თავის ტკივილი, მეხსიერების პრობლემები და კიდევ 4 ნიშანი, რომ თქვენ ძალიან ბევრ მარილს ჭამთ

860

ყველაზე ბოლო დიეტური რეკომენდაციის მიხედვით, მარილის უსაფრთხო დღიური დოზა 2,3 გრ (1 ჩ/კ) არ უნდა აჭარბებდეს.სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ, ყველა ამ დოზას რეგულარულად ვაჭარბებთ – მათ შორის სურვილის მიუხედავად.

მარილი ფარულ პროდუქტებს შორის ჩემპიონია და ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ის ყველგანაა. საბედნიეროდ, სანამ ორგანიზში მისი სიჭარბე კრიტიკულ დონეს მიაღწევს, სხეული სიგნალებს გვიგზავნის და დოზის შემცირებას გვთხოვს. მთავარია, ეს სიგნალები არ გამოგრჩეთ.

  • თავის ტკივილი – მარილის გადაჭარბება თავის ტვინის სისხლძარღვებს აფართოებს, ეს კი მუდმივ თავის ტკივილებს იწვევს. თუ მოულოდნელად შაკიკი შეგაწუხებთ ან მტკივნეულ შეგრძნებას იგრძნობთ, ყოველი შემთხვევისთვის რაციონში მარილის რაოდენობა შეამცირეთ. ეს უნდა დაგეხმაროთ.
  • ძლიერი და მუდმივი წყურვილის შეგრძნება – პროდუქტები ნატრიუმის მაღალი შემცველობით ორგანიზმში წყლის ბალანსს ანადგურებენ. თუ ბოლო დროს ჩიფსებმა, პიცამ, სპაგეტმა ან სწრაფი კვების პროდუქტებმა ძალიან გაგიტაცათ – აუცილებლად ბევრი წყალი დალიეთ. თუ მუდმივად წყურვილს გრძნობთ, შესაძლოა, ეს მარილის ჭარბ მოხმარებაზე საუბრობდეს.
  • შეშუპება ყველაზე მოულოდნელ ადგილას – ორგანიზმში წყლის ბალანსის დარღვევის ბუნებრივი შედეგია შეშუპება. ხელის და ფეხის თითები, სახე, მუცელი – შეშუპება ხშირად აქ ჩნდება, მაგრამ მათი გამოვლენა სხვა მოულოდნელ ადგილებში გამორიცხული არაა. როგორც არ უნდა იყოს, თქვენი სხეულის შიგნიდან „გადიდება“ შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ უფრო ნაკლები მარილი უნდა ჭამოთ.
  • საჭმელი უგემური გეჩვენებათ – მარილის ჭარბი მოხმარება გემოს რეცეპტორებზე გავლენას ახდენს. დროთა განმავლობაში გემოს რეცეპტორები ნაკლებად მგრძნობიარე ხდება და ჩვეული საჭმელი უგემური გვეჩვენება.ეს ჩაკეტილი წრეა: ჩვენ ბევრ მარილს ვჭამთ, საჭმელი უმარილო გვეჩვენება – ის უფრო გემრიელი რომ გახდეს, კიდევ უფრო ბევრ მარილს ვჭამთ. ამ წრიდან გამოსვლა მხოლოდ ნებისყოფის ძალით შეიძლება, მაგრამ ეს ამად ღირს.გაოცდებით, თუ უმარილო დიეტის შემდეგ ჩვეულებრივი საკვები რამდენად გემრიელი და მდიდარი მოგეჩვენებათ.
  • მეხსიერების დაქვეითება – მარილის ჭარბი მოხმარება კოგნიტურ შესაძლებლობებზე უარყოფითად აისახება. ეს 2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომელშიც 1200 მოხალისე მონაწილეობდა.ყველა მონაწილეს, რომლებიც ჭარბი მარილის შემცველ დიეტას იცავდნენ, კოგნიტური შესაძლებლობები უფრო ცუდი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც თავის კერძს ზომიერად ამარილებდა.მეხსიერების გაუარესების რისკი რომ შეამციროთ და საღი გონება შეინარჩუნოთ, რაციონში მარილის დონეს ყურადღება მიაქციეთ, განსაკუთრებით მოწიფულ ასაკში.
  • გაზრდილი არტერიული წნევა – ჭარბი მარილის გამო ორგანიზმში შეკავებულ სითხეს არა მხოლოდ შეშუპების გამოწვევა, არამედ არტერიული წნევის გაზრდა შეუძლია. თუ ჰიპერტონიის ნიშნები შეამჩნიეთ, არა მხოლოდ კოფეინზე, არამედ მარილზე უარი თქვით და ექიმთან მისვლა არ დაგავიწყდეთ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს