მიცერალური წყალი სილამაზისინდუსტრიის განუყრელ ნაწილად იქცა, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი შემადგენლობა და სწორად გამოყენების წესი..
მიცერალური წყალი – კანის გასაწმენდი და მაკიჟის მოსაშორებელი წყალია.მიცერალურ ხსნარებს ადრე ბავშვის მოსავლელად და კანის დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ (ეგზემა, ფსორიაზი, აკნე). შემდეგ კოსმეტიკის მწარმოებლებმა შემადგენლობა გააუმჯობესეს და “ინოვაციური კოსმეტიკური საშუალება” მიიღეს.
რა არის მიცერალები
მარკეტოლოგები მიცელებს ისე წარმოგვიდგენს, როგორც სუპერკომპონენსტ, რომელიც მაგიური გზით აშორებს დაბინძურებებსა და მაკიჟს. თუმცა ყველაფერი გაცილებით მარტივად გახლავთ.Mica ლათინურად “ნაწილაკს” ნიშნავს. მიცელები – გახლავთ ნაწილაკები რომელბიც ნებსმიერ ხსნარში გვხვდება, მათ შორის ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებში.ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები – გახლავთ შენაერტები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და საყოფაცხოვრებო ქიმიაში. ეს გახლავთ სარეცხი საშუალებებისა და შამპუნების ძირითადი კომპონენტი.ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების კომპონენტებს ცხიმხსნადი (ჰიდროფობული) და წყალხსნადი (ჰიდროფილური) ნაწილები აქვთ. ფორმით თავკომბალებს გვანან: თავი – ჰიდროფილი, კუდი ჰიდროფობი.წყალში გახსნის შემდეგ, ჰიდროფობული ნივთიერებები ერთმანეთთან მიიზიდებიან და სფეროს ქმნიან. ჩნდება ბურთულა, ცხიმხსნადი კუდებით შიგნით და წყალხსნადი თავებით გარეთ. სწორედ ეს გახლავთ მიცელები.მიცელების სტრუქტურა უხეში არ არის. როდესაც სახეზე მცერალურ წყალში დასველებულ ბამბის დისკს გავუსვამთ, ჰიდროფობები კანის ცხიმს შთანთქავენ, ხოლო ჰიდროფილები კი წყლის მსგავსად – სისუფთავის ასიამოვნო შეგრძნებას გვიტოვებენ.ასე, რომ მიცელები სუპერკომპონენტებს არ წარმოადგენენ. ეს გახლავთ მიკრონაწილაკები, რომლებიც ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ხსნარში წარმოიქმნებიან.
მიცერალური წყლის შემადგენლობა
მიცერალური წყალი თითქმის ნებისმიერ კოსმეტიკურ ბრენდს აქვს, თუმცა მათი შემადგენლობა შეიძლება ერთმანეთსგან განსხვავებული იყოს. შესაძლებელია სამი ძირითადი ტპის მიცერალური წყლის გაოყოფა:
- “მწვანე ქიმიაზე” დაფუძნებული მიცერალური წყალი. იწარმოება ნეინოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებისგან: ყველაზე ხშირად ლაუროგლუკოზიდისა და კოკოგლუკოზიდისგან. ისინი შაქრისა და ქოქოსის ზეთისგან მზადდებიან. ასეთი ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები ეფექტურად აშორებენ ოფლსა და ჭუჭყს და არ აზიანებენ კანს.
- მიცერალური წყალი პოლოქსამერის ფუძეზე. ეს ხელოვნური, მაგრამ, აბსოლუტურად უსაფრთხო ნივთიერება გახლავთ. ისინი კარგად იხსნებიან და ერევიან. პოლოქსაერები ბევრი არსებობს: კოსმეტოლოგიაში ჩვეულებრივ poloxamer 184, 188 და 407-ს იყენებენ. ასეთი მიცერალური წყალი არ აღიზიანებს კანს და არ მოითხოვს ჩამორეცხვას.
- მიცერალური წყალიპოლიეთილენგლიკოლის ფუძეზე. პოლიეთილენგლიკოლი კლასიკური ემულგატორია. არა უმეტეს 20%-იანი კონცენტრაციისა, ის უსაფრთხო გახლავთ, თუმცა სიმშრალის და კანის გაღიზიანების გამოწვევა შეუძლია.
გაითვალსიწინეთ, რომ მიცერალური წყლის შემადგენლობაში საპონი და სპირტი არ უნდა შედიოდეს. მარკეტინგული და კოსმეტოლოგიური ეფექტის გასაძლიერებლად, მწარმოებლები დამატებით კომპონენტებსაც იყენებენ: ექსტრაქტულ მცენარეებს, მინერალებს და ა.შ.
მიცერალური წყლის პლუსები და მინუსები
მიცერალურ წყალს ბევრი ღირსებები აქვს:
- წმენდს დელიკატურად. მიცერალური წყაი კარგად აშორებს დაბინძურებებს, ატენიანებს კანს და როგორც წესი არ იწვევს გაღიზიანებას. ის მშრალი და მგრძნობიარე კანის მქონეთათვისაც კი შეიძლება.
- სწრაფად გაშორებთ მაკიაჟს. არ ჭირდება ხეხვა და დამატებითი საწმენდი საშუალებები. ზოგიერთ მციერალურ წყალს ჩამობანაც კი არ ჭირდება, ეს კი მოგზაურობისას ძალიან მოსახერხებელია.
- კარგია თვალის დემაკიაჟისთვის. მიცერალური წყალი არ აღიზიანებს ლორწოვან გარსს და არ იწვევს სიწითლეს.
- ის ნებისმიერი ასაკის ქალებს შეეფერებათ. მიცერალური წყალი ერთნაირიად კარგია მუწუკებიანი და ნაოჭიანი კანისთვისაც.
გაითვალისწინეთ, რომ მიცერაური წყალი იდეალური საშაულება არ გახლავთ!
ზოგი მიეცერალური წყალი სახეზე წებოვან გარსს აჩენს გამოყენები შემდეგ, ზოგი ანს აღიზიანებს და დაჭიმულობას აჩენს. ეს ორივე შემთხვევა ხსნარში მიცელების დისბალანსზე და დანამატების ინდივიდუალურ აუტანლობაზე მიგვანიშნებს.
როგორ შევარჩიოთ მიცერალური წყალი
მიცერალური წყლის შერჩევისას, აუცილებელი არ გახლსვთ ძვირფასი, პოპულარული ბრენდის იცერალური წყალი შეარჩიოთ. აირჩიეთ კოსმეტიკა რომელიც თქვენს კანს ყველაზე მეტად შეეფერება.თუ მიცერალური წყალი მხოლოდ მაკიაჟის მოსაშორებლად გჭირდებათ, შეგიძიათ იაფი საშუალება გამოიყენოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ მისი ჩამობანა აუცილებელია.თუ თქვენი კანი ცხიმიანობისკენ და აკნესკენ არის მიდრეკილი მაშინ “მწვანე ქიმია” გამოყენეთ, პოლისორბატი ფორებს ხურავს, ამცირებს კანის ცხიმის გამომუშავებას. ასეთი მიცერალური წყლის ჩამობანა აუცილებელი არ გახლავთ, თუმც ამისი გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია სახის ტონიკით გაწმნდა.მშრალი კანის მქონეებსაც “მწვანე ქიმია” გამოადგებათ, თუმცა აჯობებს ისეთი პროდუქტები გამოიყენოთ რომლებიც პოლოქსამერების ფუძეზეა დამზადებული. ისინი დელიკატურები არიან, არ საჭიროებენ ჩამორეცხვას, ამიტომ სახის დღის განმავლობაში “გასაახლებლად” გამოგადგებათ. კარგი იქნება თუ მიცერალური წყლის შემადგენლობაში დამატებითი, დამატენიანებელი კომპონენტებიც იქნება.
როგორ გამოვიყენოთ მიცერალური წყალი
- დაასველეთ ბამბის დისკი მიცერალური წყლით
- გაიწმინდეთ სახე სამასაჟე ხაზზე
- თუ მაიაჟს სახისგან იწმენდთ, 5 წამით ტამპონი წამწამებთან მიიჭირეთ (ნაზად). შემდეგ თვალის შიდა კუთხიდან გარე კუთხისკენ გადაისვით, ტუში და ჩრდილები ბამბაზე დარჩება.
- თუ მიცერალური წყალი ცამობანას საჭიროებს, აუცილებლად დაიბანეთ სახე თბილი წყლით.
მიცერალური წყლის გამოყენების შემდეგ კანის მოვლის სხვა პროდუქტების გამოყენებაც შეიძლება.
გახსოვდეთ: მიცერალური წყალი და ტონიკი – არ გახლავთ ერთი და იგივე საშუალება! ისნი სხვადასხვაა! მიცერალური წყალი ასუფთავებს, ტონიკს მატონიზირებელი თვისება აქვს. მას სუფთა სახეზე იყენებენ, რათა კანი კრემის ან შრატის დატანისთვის შეამზადონ.
დასკვნა: მიცერალური წყლის შეძენამდე, უნდა დააკვირდეთ მის შემადგენლობას და თქვენი კანისთვის შესაფერისი ვერსია აირჩიოთ. ის შესანიშნავად გაწენდს თქვენს კანს და მარტივად მოგაშორებთ მაკიაჟს.