საშვილოსნოს მიომა: 7 ფარული მანიშნებელი

822

მიომა – კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც საშვილოსნოში, მის კედლებზე ან მის ქვეშ ვითარდება. მიომების უმრავლესობა ძალიან პატარაა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება გრეიფრუტის ან პატარა საზამთროს ზომაზეც გაიზარდოს. ექიმების თქმით 20-30 წლის ქალების 70%-80%-ს მიომა აქვს თუმცა შეიძლება მისა რსებობას ვერც კი ხვდებოდეს. ამიტომ აუცილებელია რეგულარულად ჩაიტაროთ კვლევები მუცლის ორგანოებზე. ამ სტატიაში ვისაუბრებთ სიმპტომებზე რომელიც შეიძლება ზრდად მიომაზე მიგვანიშნებდეს.

  • მოჭარბებული მენსტრუალური სისხლდენა-ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი შედარებით ხანგრძლივი მენსტრუალური ციკლი (7+ დღე) და ძლიერი მენსტრუალური სისხლდენაა. სისხლდენის სირთულე მიომის ლოკალიზაციაზეც არის დამოკიდებული: რაც უფრო ახლოს არის მიომა საშვილოსნოსთან მით უფრო მეტია სისხლდენა. ამიტომ თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს აუცილებლად ეწვიეთ ექიმს.
  • ჩხვლეტითი ტკივილები-ეს ძალიან იშვიათი სიმპტომია, თუმცა ზოგიერთი პაციენტი დროდადრო ჩხვლეტით ტკივილებს გრძნობს მუცლის ქვედა ნაწილში. ეს იმის გამო ხდება, რომ მომა სისხლძარღვებს აწვება. ესეთი ტკვილები ყველაზე ხშირად თვის გარკვეულ მონაკვეთებში ხვდება, მაგალითად, მენსტრუაციის დაწყების წინ, როდესაც ქალური ჰორმონების დონე გაცილებით დაბალია.
  • მენსტრუალურ ციკლებს შორის არსებული სისხლდენები-ნებისმიერი სისხლდენა, რომელიც მენსტრუალური ციკლის გარეშე ხდება ყურადსაღებია და სხვადასხვა პრობლემებზე მიგანიშნებთ. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
  • ტკივილი და სიმძიმის, დაწოლის შეგრძნება საზარდულის არეში-თუ მიომა საშვილოსნოს გარეთ ვითარდება ის შეიძლება სხვა ორგანოებს მიაწვეს. შედეგად შეიძლება გაჩნდეს ტკივილი სექსის დროს ან მენსტრუაციის დროს. საშვილოსნოს გარეთ განვიტარებულმა მიომამ შეიძლება ნაწლავებზეც მოადინოს დაწოლა და მუცელში სიმძიმის შეგრძნება გამოიწვიოს.
  • გახშირებული შარდვა-ზოგჯერ ზრადმა მიომამ სეიძლება შარდის ბუშტზე დაიწყოს დაწოლა, ამან კი გახშირებული შარდვა გამოიწვიოს. სხვა შესაძლო სიმპტომებია – შარდვის გაძნელება, შარდის რაოდენობის შემცირება და სხვა უსიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები თირკმლის არეში.
  • კუჭის შეკრულობა და მუცლის შებერილობა-თუ მიომა დიდ ზომებამდე იზრდება, მან შეიძლება ნაწლავის კომპრესია გამოიწვიოს, რომელის როსაც საკვები რთულად მოძრაობს მასში. ამის გამო კი ჩნდება შეკრულობა და მუცლის შებერილობა.
  • ანემია-დიახ, მიომას ანემიის გამოწვევაც შეუძლია, მენსტრუალური ციკლის დროს დაკარგული დიდი რაოდენობის სისხლის გამო. ზოგიერთ შემთხვევაში ამან შეიძლება ერითროციტების დეფიციტამდეც მიიყვანოს პაციენტი.