სახლის პირობებში სახის მოსავლელად კენკრის, ბოსტნეულის, ხილის და სხვა ნატურალური პროდუქტების გარდა კოსმეტიკური თიხაც პოპულარობით სარგებლობს. თიხა სახის კანისთვის უნიკალური საშუალებაა.
კოსმეტიკური თიხა კანს შესანიშნავად წმენდს, ჭარბ კანის ცხიმს აშორებს, გაღიზიანებას და სიწითლეს აქრობს. ის მდიდარია მინერალური მარილებით და ისეთი მიკროელემენტებით, როგორიცაა რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფატი, აზოტი და ბევრი სხვა. თიხის ნიღბები შეგიძლიათ როგორც ცხიმიანი, ასევე მშრალი კანისთვის გამოიყენოთ. ყველაფერი თიხის ფერზე და იმ კომპონენტებზეა დამოკიდებული, რომელსაც შეურევთ.
თეთრი თიხა.მისი მეორე სახელია კაოლინი. მას სახის მათეთრებელ, მკვებავ, აღმდგენ, კანის გამწმენდ და ფორების შემავიწროებელ ნიღბებში იყენებენ. კაოლინი კრემნიუმის დიოქსიდით, თუთიით და მაგნიუმით მდიდარია. ის ძლიერი ნატურალური ანტისეპტიკური, რის გამოც ცხიმიანი და პრობლემური კანის მოვლის ნიღბებში უნიკალურ კომპონენტს წარმოადგენს.თეთრი კოსმეტიკური თიხა ანთებას კარგად აშრობს, შავ წერტილებს ათეთრებს, ფორებს ავიწროებს, კანის ცხიმს ამცირებს, განსაკუთრებით თუთიის ოქსიდთან ან გოგირდთან კომბინაციაში. მისი ერთადერთი მინუსი: ის კანს აშრობს.
მწვანე თიხახშირად თმის გასაძლიერებლად და სახის და თავის კანის ჭარბი ცხიმიანობის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. მისი ნიღბები კანს ღრმად წმენდს და ამავდროულად ატონიზირებს.ეს კოსმეტიკური თიხა კანის გამოსაკვებად თითქმის ყველა მკვებავ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის: მანგანუმი, ფოსფორი, თუთია, მაგნიუმი, კალციუმი, სპილენძი, კობალტი, მოლიბდენი, ვერცხლი, რკინა.ის კარგად უხდება ცხიმიან კანს, ასევე მოწიფულ კანს, რომელმაც ელასტიკურობა და ტონუსი დაკარგა. მწვანე თიხის ნიღბებს ლიფტინგ ეფექტი აქვს და სახის ოვალს აძლიერებს.
ცისფერი თიხა. როგორც მწვანე თიხა, ცისფერი თიხა მინერალური მარილებით და მიკროელემენტებით მდიდარია, განსაკუთრებით სპილენძით და ქრომით. ის კანს კარგად წმენდს, კვებავს და დეზინფექციას უტარებს, წვრილ ნაოწებს ასწორებს და კანის დატენიანებას ზრდის.ცისფერი თიხა სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. წვივებსა და მუხლებზე მისი ნიღბების დახმარებით ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას მოიშორებთ. ხშირად ანტიცელულიტური შესახვევის სახით გამოიყენება. ხალხურ მედიცინასა და სახლის კოსმეტიკაში ცისფერ თიხას თმის ცვენის საწინააღმდეგოდ იყენებენ.
წითელი თიხაკანის კვებას და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, სიწითლეს, გაღიზიანებას აქრობს, კუპეროზის პროგრესირებას აფერხებს. კანზე ალერგიული რეაქციები მცირდება. როგორც ვარდისფერი თიხა (წითელი და თეთრი თიხის ნარევი) ნაზი და მგრძნობიარე კანისთვის შესაფერისია.
ნაცრისფერი თიხაკანის ტონუსს ზრდის, ლიფტინგ ეფექტი გააჩნია. კოსმეტიკური ნაცრისფერი თიხის ნიღბები ყველა ტიპის კანს უხდება, მაგრამ განსაკუთრებით მოწიფულ და დაბერებულ სახის კანს.
შავი თიხაგანსაკუთრებით მდიდარია ნახშირბადის ნაერთებით, მაგნიუმით, სტრონციუმით, კალციუმით, კვარცით და რკინით. როგორც თეთრი თიხა, შავი თიხაც ძლიერ ანტისეპტიკურ თვისებებს ფლობს და ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის იდეალურია. შავი თიხის ნიღბები თმას ნაკლებად ცხიმიანს ხდის.მას სხეულის ფორმების კორექციის პროგრამებსა და ცელულიტის საწინააღმდეგოდ ხშირად იყენებენ. მაგალითად, სახვევების (თიხა წყალში არაჟნის მსგავსი მასის მიღებამდე გახსენით) ან თიხის აბაზანისთვის (აბაზანას 100-200 გრ ხმელი თიხა დაუმატეთ). მინერალური შემადგენლობით ყველაზე გაჯერებული მკვდარი ზღვის შავი თიხაა.
ყვითელი თიხა ბევრ რკინას და კალიუმს შეიცავს. მას რბილი ამქერცლავი ეფექტი აქვს. ყვითელი თიხა ტოქსინებს გამოდევნის, სახის ფერს აუმჯობესებს და კანის ჟანგბადით გამდიდრებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, ყვითელი კოსმეტიკური თიხა მშრალ თმას კარგად კვებავს და ქერტლის მოშორებას ხელს უწყობს.