გადამწიფებული ბანანის მიღების გასაოცარი სარგებელი ჯანმრთელობისთვის

898

კორნელის უნივერსიტეტის ადამიანის ეკოლოგიის კოლეჯის მონაცემების თანახმად, გადამწიფებული ბანანი იმდენივე მკვებავ ნივთიერებას არ შეიცავს, როგორც ჩვეულებრივი ბანანი, მაგრამ ჯანმრთელობისთვის მაინც შეიძლება სასარგებლო იყოს. ამ ხილის მიღება ხელს უწყობს მაღალი წნევის, დიაბეტის, გულ–სისხლძარღვთა დაავადებების, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების თავიდან აცილებას.

უჯრედების დაზიანებას აფერხებს. გადამწიფებული ბანანი საკმარისი რაოდენობის ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომ შინაგანი დარღვევით და თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული უჯრედების დაზიანება შეაფერხოს. ასე სხვადასხვა დაავადების რისკს შეამცირებთ.

არტერიულ წნევას ამცირებს. ნაყოფი ყავისფერი ლაქებით ძველებურად ბევრ კალიუმს ინარჩუნებს, მისი მიღება სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს და არტერიების დახშობას აფერხებს.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. კალიუმის და უჯრედისის შემცველობით ეს ხილი სასარგებლოა ქოლესტერინის დონის სამართავად, ხოლო სპილენძის და რკინის წყალობით ჰემოგლობინის დონეს აუმჯობესებს.

გულძმარვას ამცირებს. ასეთი ნაყოფი მოქმედებს, როგორც ანტაციდი: ის კუჭის გაღიზიანებას ეფექტურად ამშვიდებს.

ანემიას თავიდან აგაცილებთ. რკინით მდიდარი გადამწიფებული ბანანის მიღება სისხლის დონეს ბუნებრივად გაზრდის. ეს ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა ანემიის სამკურნალოდ.

სიმსივნეს ებრძვის. ასეთი ბანანის ერთ–ერთი გასაოცარი უპირატესობა: სიმსივნესთან შეწინააღმდეგების უნარი. მუქ ლაქებში წარმოქმნილი ნაერთები სიმსივნის ნეკროზის ფაქტორს (TNF) ქმნის, რომელსაც სიმსივნური და ანომალური უჯრედების მოკვლა შეუძლია.

წყლულის დროს დაგეხმარებათ. გადამწიფებული ბანანი ერთადერთი ხილია, რომლის ჭამაც ადამიანს წყლულის დროს შეუძლია ისე, რომ გვერდითი ეფექტების არ ეშინოდეს. მისი რბილი ტექსტურა კუჭის ლორწოვან გარსს ფარავს და მჟავას წყლულის გამწვავების საშუალებას არ აძლევს.

ყაბზობას აქრობს. მისი მიღება საჭმლის მონელებას და ნაწლავების მოძრაობას აუმჯობესებს.

სასარგებლოა წინა მენსტრუაციული სინდრომის დროს. ქალებში წინა მენსტრუაციული სინდრომის უსიამოვნო სიმპტომების შემცირებას ხელს უწყობს ვიტამინი B6, რომელიც ბანანში შედის.

დეპრესიას კურნავს. გადამწიფებულ ბანანში შემავალი დიდი რაოდენობით ტრიპტოფანი სეროტონინად ე.წ. „ბედნიერების ჰორმონად“ გარდაიქმნება, რაც დაგეხმარებათ თავი ფსიქოლოგიურად კარგად იგრძნოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს