კლარკსონის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა სამეცნიერო ჟურნალში Nutrients კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა აჩვენებს, რომ ნატურალური კოფეინი უფრო მდგრად და ხანგრძლივ ეფექტს ფლობს, ვიდრე სინთეტიკური კოფეინი, როცა საქმე შემეცნებასა და განწყობას ეხება.
ალი ბოოლანმა, ფიზიოთერაპიის პროფესორმა, კოსტელ დარიმ, ქიმიის და ბიომოლეკულური მეცნიერების კათედრის დოცენტმა, ასევე ტაილერ უილკერსონმა, მაგისტრმა, ნატურალური კოფეინის მოქმედება სინთეტიკურ კოფეინთან შედარებით შეისწავლეს.
„გვსურდა გაგვერკვია, არსებობს თუ არა განსხვავება, თუ რა გავლენას ახდენს ადაპტოგენთან ერთად მიღებული ნატურალური კოფეინი კოგნიტურ ფუნქციებზე, განწყობასა და ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე (გულის რითმი, არტერიული წნევა და თვალის და ხელის კოორდინაცია) სინთეტიკურ კოფეინთან შედარებით“ – ამბობს ბოოლანი. – „სინთეტიკური კოფეინი არის ის, რომელსაც ბევრ ენერგეტიკურ სასმელში იპოვით, ხოლო ნატურალური კოფენი არის ის, რასაც ყავაში ხედავთ“.
კვლევაზე დაყრდნობით ბოოლანი ირწმუნება, რომ ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო ის, რომ ნატურალური კოფეინი, რომელსაც ადაპტოგენს უმატებენ, უფრო მდგრად გაუმჯობესებას უზრუნველყოფდა, ვიდრე სინთეტიკური კოფეინი.
„აღმოვაჩინეთ, რომ სინთეტიკურ კოფეინს კოგნიტური განვითარების და განწყობის გაუმჯობესების მიუხედავად საწყისი აფეთქება 30 წუთის შემდეგ ჰქონდა, შემდეგ კი შემცირდა ან მცირე შემცირება 60 და 90 წუთში გამოავლინა. ხოლო ნატურალურ კოფეინს მწარმოებლების თანდათანობრივი გაუმჯობესება ჰქონდა“ – ამბობს ბოოლანი. – „ვფიქრობთ, რომ ექსპერიმენტის გაგრძელებით ნატურალური კოფეინის გამოყენებისას უკეთეს მაჩვენებლებს დავინახავთ“.