ვარჯიში „დახვეწილი ნიკაპი“: ლოყებს ვწევთ და სახის ოვალს ვაუმჯობესებთ

6429

ნიკაპის კუნთების გაძლიერება

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიშია, რომელიც ნიკაპის კუნთებს მხარს უჭერს. აღდგენის ხარჯზე კუნთები ჩამოწელილ ლოყებს სწევს და სახის ოვალს აუმჯობესებს.

  1. ვარჯიში მჯდომარე პოზაში სრულდება.
  2. პირი გააღეთ. ტუჩის კუთხეები უკან, დიდი კბილებისკენ გასწიეთ და აქ დააფიქსირეთ.
  3. ქვედა ტუჩი ქვედა კბილებს მჭიდროდ მიადეთ და კბილებში გაახვიეთ. ზედა ტუჩი ზედა კბილებზეა მიბჯენილი (სურ.1)
  4. ქვედა ყბა ტუჩის კუთხეებით ასწიეთ და ჩამოწიეთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ყბით რაღაც სიმძიმეს წევთ. ყოველი აწევისას თავი 1 სმ–ით ასწიეთ. წარმოდგინეთ, თქვენი სახე გვერდებზე როგორ იჭიმება.
  5. ხელები სახის ორივე მხარეს 1 სმ–ს დაშორებით დაიდეთ, ენერგეტიკული ველის ზემოთ ასვლაში დაეხმარეთ.
  6. თავი თანდათანობით უკან გადასწიეთ, ნიკაპი ზემოთ მიმართული (სურ. 2)
  7. ნელ–ნელა უკან გადაიწიეთ და მუდმივად წარმოიდგინეთ, თუ თქვენი სახე გვერდებზე როგორ იწევა.

მთელი ვარჯიშის 6-ჯერ გამეორების შემდეგ კუნთების ტკივილი უნდა იგრძნოთ (თუ სწორად შეასრულეთ). ახლა, კუნთები ამ პოზაში შეინარჩუნეთ და ოცამდე დაითვალეთ. ვარჯიში დღეში მინიმუმ 2-ჯერ შეასრულეთ. ჩამოწელილი „ბაკები“ შესამჩნევად შემცირდება ან სრულად გაქრება.

ყელს და ნიკაპის კუნთების გაძლიერება

ეს ვარჯიში ნიკაპის და ყელის გასაძლიერებლად, ასევე სახის ოვალის გასაუმჯობესებლად ძალიან კარგია. მისი დახმარებით ორმაგ ნიკაპს და ბევრ უსიამოვნებას მოიშორებთ.

  1. სწორად დაჯექით, თავი სწორად გამართული.
  2. ტუჩები მომუწეთ და მხოლოდ ზედა ტუჩით გაიღიმეთ.
  3. ძლიერი მოძრაობით ხელები ყელს, ლავიწთან დაადეთ, კანი ოდნავ ქვემოთ დასწიეთ (სურ. 3).
  4. თავს თავისუფლად უკან გადაწევის საშუალება მიეცით.
  5. თქვენ ყელის და ნიკაპის კუნთების ძლიერი დაჭიმვა უნდა იგრძნოთ (სურ. 4)
  6. თავი გაასწორეთ. ვარჯიში 30-ჯერ გაიმეორეთ.

თუ ყელი და ნიკაპი ძლიერ ჩამოწელილია, ვარჯიში დღეში 2-ჯერ, ან უფრო მეტჯერ შეასრულეთ.