ასე თქვა გინეკოლოგმა: 6 სიმპტომი, რომლის მოთმენაც არ შეიძლება

959

ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ მცირე შფოთვის, სიმპტომის, უჩვეულო ნიშნის ან დისკომფორტის გამოვლენისას ექიმს უნდა მივმართოთ. პრაქტიკაში ბევრს ექიმთან მისვლა ეზარება და იმედოვნებს, რომ თავად გადავა და რომ არაფერი საშიში არ ხდება. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ხშირად ეს პრაქტიკა ამართლებს. მაგრამ არსებობს სიმპტომები, რომელთა მოთმენა, უგუბელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება – ყოველი დღე შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ. დღეს გიამბობთ, როდის უნდა მიმართოთ ექიმს ნებისმიერ ფასად.

უდროო სისხლდენა

თვიურებს შორის მცირე სისხლდენა ბევრ ქალს ახასიათებს და თუ ის მწირია და 1–2 დღე გრძელდება, სავარაუდოდ, საშიში არაფერია. თუ სისხლდენა უხვია და დიდხანს გრძელდება, ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ: ეს შეიძლება იყოს მენჯის ინფექციის, კისტის, მიომის, პოლიპების ან უფრო იშვიათ შემთხვევაში სიმსივნის სიმპტომი. გარდა ამისა, სისხლდენა ორსულობის დროს შეიძლება ნაყოფის მოშორების ან გარე ორსულობის ნიშანი იყოს.

ძალიან მტკივნეული თვიური

სამწუხაროდ, ბევრ ქალს თვეში ერთხელ წარმოუდგენელი კრუნჩხვების და ტკივილის ატანა უწევს. თუ ის შრომისუნარიანობას გართმევთ და ლოგინში გაწვენთ, ეს შეიძლება სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს. მნიშვნელოვანია ექიმს მიმართოთ, თუ ძლიერი ტკივილი უფრო გვიან ასაკში ვლინდება ან ტკივილი ძლიერდება ან დროში იცვლება. ხშირად ეს შეიძლება დადებით თვისებიანი სიმსივნის – ფიბროზას ნიშანი იყოს.

ტკივილი სექსის დროს

მტკივნეული შეგრძნება სექსის დროს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ხშირად სწორად შერჩეული პოზით ან საცხის უხვად გამოყენებით გვარდება. თუ ეს არ გშველით, ექიმს უნდა მიმართოთ: მიზეზი შეიძლება იყოს განვითარებული ენდომეტრიოზი, მიომა, საშვილოსნოს ყელის ანთება ან საკვერცხეების კისტის გახეთქვა. გარდა ამისა, ტკივილი ან წვა ვულვონიასა და ვაგინიზმზე საუბრობს.

უსიამოვნო სუნი

რეგულარულ გამონადენს, რომელიც ჩვეულებრივ შუა ციკლში ვლინდება, სუნი არ აქვს. მასზე ნერვიულობა არ ღირს – ეს ორგანიზმის მუშაობის ნორმალური მოვლენაა. თუ უსიამოვნო თევზის სუნი ჩნდება და თან ახლავს გამონადენის ფერის ცვლილება, ქავილი ან საშოს გაღიზიანება, ექიმს უნდა მიმართოთ. ასეთი სიმპტომები საუბრობს ინფექციებზე, როგორიცაა ბაქტერიული ვაგინოზი, ტრიქომონიაზი ან საფუარის ინფექცია.

თვიურის შეწყვეტა

სტრესი, ორსულობა, კვების დარღვევა, ასევე ჰორმონალური დისბალანსი და ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტები – აი, თვიურის შეწყვეტის ან დაგვიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზები. ამასთან ეს შეიძლება ოვულაციის დარღვევაზე, საკვერცხეების პოლიკისტოზე ან ნაადრევ მენოპაუზაზე საუბრობდეს, ამიტომ ექიმს უნდა მიმართოთ.

ვაგინალური შეშუპება, ქავილი ან ტკივილი სექსის შემდეგ

სექსის შემდეგ ტკივილის გაჩენა, რომელიც 36 ან უფრო მეტ საათს არ გადადის, შეიძლება ლატექსის მიმართ მგრძნობელობის მომატებაზე ან სპერმის ალერგიაზე საუბრობდეს. თუ სიმპტომები რამდენიმე დღე არ ქრება, ექიმს მით უფრო უნდა მიმართოთ: სიმპტომების მიზეზი შეიძლება ვაგინალური ინფექცია იყოს.