გასტროენტეროლოგი ასახელებს მნიშვნელოვან ვიტამინს, რომლის მოცემაც მცენარეულ საკვებს არ შეუძლია

979

ადამიანებს მცხუნვარე ზაფხულში ხშირად მცენარეულ რაციონზე გადასვლას ურჩევენ, თუმცა მას არ შეუძლია ორგანიზმს მისცეს იმუნიტეტის მხარდასაჭერად ისეთი აუცილებელი მიკროელემენტი, როგორიცაა კობალამინი (B12 ვიტამინი). ამის შესახებ ექიმ-გასტროენტეროლოგი, ვიქტორია ზიმინა საუბრობს.

სამედიცინო მეცნიერების კანდიდატი და გასტროენტეროლოგი, ვიქტორია ზიმინა გაფრთხილებთ: ხალხს, რომელიც მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებება, B12 ვიტამინის დეფიციტის მაღალი რისკი აქვთ. B12 ვიტამინის მთავარი წყარო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებია.

ეს ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია: ის ადამიანის ორგანიზმში სიმსივნის უჯრედებს კლავს, ააქტიურებს აპოპტოზს – სიმსივნის უჯრედების თვითგანადგურებას. მისი დეფიციტი იმუნიტეტის მკვეთრ ცვლილებას და ამინომჟავების ნარჩენების დაგროვებას იწვევს. ამ მნიშვნელოვანი ნივთიერების დეფიციტის შედეგებია ქრონიკული დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ანემია, სიმკრთალე, თმის და ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება, ნერვული სისტემის ცუდი შეგუება სტრესის მიმართ, შიზოფრენია.

„B12 ვიტამინის დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც ვიტამინის ათვისების დარღვევით, ასევე საკვების ხარისხით, ანუ ან უჭმელობით ან აუთვისებლობით“ – ამატებს ზიმინა.

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მხარდასაჭერი კვების რაციონი მრავალფეროვანი უნდა იყოს – მხოლოდ მცენარეული საკვების მიღება ყველა აუცილებელ მკვებავ ნივთიერებას ვერ მოგცემთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს