მომაბეზრებელი კოჟრები პრობლემა აღარაა. საკმარისია, ფეხის მოვლას ცოტა დრო დაუთმოთ და ის ხავერდოვანი და ნაზი გახდება, ხოლო კოჟრები გაქრება.
საშუალება, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, ყველაზე მიშვებულ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ: როცა გვგონია, რომ გაუხეშებული, უშნო კანი სამუდამოდ დაგვრჩება. მოუხერხებელი ქუსლები, ჭარბი წონა, არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი და გამრუდებული ხერხემალიც კი – უსიამოვნო კოჟრების და ნახეთქების მიზეზი შეიძლება გახდეს.
მკურნალობას რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უკეთესი, რადგან ძველი კოჟრების მოშორება უფრო რთულია. სამზარეულოში და საკუჭნაოში თაროები შეამოწმეთ: აქ იპოვით ყველაფერს, რაც გჭირდებათ!
ნებისმიერი მშრალი კოჟრის მოშორების წინ პრობლემურ ზონაზე პემზა ან სპეციალური ფეხის სახეხი გადაიტარეთ. ასე ნატურალური საშუალების ეფექტურობას გაზრდით.
როგორ მოვიშოროთ კოჟრები
- ნიორი-ნიორი კანს არბილებს, ბაქტერიებს და სოკოს კლავს, რადგან მასში ბუნებრივი ანტისეპტიკი შედის. 3-4 კბილი ნიორი დაპრესეთ, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი აურიეთ და კოჟრებზე წაისვით.პროცედურა სჯობს ღამით 7-10 დღის განმავლობაში ჩაიტაროთ. ნივრის პასტის წასმის შემდეგ პრობლემური ადგილი ბინტით შეიხვიეთ.
- ხახვი-ახალი ხახვის ან ხახვის წვენი კოჟრებზე წაისვით და ბინტით შეიხვიეთ.10 დღიანი ყოველდღიური პროცედურის შემდეგ კოჟრების მოშორებას ადვილად შეძლებთ – უხეში კანი თხელი და დამყოლი გახდება.
- ძმარი-ბამბის ტამპონი ძმარში დაასველეთ და კანის მტკივნეულ ნაწილზე დაიდეთ. ზემოდან პლასტირი დაიმაგრეთ. 3 საათის შემდეგ შეგიძლიათ პროცედურა გაიმეოროთ.ძმარი ფეხის კანს დეზინფექციას უკეთებს. მას სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და კოჟრების სწრაფად მოშორებას ხელს უწყობს. თუ კოჟრები ძალიან სქელია, ასეთი მანიპულაციით ძმარი რამდენიმე დღეში გაუმკლავდება.
- ლიმონი + ასპირინი-6 აბი ასპირინი ცოტა ლიმონის წვენში აურიეთ. ნარევი კოჟრებზე ან ნახეთქებზე წაისვით, საკვები პარკი ან ჩვეულებრივი პოლიეთილენის პარკი შემოიხვიეთ.ზემოდან ცხელი კომპრესი დაიდეთ – ცხელ წყალში დასველებული ქსოვილი ან მარლა. ეფექტური მოქმედებისთვის 15 წუთი საკმარისი იქნება. პარკი მოიშორეთ, პასტა ჩამოიბანეთ და კოჟრები პემზით გახეხეთ.პატარა კოჟრებს პირველივე პროცედურაზე მოიშორებთ. უფრო დიდი კოჟრისთვის განმეორება დაგჭირდებათ: ასეთი მანიპულაცია ყოველდღე უხეში კანის სრულ გაქრობამდე ჩაატარეთ.
- აბუსალათინის ზეთი-კოჟრებსა და ნახეთქებზე დილა–საღამოს აბუსალათინის ზეთი წაისვით და ის 2 კვირაში გაქრება.აბუსალათინის ზეთი კარგი საპროფილაქტიკო საშუალებაა და მისი გამოყენება პრევენციისთვის კარგია.
- გვირილა-გაუხეშებული კანის დასარბილებლად, ფეხის მოსადუნებლად და ტკივილის შესამცირებლად დაზიანებულ ადგილას სამკურნალო მცენარის ნახარშით აბაზანა გაიკეთეთ. 4 ს/კ მშრალი გვირილისა და 1 ლ წყლისგან ცხელი ნაყენი მოამზადეთ.თბილ აბაზანაში ფეხები 30 წუთით ჩაყავით და კანი შესამჩნევად ნაზი გახდება. თუ არ იზარმაცებთ და ამ ხრიკს ყოველ საღამოს ჩაიტარებთ, ნახეთქები ვეღარ შეგაშინებთ.
- პომიდვრის კომპრესი-პომიდვრის ფაფა კანის დარბილებას და კოჟრების ნელ–ნელა მოშორებას ხელს შეუწყობს. პომიდვრის რბილობი გაუხეშებულ კანზე წაისვით და საკვები პარკით შეიხვიეთ.ზემოდან ცხელი კომპრესი დაიდეთ, შეგიძლიათ მის გარეშეც იოლად გახვიდეთ. 1 საათში პომიდვრის ნიღაბი მოიშორეთ და კანი პემზით გაიხეხეთ.
კომფორტული ფეხსაცმელი და დროული მოვლა კოჟრების გაჩენას თავიდან აგაცილებთ. ნებისმიერი მანიპულაციის შემდეგ კანზე დამარბილებელი კრემი უნდა წაისვათ. რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ ჩვეულებრივი კარაქი მოქმედებს.
ტერფებზე კარაქი უხვად წაისვით და სრულად შეწოვა აცადეთ. შემდეგ წინდები ჩაიცვით და დასაძინებლად გაეშურეთ. სიტყვებით ვერ აღვწერთ, თუ რამდენად ნაზი ხდება კანი, თუ ასე მხოლოდ 2 კვირა გააკეთებთ. ჩვევად გქონდეთ.
მეგობრებმა ამ სასარგებლო რჩევის შესახებ რომ გაიგოს, სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.