ბევრი ადამიანი სახლიდან გასვლის წინ ტუალეტში შედის, რომ „ყოველი შემთხვევისთვის“ მოშარდოს, მაგრამ ასეთი ჩვევა სჯობს მოიშოროთ, რადგან ეს საზიანოა. თუ რატომ არის საზიანო, ამას სტივენ კაპლანი, აშშ–ში, მაუნტ–სინაის სამედიცინო ცენტრის უროლოგი აგიხსნით.
ექიმის თქმით, ტუალეტში „ყოველი შემთხვევისთვის“ გასვლა საზიანოა, რადგან მსგავსი პროფილაქტიკური შარდვ ბუშტს დაცლას აჩვევს მაშინ, როცა ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ არის სავსე.
„ნორმაში შარდის ბუშტი ტუალეტში გასვლას მაშინ ითხოვს, როცა 400-500 მლ სითხე აქვს აგროვებს – ეს ერთი ქილა სოდიანის მოცულობაა. თუ შეტევის დაწყებამდე და მის სრულად ავსებამდე მოშარდავთ, ორგანიზმს შარდის ბუშტის ნორმალურად შევსებამდე „ჩართვას“ მიაჩვევთ მაშინაც კი, თუ შარდის დონე ძალიან დაბალია“ – განმარტავს ექიმი.
ასეთი ჩვევა განსაკუთრებით საზიანოა იმით, რომ შარდის ბუშტის მგრძნობელობას ზრდის, რომლის გამოსწორებაც საკმაოდ რთულია. მასთან შეჯახებისას ადამიანი რწმუნდება, რომ შარდის შეკავების ფიზიკურ უნარს კარგავს.
„შარდის ბუშტის ადრე და ხშირად დაცლით თქვენ რისკავთ, რომ ერთხელ მის მართვას ვეღარ შეძლებთ – ამის ნაცვლად ის სადავეებს ხელში აიღებს და მცირე მოცულობის სითხის დაცლისას მწვავე შეგრძნებებს გამოიწვევს“ – გვაფრთხილებს სპეციალისტი.
ექიმი გირჩევთ, რომ შარდის ბუშტის უკეთ გასაკონტროლებლად კეგელის ვარჯიში შეასრულოთ, რომელიც მენჯის ღრუს კუნთებს აძლიერებს. ვარჯიში შარდის შეუკავებლობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.