კარდიოლოგ მამედოვის რჩევები, როგორ დაარეგულიროთ პულსი სახლის პირობებში

32798

გაზრდილი ან შემცირებული პულსის სახლის პირობებში დასარეგულირებლად მარტივი მეთოდები არსებობს. მათ შესასრულებლად რჩევებს მეჰმან მამედოვი, ექიმ–კარდიოლოგი და ერის ჯანმრთელობის ლიგის ექსპერტი, იძლევა.

გამოცემაში „არგუმენტები და ფაქტები“ კარდიოლოგი აღნიშნავს: გაზრდილი პულსი – წუთში 90 დარტყმაზე მეტი, ე.წ. ტაჰიკარდიაა. ამ შემთხვევაში სისხლის ნორმალური მიმოქცევა დარღვეულია, გული საკმარის ჟანგბადს ვერ იღებს.

ექიმი რამდენიმე რჩევას გაძლევთ, თუ როგორ დაარეგულიროთ გაზრდილი პულსი სახლის პირობებში:

  • სახე ცივი წყლით დაიბანეთ ან სპრეი შეისხურეთ. შეგიძლიათ ყინულის კუბები გამოიყენოთ;
  • სუნთქვის ვარჯიშები შეასრულეთ, რომელიც ნერვულ სისტემას ამშვიდებს და იმპულსებს არეგულირებს;
  • საწოლზე ან დივანზე მუცლით დაწექით. ცოტა ხნით ასე იწექით;
  • მსუბუქი მოძრაობით კისერი დაიმასაჟეთ – ეს დამშვიდებას ხელს უწყობს;

„საჭირო არაა არანაირი ზეწოლა – თვალის, მზის პლექსის მიდამოში. ასე პულსი შეიძლება სწრაფად შეამციროთ, რაც კარგს არაფერს მოასწავებს“ – გაფრთხილებთ კარდიოლოგი.

რაც შეეხება შემცირებულ პულს, ამ შემთხვევაში გულის შეკუმშვის სიხშირე 60–ზე ქვემოთ ეცემა – ასე წარმოიქმნება ბრადიკარდია.

„პულსის შემცირების დროს ბიოსტიმულატორები მიიღეთ – შავი შოკოლადი და ყავა. გარდა ამისა, დაგეხმარებათ პროცედურები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში სისხლის ნაკადს გაზრდიან: სხვადასხვა კომპრესები, ფეხების ზემოთ აწევა“ – გვიზიარებს მამედოვი.

კარდიოლოგი ხაზს უსვამს, რომ პულსი აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ და იმ შემთხვევაში, თუ პულსის გაზრდა ან შემცირება რეგულარულად ხდება, მიზეზი უნდა გაარკვიოთ. მამედოვის თქმით, პულსის ცვლილებას სხვადასხვა ფაქტორი იწვევს, მათ შორისაა გარე ზემოქმედება, ამინდი, სტრესი, ალერგია, გულის პათოლოგია, ინფექცია. მიზეზის დასაზუსტებლად ექიმს უნდა მიმართოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეიმჩნევა სისუსტე, თავბრუსხვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს