ტკბილი, რბილი და მავნე პროდუქტები არა მხოროდ ფიგურას, არამედ კბილებსაც აზიანებს. რომელი პროდუქტი იცავს კბილებს დაზიანებისგან და რომელი პროდუქტის მოხმარება ვნებს მათ ყველაზე მეტად?! ამ სტატიაში სწორედ ამ პროდუქტების შესახებ წაიკითხავთ.
5 საუკეთესო პროდუქტი კბილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
1. კაკაოს მარცვალი-ყველასთვის საყვარელ პროდუქტს – შოკოლადს, კარიესის რისკის შემცირება შეუძლია, თუმცა ეს მხოლოდ უშაქრო შოკოლადს ეხება. 2009 წელს ცატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კაკაოში არსებული პოლიფენოლები (ზოგიერთ მათგან ყავა და ჩაიც შეიცავენ) წარმატებით ანადგურებენ ბაქტერიებს რომლებიც კარიერს იწვევნ და ხელს უშლიან კბილების ზედაპირზე ნალექის გაჩენას.2019 წელს კი მეცნიერებმა აღმოჩინეს, რომ კაკაოს მარცვლების სავლები S. mutans ბაქტერიის წინააღმდეგ ისევე ეფექტურია როგორც სტომატოლოგიური სავლებები.მაქსიმალური სარგებლის მისაღებად ისეთი შოკოლადი შეარჩიეთ რომელსაც შაქრის შემცველობა ძალიან მცირე ან საერთოდ არ აქვს.
2. რძის პროდუქტები-ისეთი რძის პროდუქტები როგორიცაა რძე და კარაქი – დიდი რაოდენობით К2 ვიტამინს შეიცავენ. ეს უკანასკნელი კი კბილების ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სტატისტიკის თანახმად ადამიანების უმეტესობა ამ ვიტამინის დეფიციტით იტანჯება. ადამიანებს К ვიტამინის შემტხვევაში დიდად არ გაუმართლათ – ძუძუმწოვართა უმეტესობის ორგანიზმს К1 და К2 ვიტამინის გარდაქმნა პირდაპირ საჭმლის მომნელებელ სისტემაში შეუძლიათ. ჩვენ კი შესაფერისი ფერმენტი არ გვაქვს.რძის პროდუქტების მირებისას ისიც მნიშვნელოვანია თუ რას მიირთმევდა ძროხა. საჭირო ფერმენტი ქლოროფილით აქტიურდება, ამიტომ სიმინდის მარცვლით გამოკვებილი ძროხა ნაკლებად მოგვცემს ისეთ რძეს რომელიც К2 ვიტამინითა რის მდიდარი. ეს ვიამინი მხოლოდ ბალახით გამოზრდილი და გამოკვებილი ძროხის რძით მიიღება.
სად შეიძლება ამ მიკროელემენტის პოვნა?!
- სოიოს მარცვლები
- ძროხის ხორცი
- ბატის ღვიძლის პაშტეტი
- კვერცხი
- ქათმის ღვიძლი
ამ პროდუქტების უმეტესობა ფოსფორითაც გახლავთ მდიდარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი კბილების ჯანმრთელობისთვის.
3. ცხიმიანი თევზი-ცხიმიანი ტევზი ჯანმრთელი რაციონის მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან მასში D ვიტამინის დიდი შემადგენლობაა. ჩვენი ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემას ჭირდება საკმარისი რაოდენობის D ვიტამინი და გამონაკლისის არც კბილები გახლავთ. ამ ვიტამინის ერთ-ერთი სასარგებლო თვისება ის გახლავთ, რომ კარიერის რისკს ამცირებს. ეს მიკროელემენტი А და К2 ვიტამინთან აერთიანებს ძალებს, კბილებს კალცით ამარაგებს და აძლიერებს ემალს.ცხიმიანი ტევზი ასევე მდიდარია ომეგა-3-ით, ეს უკანასკნელი ღრძილების ჯანმრთელობას უწყობს ხელს, არჩენს ან ამცირებს პაროდონტიტს და მის გამოვლინებას, ასევე ამცირებს მისი გაჩენის რისკებს. თუ კბილების გახეხვისას ღრძილებიდან სისხლი მოგდით ეცადეთ ომეგა-3-ის მოხმარება გააძლიეროტ.ყველაზე დიდი რაოდენობით D ვიტამინი და ომეგა-3 თინუსში, სკუმბრიაში, ორაგულსა და კალმახშია.
4. მუქი-მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული-მწვანილი – სასარგებლო პრებიოტიკების წყაროა, რომლებიც პირის ღრუს “კვებავს”. მწვანილის მიღება არა მხოლოდ პირის ღრუს არამედ გულ-სისხლძარღვთა სისტემასაც წაადგება.მუქი მწვანე ფერის ფოთლოვანი ბოსტნეული მდიდარია მინერალებით რომლებიც კბილის სტრუქტურას ამაგრებენ. მიირთვით რაც შეიძლება ბევრი კომბოსტო, ისპანახი, რუკოლა და თალგამი.
5. გრეიფრუტი და ფორთოხალი-მართალია მჟავე პროდუქტები კარგად არ მოქმედებენ კბილის ჯანმრთელობაზე მაგრამ, ზომიერი რაოდენობით მიღებულმა ციტრუსებმაშეიძლება პირიქტით სარგებელი მოიტანოს თქვენი კბილებისთვის.გრეიფრუტი და ფორთოხალი მდიდარია С ვიტამინით, რომელიც სისხლძარღვებს ამაგრებს. ანელებს ღრძილების ანტებით პროცესს, რომელმაც შეიძლება პაროდონტიტამდე მიგვიყვანოს.მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 2 კვირის მანძილზე გრეიფრუტს ყოველდღე გამოიყენებთ, სისხლში С ვიტამინის დონე გაიზრდება და ღრძილებიდან სისხლდენა შემცირდება.
ხუთი ყველაზე მავნე პროდუქტი კბილების ჯანმრთელობისთვის
- კრეკერები-შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ კრეკერები გაცილებით უფრო მავნებელია ვიდრე კანფეტი. მასში შემავალი ნახშირწყლები ნერწყვის ზემოქმედებით რამდენიმე წამში იშლება და შაქრად იქცევა.ისინი მავნებელ ბაქტერიებს ამრავლებენ და კბილებზე ნადები და კარიესი ვითარდება. თუ კრეკერები ძალიან გიყვართ აჯობებს თხილისა და მზესუმზირის ფუძეზე დაფუძნებული კრეკერები მიირთვათ.
- ჩირი-ჩირის ზოგიერთი სახეობა ძალიან სასარგებლოა თუმცა არა კბილებისთვის! მათი ტექსტურა წებოვან ტკბილ მასად იქცევა რომელიც კბილებს ეკვრის და მავნე ბაქტერიებს კვებავს. ზოგიერთი ხილის მჟავიანობა კი პრობლემას კიდევ უფრო ართულებს. კბილების ჯანმრთელობისთვის უმი ხილი გაცილებით უფრო სასარგებლოა.
- ლიმონათი (მათ შორის დიეტურიც)-ლიმონათში შაქრის ძალიან დიდი რაოდენობა და ძალიან ბევრი მჟავა შედის. თუ გაზირებულ ლიმონათში კალორია არ არის, მისი მჟავიანობა მაინც პრობლემად რჩება. ლიმონათების უმეტესობა pH-შკალაზე 2 და 3-ს შორის არის. ამან შეიძლება ღრძილების სისხლდენა, მათი ანთება, პირის ღრუს დისბაქტერიოზი და ემალის დარბილება გამოიწვიოს.თუ გაზიანი ლიმონათი ძალიან გიყვართ, მისი დალევიდან 45 წუთის განმავლობაში პირში წყალი გამოივლეთ ან კბილები გაიხეხეთ.
- ჩაის სოკოს სასმელი-ჩაის სოკოს სასმელი ან კომბუჩა ძალიან სასარგებლოა მასში შემავილი პრობიოტიკებისა და ანტიოქსიდანტების წყალობით. თუმცა მის ბოთლებად გაყიდულ ვერსიებში ბევრი შაქარია და ცოცხალ სასრგებლო ბაქტერიებს თითქმის არ შეიცავს.აჯობებს ეს სასმელი თავად მოამზადოთ და მისი დალევიდან 45 წუთში პირში წყალი გამოივლოთ ან კბილები გაიხეხოთ.
- ლობიო, მუხუდო და ოსპი-პარკოსნები ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, მასში ბევრი მცენარეული ცილა, ბოჭკო და სასარგებლო მიკროელემენტები შედის. თუმცა მაში შემავალი ფიტინის მჟავა კალცს, ფოსფორს, D ვიტამინს და მაგნიუმს აერთებს რამაც შეიძლება ორგანიზმს მისი ათვისება გაურთულოს. ამ მიკროელემენტების უკმარისობამ თქვენი კბილები შეიძლება კარიესისა და პერიოდონტიტის მიმართ მეტად მოწყვლადად აქციოს.