რა სასარგებლო თვისებები გამოარჩევს პაპრიკას ჩვენი ორგანიზმისთვის.

1632

პაპრიკის გარეშე წარმოუდგენელია მსოფლიოს სამზარეულოები. მაგალითად მექსიკური, ესპანური და უნგრული სამზარეულოები. ბევრი ჩვენგანისთვის ეს, ჯერ კიდევ საიდუმლოებით მოცული ფხვნილია რომელიც ხშირად სიცხარესთან ასოცირდება. ამის გამო, ადამიანები ხშირად არიდებენ თავს მის გამოყენებას, თუმცა ეს ნამდვილად შეცდომას წარმოადგენს, რადგან მას ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის.

საიდან არის წარმოშობით საიდუმლოებით მოცული პაპრიკა?! მას ტკბილი, წითელი წიწაკის რბილობისგან იღებენ. ტკბილ წითელ წიწაკას თესლს აცლიან, რეცხავენ, ახმობენ და ფხვნიან. ამ სანელებლის სამშობლოდ უნგრეთი მიიჩნევა, თუმცა სინამდვილეში სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკიდან გახლავთ. აი ასეთი ისტორია აქვს ამ სანელებელს რომლის შეძენაც უკვე ნებისმიერ სუპრ-მარკეტში შეგვიძლია.

პაპრიკის სარგებელი

პაპრიკაში მცენარეული ცილების დიდი რაოდენობა შედის, ასევე მდიდარია ნაჯერი ცხიმებითა და ვიტამინებისა და მიკროელემენტების მთელი კომპლექსით. ამ ყველაფერის წყალობით, ეს სუნელი ააქტიურებს და აჩქარებს გაცვლით პროცესებს და ზრდის ორგანიზმის იმუნურ შესაძლებლობებს.

თუ საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, პაპრიკა მცირე რაოდენობით მიიღეთ, ის ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. დიეტოლოგების რჩევით ის სპაზმების, კუჭის კოლიკების ან მეტეორიზმის დროს უნდა მივიღოთ.

წითელი წიწაკა სასარგებლოა სისხლის მიმოქცევის სისტემისთვისაც. მას შეუძლია სისხლძარღვების გაბიდვნისგან დაგიცვათ რადგან სისხლში თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს. პაპრიკა შესანიშნავი საშუალებაა ვენებისა და არტერიების დაავადებებისას.

ვისთვის არ არის რეკომენდებული

თუ მისი მოხმარების შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ, აჯობებს ის სრულიად ამოიღოთ თქვენი რაციონიდან. თუ თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები ან გასტრიტი გაწუხებთ – ცხარე პაპრიკას დაემშვიდობეთ. გარდა ამისა, თუ ერთხელ მაინც გქონიათ სტენოკარდიის შეტევა – პაპრიკა სრულად უნდა გამორიცხოთ რაციონიდან!

პაპრიკის როგორი სახეობები არსებობს

რა თქმა უნდა პაპრიკის გემო და არომატი მისი დამზადების წესსა და მოყვანის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. ყველაზე პოპულარული საშუალო ზომაზე დაფქული წითელი პაპრიკაა. ამ სახეობას დახვეწილი არომატითა და მუქი ფერით იცნობთ. ასევე არსებობს უფრო ღია ფერის მქონე პაპრიკაც, ეს სანელებელი ცხარე არ არის და უფრო მეტად უსვამს ხაზს საკვების არომატს.

თუ ღია, გლუი ფერის პაპრიკას ხედავთ, ესეიგი ეს ნახევრად ტკბილი პაპრიკაა. ის შაქრის შემცველობის გამო ტაფაზე იწვის. ღია წითელი ფერის ნაზი პაპრიკა კი დახვეწილი გემოთი გამოირჩევა და ცხარე არ არის.

არსებობს პაპრიკის ორი სახეობა. ვარდისფერი პაპრიკა ცხარე არ არის მაგრამ, პიკანტური გემო აქვს, ის ფრთხილად უნდა გამოიყენოთ რადგან თუ ზედმეტი მოგივიდათ საკვებს ჭამისთვის გამოუსადეგარს გახდის, ხოლო თუ ზომიერად გამოიყენებთ კერძის გემოს კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს და არომატითაც გაამდიდრებს.

რაც შეეხება ცხარე პაპრიკას, ის ამ სახეობის ყველაზე ცხარე წარმოამდგენელია. მას მოყვითალო ან ღია ყავისფერი აქვს, მოწითალო ტონებით.როგორც ხედავთ, პაპარიკის ყველა კერძში დამატება არ გამოვა, თუმცა არც მასზე უარის თქმა ღირს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს