ჰორმონები გავლენას ახდენენ ლიბიდოზე, განწყობაზე, კანის მდგომარეობაზე, ასევე წონის დასაკლებად მთავარ ფაქტორს წარმოადგენენ. რომ გახდეთ და ჯანსაღი წონა დიდხანს შეინარჩუნოთ, აუცილებელია 3 ჰორმონის ბალანსი, აცხადებენ გერმანელი სპეციალისტები.
მათი თქმით, სწორი არაა, რომ გარკვეული კვება და ფიზიკური ვარჯიში წარმატებული გახდომისთვის მეტნაკლებად მნიშვნელოვან პირობად ითვლება.
„წონის დაკლებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰორმონები, რადგან ისინი აკონტროლობენ დანაყრების გრძნობას, სტრესის დონეს, ასევე ცხიმის დაგროვების პროცესებს. თუ ბალანსი არაა, დაკლებას ვერ შეძლებთ“ – ამბობს ექსპერტი ჟურნალთან Fit for Fun საუბარში.
მეცნიერები განმარტავენ: 3 ჰორმონის ბალანსი უკიდურესად მნიშვნელოვანია წარმატებული გახდომისთვის და მიღებული ფორმების შესანარჩუნებლად. ეს ჰორმონებია: კორტიზოლი, გრელინი, ლეპტინი. პირველ რიგში, წონის ფიზიოლოგიურ კლებას სწორედ ისინი აკონტროლობენ.
კორტიზოლი – სტრესის ჰორმონი. ექიმები განმარტავენ, რომ კორტიზოლს ცუდი რეპუტაცია აქვს, მაგრამ ზომიერად ორგანიზმისთვის სასარგებლო და საჭიროცაა. პრობლემა მაშინ იქმნება, როცა ჰორმონი მუდმივად გამოიყოფა. ეს შეიძლება მოხდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესის გამო, ქრონიკული უძილობის ან მწირი რაციონის გავლენით, როცა ორგანიზმი მკვებავი ნივთიერებების დეფიციტს განიცდის.
ჭარბი კორტიზოლი სხეულს მუდმივად დაძაბულობაში, სამუშაო მზაობაში ყოფნას აიძულებს – შედეგად, კუნთების აშენებას უგულებელყოფთ, ის წყლით და ცხიმით გროვდება.
გრელინი – შიმშილის ჰორმონი. კუჭის ლორწოვანი გარსიდან და კუჭქვეშა ჯირკვლებიდან გამოთავისუფლებული ჰორმონი შიმშილს აკონტროლებს. გრელინი მოქმედებს ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც მადაზე არის პასუხისმგებელი. მისი ჭარბი დონე სხვადასხვა პროდუქტების მიმართ ლტოლვას და გადაძღომას იწვევს.
კვლევამ აჩვენა, რომ ამ ჰორმონის გაზრდა შეიძლება უძილობით იყოს გამოწვეული.
ლეპტინი – დანაყრების ჰორმონი. როგორც გრელინის შემთხვევაში, ლეპტინის დონესა და ძილს შორის კავშირი არსებობს. მუდმივი უძილობა ლეპტინის დონეს ამცირებს, ამიტომ ადამიანს დანაყრების პრობლემა აქვს და ვერ ძღება.
„წარმატებით რომ დაიკლოთ, კორტიზოლის მუდმივ გამოთავისუფლებას თავი უნდა ააცილოთ, გრელინის დაბალ დონეს და ლეპტინის საკმაოდ მაღალ დონეს ხელი უნდა შეუწყოთ“ – აჯამებენ მკვლევარები.
როგორ შევინარჩუნოთ ჰორმონების ბალანსი? ექიმები გვაძლევენ შემდეგ რჩევებს:
- მიიღოთ საკმარისი რაოდენობის უჯრედისი, რომ შიმშილი და დანაყრება აკონტროლოთ.
- ბევრი ცილის შემცველი საკვები მიირთვით, რომ კუნთების მასის ზრდას ხელი შეუწყოთ, რაც ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანია.
- აკონტროლეთ კოფეინის, ალკოჰოლის, ტრანსცხიმების, რაფინირებული შაქრის მიღება.
- შიმშილის და დანაყრების ბუნებრივ გრძნობას მოუსმინეთ.
- იყავით ფიზიკურად აქტიური, მაგრამ დიდი ხნით და დამტვირთველ ვარჯიშს მოერიდეთ. რაც უფრო ინტენსიურია ვარჯიში, მით უფრო დიდხანს სჭირდება სხეულს დასვენება, რომ კუნთებს აღდგენის საშუალება მისცეთ.
- საკმარისად იძინეთ. იდეალური იქნება 8 საათიანი ძილი.
- სტრესს მოერიდეთ. სუნთქვის ვარჯიშები ეფექტური და მარტივი მეთოდია.