.

6. თქვენი შარდი შეამოწმეთ

რატომ უნდა გააკეთოთ: ინფექციების, ღვიძლის დაავადების არსებობა შეამოწმეთ.ნორმალური შარდი გამჭვირვალე ან ღია მოყვითალო შეფერილობის უნდა იყოს. ზოგიერთი პროდუქტის მიღებამ შეიძლება ფერის ცვლილება გამოიწვიოს, მაგრამ მთლიანობაში ღია ფერის უნდა დარჩეს. შარდის მუქი მოყვითალო ან მოწითალო შეფერილობამ უნდა შეგაშფოთოთ – ეს გაუწყლოებაზე, ასევე შარდსასქესო გზების ინფექციაზე საუბრობს. შარდში სისხლი თირკმლებში კენჭების წარმოქმნაზე ან მოახლოებულ შარდის ბუშტის სიმსივნეზე გაფრთხილებთ – ნებისმიერ შემთხვევაში, სჯობს ექიმს მიმართოთ.როგორ ჩავიტაროთ ტესტი: თქვენი შარდის ფერი შეამოწმეთ. თუ ის ძალიან მუქი, ვარდისფერი ან მწვანეა, კიდევ რამდენიმე დღე დააკვირდით, თუ ცვლილებები ვერ შენიშნეთ, ექიმს მიმართეთ. თუ სისხლში შარდი დაინახეთ, ექიმს იმწამსვე მიმართეთ.

7. წელი გაიზომეთ

რატომ უნდა გააკეთოთ: გულის დაავადებების არსებობა, მაღალი არტერიული წნევა და ბევრი სხვა რამ შეამოწმეთ.წელის არეში დაგროვებული ცხიმი ჯანმრთელობისთვის ყველაზე სახიფათოა, რადგან თქვენი სხეულის შინაგან ორგანოებს გარს ეხვევა. ხალხი, ვისაც ცხიმი მუცელში უგროვდება, დიაბეტის, ჰიპერტონიის, გულის დაავადებების და ზოგიერთი სახის სიმსივნის მაღალი რისკი აქვთ.როგორ ჩავიტაროთ ტესტი: წელის და თეძოს გარშემოწერილობა გაიზომეთ. შემდეგ წელის მნიშვნელობა თეძოს მნიშვნელობაზე გაყავით. თუ მიღებული რიცხვი – 0,8 ან ნაკლებია, საფრთხის ქვეშ არ ხართ. თუ შედეგი 0,81 – 0,85, თქვენ ზომიერი რისკის ქვეშ ხართ, ხოლო თუ შედეგი 0,85-ზე მაღალია, თქვენ მაღალი რისკის ჯგუფში ხართ.

8. ტენიანობის ბალანსი შეამოწმეთ

რატომ უნდა გააკეთოთ: ინფექციების და მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი შეამოწმეთ.მშრალი, აქერცლილი კანი საუბრობს არა მხოლოდ მზეზე, არამედ ნაკლებად ტენიან შენობაში დიდხანს ყოფნაზე. კანის ზედმეტი სიმშრალე – ზოგიერთი მკვებავი ნივთიერების დეფიციტის, ასევე სერიოზული დაავადების (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლების და თირკმლების ფუნქციების დარღვევა) სიმპტომია.როგორ ჩავიტაროთ ტესტი: წინამხარზე ფრჩხილი ნაზად დაუსვით. თუ აქერცლილი კვალი ან ნაკაწრი დარჩება, სავარაუდოდ, თქვენ კანს დამატებითი სითხე სჭირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს