ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ეკატერინა ბარანოვა აცხადებს, თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ბალი და მარწყვი პატარა ბავშვებისთვის. ამის შესახებ ის ტელეარხ “რასია–1″–ის გამოცემაში „ყველაზე მთავარი“ საუბრობს.
„ბალის კურკა წყალბადციანმჟავას შეიცავს. თუ მისგან მომზადებულ კომპოტს ნახევარ წელზე მეტხანს გააჩერებთ, ამან შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. მარწყვმა 5 წლამდე ბავშვებში შეიძლება ძლიერი ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს“ – ამბობს ბიოლოგი.
ის აღნიშნავს, რომ სელექციონერები პირველ რიგში ცდილობენ იმის მიღწევას, რომ მარწყვი გადაზიდვის რომ არ გაფუჭდეს, ამიტომ ის ნაკლებად წვნიანი გამოდის.
ასევე სპეციალისტი ამატებს, რომ მარწყვში ყველაზე დიდი საზიზღრობა – შეღებვაა. ხილების შეღებვის სპეციალური სისტემა არსებობს.
ბიოლოგის თქმით, ყველა კენკრა სპეციალური ფირით არის დაფარული და ზედაპირი ტენით ზიანდება, ამიტომ კენკრა გარეცხვისთანავე უნდა შეჭამოთ.
„მარწყვი და ჟოლო სჯობს იმწამსვე შეჭამოთ, ხოლო ბალი გააშროთ. ეს კენკრა შეგიძლიათ გაყინოთ, მაგრამ სახლის პირობებში საყინულე მაქსიმუმ 4 თვით შენახვის საშუალებას გაძლევთ“ – ამბობს ბარანოვა.