თავის დაბანა ძალიან ხშირად გიწევთ? დროა გაიგოთ, რაშია პრობლემა.

752

თავს ყოველდღე იბანთ, ცდილობთ დასასწორებელი საშუალებები ხშირად არ გამოიყენოთ, თმის წვერებზე ზეთის ზედმეტად არ იყენებთ, მაგრამ თმა დაბანიდან მეორე დღეს უკვე ცხიმიანია? ამ პრობლემის მოგვარებას მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დადგენით შეძლებთ.

თავის ხშირი დაბანა-გავრცელებული აზრის მიუხედავად, ხშირი დაბანა თმას უფრო სუფთას არ ხდის. ორგანიზმი შამპუნის და სხვა მოვლის საშუალებების გამოყენების შედეგად დაკარგული ცხიმის კომპენსირებას უფრო მეტი ცხიმის წარმოებით ახდენს, რომ თმა გამოშრობისგან დაიცვას. ყურადღება მიაქციეთ, თუ რით იბანთ თავს: უხეში შემადგენლობა თმის სისუფთავეზე ცუდ გავლენას ახდენს.

გენეტიკა ან ნორმალური მიზეზები-თითოეული ორგანიზმი განსაკუთრებულია, ამაზე გავლენას ახდენს თანდაყოლილი (გენეტიკური) მიზეზები და ორგანიზმის ინდივიდუალური ცვლილებები. იმის მოშორებას, რაც ჩვენში დაბადებიდან ჩადებული იყო, ბოლომდე ვერ შეძლებთ, მაგრამ თმის და თავის კანის ტიპის გათვალისწინებით სწორად შერჩეული მოვლის პირობებში დარეგულირება შეიძლება. რაც შეეხება ჰორმონალურ ცვლილებებს, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ ფაქტორებთან როგორიცაა, სქესი, ასაკი, ქრონიკული და შეძენილი დაავადებები, ორსულობა, სტრესი.ნივთიერებათა ბალანსის ყველაზე უმნიშვნელო დარღვევამაც კი ცხიმის ზედმეტი წარმოება შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, ჰორმონების პუბერტატული აფეთქება ან ორსულობა – ის დროებით მდგომარეობა, რომელიც სპეციალურ მოვლას საჭიროებს. მაგალითად, ორსულობის დროს არ შეიძლება პარაბენების შემცველი საშუალებების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება ნაყოფს ზიანი მიაყენონ. სტრესი საერთოდ მთელ რიგ პრობლემებს იწვევს, რომელიც სილამაზესა და ჯანმრთელობაზე აისახება.

თავის აქსესუარებთან ხშირი კონტაქტი-ქუდის, შარფის ხშირი ტარება თმის სისუფთავეზე გავლენას ახდენს: უცხო მასალებთან ხშირი კონტაქტის დროს თმა უფრო სწრაფად ცხიმიანდება. ცხელ ამინდში ქუდთან ხშირი შეხება აუცილებლად იმას გამოიწვევს, რომ დაბანიდან რამდენიმე საათში თავი კვლავ დასაბანი გახდება. ზამთარში ვარცხნილობა არა მხოლოდ სწრაფად ფუჭდება, არამედ საშინლად იმუხტება. უფრო ნატურალური ქსოვილის თავის აქსესუარები შეარჩიეთ.

თმის გაშრობის არასწორი რეჟიმი-პირსახოცთან ხშირი კონტაქტი საპირისპირო შედეგს გამოიწვევს: თმა ტენიანობას მნიშვნელოვნად დაკარგავს, რომლის ანაზღაურებას კანის ცხიმის უხვი წარმოებით შეეცდება. იგივე ხდება ფენის არასწორი რეჟიმით გამოყენებისას: ზედმეტად ცხელი ჰაერი თავის კანის მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ზედმეტი ცხიმის წარმოება რომ შეამციროთ, სჯობს გრილი ჰაერი გამოიყენოთ ან ფენზე საერთოდ უარი თქვათ.

არაჯანსაღი საკვები-ცხიმიანი და ცხარე საკვები სებიუმის წარმოებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. თმა ზედმეტად სწრაფად რომ არ გაცხიმიანდეს, ჯანსაღი დაბალანსებული რაციონი უნდა შეადგინოთ. სწრაფი კვების პროდუქტებზე, სწრაფ ნახშირწყლებზე უარი თქვით, ცხიმიანი ხორცის და რძის პროდუქტების მიღება შეზღუდეთ.

შეუფერებელი კლიმატი-კლიმატური პირობები თმაზე და თავის კანზე ისევე მოქმედებს, როგორც წყლის ხარისხი. ხშირი მოგზაურობა შეიძლება თმის გახანგრძლივებული სტრესის მიზეზი გახდეს, ასევე რთული აკლიმატიზაცია. შენობაშიც კი თმა სხვადასხვა ტემპერატურის რეჟიმის ზემოქმედებაშია, რომ არაფერი ვთქვათ ტენიანობასა და ჰაერის დაბინძურებაზე.

ცხიმიანი თავის კანი და თმა: როგორ მოვუაროთ?

მოვლის საშუალებები თქვენი თავის კანის და თმის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ, ჰორმონალური პროცესების დასარეგულირებლად ვიტამინები მიიღეთ და თავი სწორად დაიბანეთ. ეს მაქსიმუმ 2 დღეში ერთხელ გააკეთეთ. გარდა ამისა, საშხაპეზე გასაკეთებელი ბარიერული ფილტრი შეიძინეთ, რომ წყლის ხარისხი გააუმჯობესოთ, თავად თავის დაბანის პროცესი გრილი წყლის გადავლებით დაასრულეთ. ოდნავ თბილი წყალი ფორებს ხურავს, რის წყალობით კანი უფრო ნაკლებ ცხიმს გამოყოფს.

  • უარი თქვით ფენზე, თმის დასასწორებელზე და პირსახოცის დიდხანს შემოხვევაზე. თმას ჰაერზე ბუნებრივად დასვენების საშუალება მიეცით, თუნდაც ოთახის ტემპერატურაზე.
  • პლასტმასის სავარცხელი ხის სავარცხლით ჩაანაცვლეთ. ხე არა მხოლოდ წყალს, არამედ ჭარბ ცხიმს იწოვს.
  • თმა შეიკარით: ასე თმა ახალ დაბანილ იერს დიდხანს შეინარჩუნებს.
  • შესაძლებლობის მიხედვით თავის აქსესუარებთან კონტაქტს თავი აარიდეთ, უპირატესობა ნატურალურ ქსოვილს მიანიჭეთ და თმას ხელებით იშვიათად შეეხეთ.
  • მხოლოდ სასარგებლო უჯერი ცხიმებით მდიდარი საკვები მიიღეთ, რომელიც ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელია. უჯერი ცხიმებია ომეგა 3. ომეგას შეიცავს ორაგული, ავოკადო, თესლები და კაკალი, მცენარეული ზეთი. ასეთი ცხიმები ორგანიზმს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის სჭირდება და გაჯერებული ცხიმებისგან განსხვავებით სებიუმის ჭარბ წარმოებას არ იწვევს. ბურგერი ერთი მუჭა ნუშის კაკლით ჩაანაცვლეთ და თქვენი თმა მადლობელი დარჩება.
  • თქვენი ორგანიზმი შეამოწმეთ: ჰორმონებზე ანალიზები ჩააბარეთ, გვარის ხის უახლოესი ტოტები შეამოწმეთ და ტრიქოლოგთან ან თერაპევტთან კონსულტანციის საფუძველზე ინდივიდუალური თავის მოვლის რუტინა შეადგინეთ. იშვიათ შემთხვევაში აუცილებელია ცხიმიან თმას მედიკამენტებით ებრძოლოთ.
  • ძილის და დასვენების რეჟიმს ყურადღება მიაქციეთ, არ ინერვიულოთ, ძლიერი ფსიქოლოგიური გაოგნების დროს ფსიქოლოგს აუცილებლად მიმართეთ.
  • შენობაში კლიმატი აკონტროლეთ: ძალიან მშრალი და ზედმეტად ტენიანი ჰაერი ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არღვევს. ჰაერის დამატენიანებლები და გათბობის მარეგულირებლები სიტუაციას გამოასწორებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს