ანისული ძალიან არომატული მცენარეა. მას ძველი ეგვიპტელებიც ზრდიდნენ. ჩვეულებრივ, მის თესლს ძაფხულის ბოლოს, შემოდგომამდე აგროვებენ. გაშრობის შემდეგ ისინი, ბნელ და მშრალ ადგილას უნდა შეინახოთ. ანისულის ეთერზეთს ბევრ ფარმაცევტულ პრეპარატში იყენებენ, ასევე წამლებში, პროდუქტებსა და სასმელებში.
ანისულის თესლის შემადგენლობა. ანისულის თესლი 1-დან 6 პროცენტამდე ეთერზეთებს შეიცავს. ზეთის 90 პროცენტი – ანეტოლია, რომელიც ანისულს ცნობილ გემოს ანიჭებს. სხვა კომპონენტებია: კუმარინი, ბერგაპტენი, ფლავონოიდი და სტერინები.
ანისული ხშირად გამოიყენება კუჭის გაღიზიანებისას, შებერილობისა და მეტეორიზმისას. ის თავისი სპაზმოლითური მოქმედებით მენსტრუალურ სპაზმებსაც ხსნის. აძლიერებს ნაწლავში სითხის სეკრეციას, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას.
რა სარგებლობა აქვს ანისულს ორგანიზმისთვის.ანისულს ამოხველების ფუნქცია აქვს, ამიტომ სასარგებლოა ბრონქიტის წინააღმდეგ. ამასთანავე ეთერზეთს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ინსექტიციდური მოქმედებაც აქვს.
აშორებს ტილებს.გაზავებული ზეთი შეიძლება ტილების საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ. მას ხალხურ მედიცნაში მშობიარობის ტკივილის შესამსუბუქებლადაც იყენებდნენ, ის დედებში რძის გამოყოფას ასტიმულირებს და მენსტრუალურ ციკლს არეგულირებს.
ანისული საჭმლის მონელებისა და ხველით პრობლემებს არეგულირებს.ანისულის ნაყენი ხველისთვისაც სასარგებლოა, რადგან ის სასუნთქი გზების პრობლემებს კურნავს.
ნაწლავის კოლიტი.250 გრამ რძეში ჩადევით ანისული და ადუღეთ 10 წუთი. დაილიეთ 2 ან 3-ჯერ დღეში – ჭამამდე. ეს პრეპარატი არ მოუხდება მათ, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა ჭირს.
აი რა უნდა ვიცოდეთ:
- ნუ მიღღებთ რკინისა და ანისული დანამატი ერთდროულად
- არ მიიღოთ მზის აბაზანები ანისულის გამოყენებისას.
- ეთერზეთის დიდი დოზით გამოყენებამ შეიძლება გულის რევა გამოიწვიოს
- თუ ალერგიული ხართ – ანისულის შემცველი კრემები და ლოსიონები არ გამოიყენოთ.