ძილის წინ დაშვებული 7 შეცდომა, რომლის გამოც წონაში იმატებთ

1054

საღამოს, სამუშაოს შემდეგ სხეულსა და სულს რომელიმე ხელმისაწვდომი სიამოვნებები ესაჭიროება და ჩვენს რადმენიმე შეცდომას ვუშვებთ, ამ შედომების გამო კი შემდეგ სასწორზე დახედვა გვეშინია. მოდით გავარკვიოთ რომელი შეცდომები იგულისხმება.

  1. ღამით ჭამა. საღამოს ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ ჭამა ან წახემსება სასარგებლო ნამდვილად არ არის. ჩვენ ვერ ვამჩნევთ რამდენს ვჭამთ, მაგრამ 6 საათის შემდეგ ჭამა ზოგ შემთხვევაში ნამდვილად გამართლებულია, მაგალითად, თუ სამსახურს 19:00 საათის მერე ან უფრო გვიან ამთავრებთ. ღამე მიღებულ კალორიებს ვერ დახარჯავთ და მირთმეული საკვები ინსულინისა და ქოლესტერინის დონეს აწევს, ამიტომ მაქსიმალურდ ეცადეთ დაძინებამდე მინიმუმ 2 საათი არაფერი ჭამოთ.
  2. ყავა ღამით. ყავა გამოგაფხიზლებთ და ღამით სიფხიზლეში უფრო მეტ საკვებს და ხემსს მიირთმევთ.ყავა ქლოროგენულ მჟავასაც შეიცავს, რომელიც ზოგიერთ კვლევას თუ დავუჯერებთ – წონის მატებას უწყობს ხელს. აჯობებს მწვანე ჩაი დალიოთ ან რამე ბალახეული.
  3. უძილობა. 7-8 საათძე ნაკლები ძილი ნეგატიურად აისახება ორგანიზმზე. გამოუძინებელი ადამიანი თავს სუსტად და არაშრომისუნარიანად გრძნობს. ნივთიერებათა ცვლაც მცირდება და შესაბამისად ჭარბ კილოგრამებსაც ვაგროვებთ.
  4. ჰიპოდინამია. საღამოს, სამსახურის შემდეგ დაღლილები ვართ და როგორც წესი სახლში ან სავარძელზე ვისვენებთ ან სახლის საქმეებს ვაკეთებთ. ეცადეთ საღამოს, სახლში მისვლამდე რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიაროთ. ეს გარკვეულ ფიზიურ დატვირთვას წარმოადგენს და თან სტრესსაც მოიხსნით.
  5. ღამის ინტერნეტ-სერფინგი. ადამიანთა უმეტესობა დაძინების წინ ინტერნეტში ან სოციალურ ქსელებში რაიმეს კითხულობს. საღამოს მანათობელ ტექნიკასთან ურთერთობას მოერიდეთ, აჯობებს წიგნი წაიკითხოთ. ღამით ორგანიზმს სიბნელე ესაჭიროება, ის მელატონინის გამომუშავებას უწყობს ხელს, ეს უკანასკნელი კი სადღეღამისო ბიორითმებს აწესრიგებს. მელატონინის უკარისოა ნივთიერებათა ცვლას ანელებს. ეცადეთ ღამე სიბნელეში იძინოთ.
  6. გვაინ ადგომა. დილით აუცილებელია მზის შუქი, თუნდაც ნახევარი საათით. თუ გვიანობამდე გძინავთ და შემდენ ტრანსპორტით ოფისში გარბიხართ, ესეიგი დღის შუქზე ფაქტიურად არ ხართ. ეცადეთ ადრე გაიღვიძოთ და თუ სირბილს ვერ ასწრებთ – ფეხით 30 წუთი გავლა მაინც მოახერხოთ.
  7. არასწორი თეთრეული. თეთრეულის შერჩევისას ეცადეთ ნათელი, თბილი ფერების თეთრეული არ შეარჩიოთ, ისინი დაძინებაში შეგიშლიან ხელს და ადგომისა და მაცივართან მისვლის სურვილს გაგიჩენთ. აჯობებს ცისფერი ან მწვანე ტონების მქონე თეთრეული შეარჩიოთ, რადგან ეს ფერები – ამშვიდებენ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს