იოგა დამწყებისთვის: 8 სასარგებლო რჩევა ინსტრუქტორისგან

1138

დიდი საახალწლო აღთქმა: პირობა, რომ საბოლოოდ იოგით დაკავდებით და გაკვეთილებს არ გამოტოვებთ. ეს ფიზიკური ვარჯიში უხდება ყველას: ახალგაზრდებს, ხანდაზმულებს, მათ, ვინც ფიტნეს გაკვეთილების მაღალ ტემპს ვერ უძლებს, და მათ, ვინც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ კვლავ ძალების აღდგენას აპირებს. თუ თქვენს პირველ გაკვეთილზე წასასვლელად ემზადებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა იცოდეთ, რაც ვარჯიშს სასიამოვნოს, უსაფრთხოს და უფრო ეფექტურს გახდის. ჩვენ გამოვკითხეთ იოგის ინსტრუქტორები იმის შესახებ, თუ რა უნდა იცოდნენ ნეოფიტებმა და აი, რა გვიპასუხეს.

  • იოგა მტკივნეული არ უნდა იყოს!-ზოგიერთი ასანა შეიძლება დისკომფორტს იწვევდეს: იოგა ხომ კუნთების გასაჭიმი და სახსრების მოქნილობის გასაზრდელი ვარჯიშია. კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ ზოგიერთ დისკომფორტს ტკივილთან საერთო არ აქვს. თუ რაიმე ვარჯიშის შესრულებისას მუდმივად ნამდვილ ტკივილს განიცდით, ვარჯიში დაუყონებლივ შეწყვიტეთ.
  • თქვენი ტემპი შეინარჩუნეთ-იოგა შეჯიბრი არაა და უკანასკნელი რამ, რაც უნდა გააკეთოთ – ესაა სხვებთან ვარჯიშების ხანგრძლივობის სინქრონი. ასანები შეასრულეთ საკუთარ რიტმში, რომელიც თქვენთვის კომფორტული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში არა მხოლოდ ვარჯიშის შესრულების ენთუზიაზმს, არამედ ჯანმრთელობას დაკარგავთ.
  • რეგულარულად ივარჯიშეთ-წარმატებული ვარჯიშის მთავარი პირობა – რეგულარული შესრულება. სპეციალისტები ამბობენ: სჯობს კვირაში 3–ჯერ 15 წუთით ივარჯიშოთ, ვიდრე თვეში ერთხელ 3 საათით. იოგის აზრი დატვირთვის თანდათანობითი გაზრდაა, ეს კი რეგულარული შესრულების გარეშე შეუძლებელია. თუ ვარჯიში გადაწყვიტეთ – არ გამოტოვოთ!
  • ტანსაცმელი სწორად შეარჩიეთ-იოგისთვის საუკეთესო ტანსაცმელია ტანზე მომდგარი, მაგრამ არა ვიწრო. თუ შარვალი და მაისური ზედმეტად ტომარასავითაა, ინსტრუქტორი ვერ შეძლებს იმის გაგებას, სწორად ასრულებთ ვარჯიშს თუ არა და დროულად ვერ დაგეხმარებათ. თუ ტანსაცმელი ძალიან ვიწროა, სისხლის მიმოქცევა შეიძლება დაირღვეს. საუკეთესო ვარიანტი – რბილი ლეგინსები ან შორტები, მაგრამ დარწმუნდით, რომ არ „ლანდავს“.
  • თმა არ დაგავიწყდეთ-მაშინაც კი, თუ ძალიან გრძელი თმა არ გაქვთ, ვარჯიშის დროს ხელი შეიძლება ძალიან შეგიშალოთ, ყველაზე შეუსაბამო მომენტში სახეზე ჩამოგეყაროთ და ხედვა დაფაროს. თმა მაღლა არ აიწიოთ და ცხენის კუდი არ გაიკეთოთ – ასე ხელს არანაკლებ შეგიშლით. სჯობს კონად შეკრათ და ყურადღება მიაქციეთ, რომ თმის სარჭებით მყარად დააფიქსიროთ.
  • ვარჯიშზე არ დაიგვიანოთ-სერიოზულად, ეს ერთი–ერთი ყველაზე საშიში ცოდვაა: 20 წუთით გვიან მისვლა და მთელი ჯგუფის კონცენტრირების დარღვევა. იოგა არა მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში, არამედ მოდუნება და მედიტაციაა. სწორედ ამიტომ, თქვენი მოულოდნელი გამოჩენა მთელ ჯგუფს „შეარყევს“.
  • არ გამოიყენოთ პარფიუმი-არა მხოლოდ სუნამო, არც ეთერზეთები და ძლიერი სუნის მქონე კოსმეტიკური საშუალებები – ეს მკაცრად აკრძალულია. იოგის კლასში ხალიჩები ერთმანეთთან ძალიან ახლოს დევს და ნაზმა არომატმაც კი შეიძლება თქვენს „მეზობელს“ ხელი შეუშალოს და შაკიკიც კი გამოიწვიოს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ოფლის და პარფიუმის ნარევი ნამდვილად არაა ის, რის ყნოსვასაც 40 წუთი ისურვებდით.
  • ვარჯიში დროზე ადრე არ დატოვოთ-რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ზოგჯერ საკლასო ოთახის დროზე ადრე დატოვება გვიწევს. შესაძლებლობის მიხედვით სჯობს შესვენებას ან გაკვეთილის დასრულებას დაელოდოთ: თქვენი მოულოდნელი წასვლა როგორც ინსტრუქტორს, ასევე დანარჩენ მონაწილეებს ყურადღებას გაუფანტავს. გარდა ამისა, ჩვეულებრივ ვარჯიშის ბოლოს ინსტრუქტორი „გაგრილებას“ ატარებს, რომელიც სუნთქვის აღდგენას და დაძაბული კუნთების დამშვიდებას ხელს უწყობს და სჯობს ეს ეტაპი არ გამოტოვოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს