წონაში დასაკლებად არ იშიმშილოთ – სწორად იკვებეთ. ინტუიციური კვება დიეტის გარეშე ჭარბი წონის მოშორების საშუალებას მოგცემთ. გონივრული ან ინტუიციური კვება, რომლის მიმართ ბოლო წლებში დასავლეთში ინტერესი გაიზარდა, გულისხმობს იმას, რომ თქვენ დაიკლებთ, მაგრამ ორგანიზმს მისცემთ ყველაფერს, რაც მას სჭირდება.
ინტუიციური კვების არსი
ინტუიციური კვების სისტემა ექიმმა სტივენ ჰოუკსმა შეიმუშავა, რომელსაც ჭარბი წონა აწუხებდა და საკუთარ თავს მკაცრი დიეტებით ტანჯავდა. ექიმმა შენიშნა, რომ მკაცრი რეჟიმით კვების შემდეგ კილოგრამები უკან უფრო სწრაფად ბრუნდებოდნენ და ამით მხოლოდ ჯანმრთელობა ზიანდებოდა. ასე ჰოუკსი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გადაწყვიტა ორგანიზმისთვის მიეცა ყველაფერი, რასაც ის მოითხოვდა და წონაში დაკლება დაიწყო. ექიმმა ინტუიციური ან გონივრული, ჭკვიანი კვების მეთოდი შეიმუშავა, რომელმაც 22 კგ-ის დაკლების საშუალება მისცა. უფრო მეტიც, სტივენმა ამ სისტემით კვება გააგრძელა და ჭარბი წონა არ დაბრუნებულა.
აღსანიშნავია, რომ ინტუიციური კვება დიეტისგან კარდინალურად განსხვავდება. ამ სისტემის დროს მნიშვნელოვანია ორგანიზმს მისცეთ ის, რაც მას დასაკმაყოფილებლად სურს. ამასთან, პორციების გაკონტროლება მნიშვნელოვანია. ორგანიზმის სიგნალების გამოცნობა უნდა ისწავლოთ: როცა დანაყრებული ხართ, ჭამა შეწყვიტეთ, თუ მშიერი ხართ – ჭამეთ, სხეული არ გააწვალოთ.სისტემის უკეთ გაგება რომ შეძლოთ, ინტუიციური კვების 5 ძირითად პრინციპს გაეცანით, რომლის დაცვაც ნამდვილად ღირს.
- გააკონტროლეთ ტვინი და არა კვება – არ ღირს საკუთარი თავის დასჯა, თუ 1 ნაჭერი ტორტი შეჭამეთ და შექება, როცა მთელი დღე მხოლოდ 1000 კალორია მიიღეთ. კვების მკაცრმა კონტროლმა შეიძლება ფსიქიკური აშლილობა გამოიწვიოს. მკაცრი მენტორი მოიშორეთ, რომელიც ყოველი შოკოლადის ნაჭრის ჭამის გამო გსჯით – ეს ინტუიციური კვებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. მავნე კვებას შეეგუეთ – ტკბილეულის ჭამის ერთი მომენტი დაუყონებლივ 10 კგ-ს არ შეგმატებთ. შემთხვევით მიღებულ ჰამბურგერს შეეგუეთ და საკუთარ თავს მისი მიღების უფლება მიეცით, თუ ორგანიზმი ამას ნამდვილად ითხოვს. ასე გააზრებულ კვებამდე მიხვალთ. იმის გაგება, რომ მუდმივად მავნე საკვების მიღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არაა – გაცნობიერებული კვების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
- ორგანიზმს მოუსმინეთ და შიმშილს პატივი ეცით – არსებობს ფიზიკური შიმშილი, რომელიც საკვებით უნდა დააკმაყოფილოთ და არსებობს ემოციური შიმშილი, რომელიც არა საკვებით, არამედ გარკვეული ნათელი შთაბეჭდილებით უნდა დაკმაყოფილდეს. თუ ორგანიზმს საკვები სჭირდება, საკვები მიეცით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვვაში ჩათვლის, რომ მას სასარგებლო ნივთიერებებს უზღუდავთ. ეს თვითდაცვის ინსტიქტთან კონფლიქტს იწვევს. მშიერი ორგანიზმი პირველივე შესაძლებლობაზე მკვებავი ნივთიერებების დაგროვებას იწყებს, ასე რომ დარღვევის რისკი დიდია. სხეულის მოსმენა ისწავლეთ და ფიზიკური შიმშილი დააკმაყოფილეთ, რომ საკუთარ თავთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ააწყოთ.
- სხეულს მოუსმინეთ – დანაყრების შემთხვევაში ჭამა შეწყვიტეთ – მაგიდასთან ჯდომის ან ფეხით სიარულის დროს ჭამისას ყურადღება თქვენს შეგრძნებებს მიაქციეთ. გასუქება თავიდან რომ აიცილოთ, ორგანიზმს მხოლოდ იმდენი კალორია მიეცით, რამდენიც სჭირდება. გადაჭარბება არა მხოლოდ დისკომფორტს, არამედ წონის მატებას და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. ჭამა მსუბუქი შიმშილის გრძნობით შეწყვიტეთ, რადგან დანაყრების გრძნობა ჭამიდან 20 წუთის შემდეგ მოდის.
- ემოციები გაანალიზეთ – მოწყენილობა, შფოთვა, გაფანტულობა და სიბრაზე – ემოციები, რომლებიც ბევრ ჭამას გვაიძულებენ, ამასთან არა სალათის, არამედ ტორტების, ჰამბურგერების და პიცის. საკვები ამ გრძნობების მოშორებაში ვერ დაგეხმარებათ, მხოლოდ დროებითი კმაყოფილების შეგრძნებას მოგცემთ. ეს იძულებით გადამეტებას იწვევს, რაც არა მხოლოდ წელის ზედმეტი სანტიმეტრით, არამედ ფსიქიკის და ჯანმრთელობის პრობლემებით დაგიბრუნდებათ.
- საკვებით სიამოვნება მიიღეთ – მსოფლიოში ყველაზე უცნაური ერები – ფრანგები და იაპონელები დიეტას არ იცავენ, მათ გემრიელად ჭამა უყვართ, მაგრამ ზომიერება იციან. ამასთან, თავისი ტრადიციის მიხედვით ინტუიციური კვების პრინციპებს იცავენ. ისინი მხოლოდ სასიამოვნო გარემოში, მხოლოდ ხარისხიან საკვებს ჭამეთ და თითოეული ნაჭრით სიამოვნებას იღებენ. ასე დანაყრებაც სწრაფად მოდის და საკვებიდან ესთეტიკურ სიამოვნებას ნამდვილად მიიღებთ.