10 რჩევა გახდომისთვის, რომელიც მხოლოდ ექიმებმა იციან

733

თქვენი წონა მხოლოდ კვებასა და ცხოვრების წესზე არა რის დამოკიდებული, მასზე დიდი გავლენა ჯანმრთეობასაც აქვს! თუ წონის კლებასა და მის შენარჩუნებაში წარმატების მიღწევა გსურთ მაშინ კონსულტაცია არა მხოლოდ დიეტოლოგთან და მწვრთნელთან არამედ მკურნალ ექიმთანაც უნდ აგაიაროთ. ჩვენ შევარჩიეთ რჩევები და ფაქტები რომლებიც გახდომასა და წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ!

გასუქება დიეტური პროდუქტებისგანაც შეიძლება – ადამიანები რატომრაც ფიქრობენ, რომ თუ როდუქტი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ან ცოტა კალორიას შეიცავს მისი ჭამა ულიმიტოდ შეიძლება და არ გასუქდებიან. სინამდვილეში ყველაზე სასრგებლო პროდუქტსაც კი შეუძლია თქვენს ფიგურას ზიანი მიაყენოს. აუცილებლად დაიცავი ზომიერება ნებისმიერი პროდუქტის მირთმევისას და ისწავლეთ შიმშილის წყურვილის ან მოწყენილობისგან გარჩევა. ეს ხშირად ზედმეტი კვების მიზეზი ხდება.

მნიშვნელოვანია თუ რას ჭამთ, რამდენს ჭამთ და როდის ჭამთ! – თუ წონის კლება გსურთ მაშინ რეჟიმის დაცვაც მოგიწევთ! მთელი დღე შიმშილობა და შემდეგ მთელი დღის მარაგის ერთ ჭამაზე შეჭმა კარგ შედეგამდე ნამდვილად არ მიგიყვანთ. ასევე მავნებელია საუზმეზე უარის თქმა და შემდეგ მთელი დღე ხემსით ტავის გატანა. ჭამეთ ცოტ-ცოტა ყოველ 3-4 საათში და ეცადეთ დრო ისე გადაანაწილოთ, რომ ბოლო ჭამამ დაძინებამდე 2 საათით ადრე მოგიწიოთ. თუ რეჟიმს არ დაიცავ, ვერანაირი სწორი კვება ვერ დაგეხმაებათ!

წამლები რომლებსაც იღებთ შეიძლება გავლენას ახდენდნენ თქვენს წონაზე – პრეპარატები რომლითაც მკურნალობთ ჰიპერტონიას, დიაბეტს, დეპრესიას ან სხვა გავრცეკებულ დავადებებ შეიძლება გავლენას ახდენდნენ თქვენს წონაზე. თუ რომელიმე წამალს მუდმივად იღებთ და წონის კლება გიჭირთ, მიმართეთ ექიმეს, იქნებ ეს წამლები მოქმედებენ თქვენს წონაზე და კიტხეთ თუ არის შესაძლებელი ალტერნატიული მედიკამენტის დანიშვნა.

წონის დაკლებაზე რთული – მისი შენარჩუნებაა – თუ ჭარბი კილოგრამებისგან რთული დიეტით დაექსტრემალური ფიზიკური დატვირთვებით გათავისუფლდით, იცოდეთ რომ ამ დატვირთვების და დიეტის შეწყვეტის შემდეგ ეს კლოგრამები უკან დაბრუნდებიან და თან სხვა, დამატებით კილოგრამებსაც მოიყოლებენ! ამიტომ იცოდეთ, რომ ეფექტური წონის კლებისა და მისი შენარჩუნებიშსთვის უნდა შეცვალოთ ცხოვრების წესი და რაციონი. თორემ წონის ცვალებადობა სამუდამო იქნება!

სანამ დიეტაზე დაჯდებით,შეამოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი – ჰორმონები დიდ გავლენას ახდენე ჩვენს წონაზე. მათი ცვლილება უდიდეს გავლენას ახდენს ნივთირებათა ცვლაზე. ენდოკრინოლოგები გვაფრთხილებენ: თუ გახდომა გიჭირთ, წონას კი ძალიან სწრაფად იკლებთ, მაშინ აუცილებლად ჩააბარეთ ფარისებრი ჯირკვლის დეტალური ანალიზი.

ალკოჰოლი ხელს გიშლით წონის კლებაში. ყოველთვის! – აქ საქმე მხოლოდ კალორიულობაში არ არის. პრაქტიკულად ნებისმიერი ალკოჰოლი ახდენს გავლენას ნივთიერებათა ცვლაზე, ის არღვევს ან ამცირებს ცხიმების ცვლას. გარადა ამისა ალკოჰოლში ბევრი მსუბუქი ნახშირწყალია, რომლებიც მეტაბოლიზმს ანელებს და ინსულინის მიმართ რეზისტენტულობაზეც ახდენს გავლენას.

ყველა კალორია ერთნაირი არ არის – არ ღირს ყველა მაღალკალორიულ საკვებზე ერთდროულად თქვათ უარი და ნურც დაბალ კალორიულ საკვებზე დაამყარებთ დიდ იმედებს! მთავარია გახსოვდეთ, რომ მაღალკალორიული საკვებიდან ზოგიერთი – სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ნივთერებებს ეიცავს და მათზე უარი არ უნდა თქვათ. ამავდროულად ე.წ. “ნულოვანი” სასმელები, ცხიმგამოცლილი იოგურტი და სხვა “მსუბუქი” პროდუქტები შეიძლება არა მარო უსარგებლო იყოს ორგანიზმისთვის, არამედ ზიანიც კი მოგაყენოთ! ამიტომ ორიენტირდით არა მხოლოდ დაბალკალორიულობაზე არამედ ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების ბალანსზე.

სპორტის გარეშე “სამშვიდობოს” ვერ გახვალთ – ჭარბი წონი მოცილებისა და ჯანმრტელობის მხარდაჭერისთვის აცუილებელია სწრაფი ნივთიერებათა ცვლის ქონა. ფიზიკური სავარჯიშოების გარეშე კი ეს თიტქმის შეუძლებელია. ექიმები რეკომენდაციას უწვენენ კარდიო დატვირთვებისა და ძალოვანი სავარჯიშოების ურთიერთ შეთავსებას, ამ სავარჯიშოების უმეტესობის შესასრულებლად კი დარბაზში სიარული საჭირო არ გახლავთ!

ჯანმრთელი ძილი – კარგი ფიგურის საწინდარია – იდეალური წონა სამ მთავარ ღერძს ეყრდნობა: ჯანმრთელ კვებას, ფიზიკურ აქტივობას და სრულფასოვან ძილს. თუ 8 საათზე ნაკლები გძინავთ, შეიძლება ჰორმონი გრელინის სიჭარბე გაქვთ. ეს ჰორმონი კი შიმშილის გრძნობაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ძილის უკმარისობა ჩვენს კვებით ქცევაზე ახდეს გავლენას – რა თქმა უნდა უარყოფით გავლენას! ასე, რომ წონასთან ბრძოლა უძილობასთან ბრძოლით უნდა დაწყოთ.

ნუ შეგეშინდებათ “კუნთოვანი” მასის – თუ სპორტით აქტიურად დაკავდებით, ერთ მშვენიერ დრეს შეამჩნევთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გახდით, წონაში ხართ მომატებული. წონის მატება კუნთოვანი მასის დამსახურებაა რომელსაც ქონზე გაცილებით მეტი წონა აქვს. რაც მეტია სხეულზე კუნთოვანი მასა – მით უფრო სწრაფია ნივთიერებათა ცვლა და მით უფრო მეტი კალორია გარდაიქმნება ენერგიად. გარდა ამისა აუცილებელია გახსოვდეთ, რომ 30-40 წლის ასაკის მონაკვეთში იწყება კუნთოვანი მასის ბუნებრივი შლა და ყოველ მომდევნო წელს უფრო მეტი დატვირთვაა საჭირო მის შესანარჩუნებლად. ამიტომ მეტად დაკავდით სპორტით და შეამზადეთ თქვენი კუნთოვანი მასა სიბერისთის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს