pH-ის ნორმალიზება ძალიან იოლია. გაიგეთ როგორ გააკეთოთ და იხსნათ თავი უამრავი დაავადებისგან!
ციტრუსების როლი ჩვენი ჯანმრთელობისთვის
ლიმონმჟავა ყველა ციტრუსულ ხილში გვხვდება, მას მნიშვნელოვანი როლი აქვს ორგანიზმის გატუტოვნებაში და შესაბამისად ის pH-ს არეგულირებს.
ციტრუსოვანი ხილი არ ამჟავებს ჩვენს pH-ს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ასე ფიქრობს, ეს შეხედულება მცდარია!!! მართალია ლიმონმჟავა ჭყალში და უწყლო ნახშირორჟანგში იხსნება მაგრამ, ეს უკანასკნელი სისხლში ხვდება და სხვა ტუტე ნივთიერებში შეერევა. ეს ნივთიერებებია: ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი და ა.შ.
ისინი წარმოქმნიან კარბონატებს, რომლებიც ტუტოვან მარილებს წარმოადგენენ. კარბონატები შარდმჟავის და სხვა მეტაბოლური ნარჩენების მოცილებაში იღებენ მონაწილეობას. შედეგად მცირდება рН-ს მჟავიანობა.
სხეულს რომელიც მუდმივად მჟავიანდება, მიდრეკილება აქვს სხვადასხვა დეგენერატიული დაავადებებისკენ. განსაკუთრებით ისეთის როგორიცაა: დიაბეტი, ართრიტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სიმსუქნე და გრიჟა.
პირველი სტრატეგია рН-ის ნორმალიზებისთვის მისი გატუტოვნებაა, რომელიც შეიძლება ციტრუსების სწორი დოზით გამოყენების შედეგად მოხდეს. ციტრუსები და მათი გატუტოვნების ფუნქცია გასტრიტისა და წყლულების მკურნალობაში დაგეხმარებათ. მაგალითად:
2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი აურიეთ 1 ჭიქა წყალთან და 100 გრამ გაფცქვნილ გრეიფრუტთან/მანდარინთან/ფორთოხალთან/ლაიმთან – ბლენდერის მეშვეობით.
კვლევებმა აჩვენეს, რომ ხილისა და კენკრისგან შემდგარი ნატურალური С ვიტამინის ყოველდღიური დოზა შემდეგ სარგებელს მოგიტანთ:
- გააქტიურებს ინტერფერონის წარმოქმნას, რომელიც იმუნური სისტემის ყველა სექტორს ააქტიურებს.
- С ვიტამინი ანუ ასკორბინის მჟავა ანტიოქსიდანტი. ის თავს ესხმის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც დაბერების და ადრეული სიკვდილის მთავარი მიზეზები არიან.
- ააქტიურებენ კოლაგენის წარმოქმნას. შედეგად უმჯობესდება კანის, კუნთებისა და სახსრების მდგომარეობა.