სხეულის 10 რეაქცია, რომელთა მართვაც შეგვიძლია. (სპოილერი: ქალებს რაღაცაში ბევრად უფრო გაუმართლათ)

1193
სხეულის 10 რეაქცია, რომელთა მართვაც შეგვიძლია. (სპოილერი: ქალებს რაღაცაში ბევრად უფრო გაუმართლათ)
სხეულის 10 რეაქცია, რომელთა მართვაც შეგვიძლია. (სპოილერი: ქალებს რაღაცაში ბევრად უფრო გაუმართლათ)

გულუბრყვილოა ფიქრი იმაზე, რომ სხეულის სრულად გაკონტროლებას შეძლებთ. უფრო ხშირად ჩვენ სხეულის მოთხოვნებს ვითვალისწინებთ, რადგან ბევრი ფიზიოლოგიური პროცესის გაკონტროლება არ შეგვიძლია: ჩვენ გვინდა ტუალეტში, მაშინ როცა ის ახლომახლოს არაა, როცა გამოცდისთვის ვემზადებით ან მნიშვნელოვანი პრეზენტაციის დროს ხველების შეჩერება არ შეგვიძლია.

ეს სიტუაციები სასიკვდილო არაა, მაგრამ საკმაოდ არა სასიამოვნოა. საბედნიეროდ, ბევრი რამ შეგვიძლია შევცვალოთ, თუ ორგანიზმის მიმართ სწორ მიდგომას ვისწავლით.

დღეს გთავაზობთ ხრიკებს, რომლებიც თქვენს სხეულს მოატყუებს და ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის, ხოლო ფიზიოლოგიას პროგნოზირებადს.

  1. გულის ცემის შესამცირებლად, თითს შეუბერეთ

ძალიან ხშირად ადამიანს გული სტრესის გამო უჩქარდება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გამოსვლის, ან შეხვედრის წინ ნერვიულობთ, გამოცდის შედეგებს განიცდით ან უფროსს შეცდომით რაღაც გაუგზავნეთ.

საბედნიეროდ, სწრაფად დამშვიდების მარტივი მეთოდი არსებობს: ცერა თითს სული უნდა შეუბეროთ. სხეულის ამ ნაწილს თავისი პულსი აქვს. მისი გაგრილება მალე დამშვიდებაში გვეხმარება.

კიდევ ერთი მეთოდი – თითი პირში ჩაიდეთ და ჰაერი შეისუნთქეთ. ასეთი ნერვს გაააქტიურებთ, რაც გულის ცემას შეამცირებს და თავს უფრო მშვიდად გაგრძნობინებთ.

  1. წონის საპირისპირო მხარეს გადატანა, გვერდის ტკივილს შეგიმცირებთ

ბევრისთვის ცნობილია გვერდის მოულოდნელი და უსიამოვნო ტკივილი, რომელიც სირბილის დროს ჩნდება. ამის გამო შეჩერება გვიწევს, ან საერთოდ ვარჯიშის შეწყვეტა.

გავრცელებული მიზეზი – არასწორი გაჭიმვებია. სისხლის მიმოქცევა სირბილის დროს იზრდება, მაგრამ სისხლი სწრაფად მიმოქცევას ვერ ასწრებს და ღვიძლში ან ელენთაში გროვდება. გადატვირთვის დროს მათზე ზეწოლა ხდება და ტკივილიც ამიტომ ჩნდება.

პროფესიონალმა სპორტსმენებმა ამ პრობლემის გაქრობის მარტივი მეთოდი იციან: საკმარისია ტემპი შეამციროთ და წონა ტკივილის საპირისპირო მხარეს გადასწიოთ. ეს ამოსუნთქვასთან ერთად უნდა გააკეთოთ. რამდენიმე გამეორების შემდეგ ტკივილი გაქრება.

  1. კისრის მცირე გაჭიმვები ხელის შეშუპებას გაგიქრობთ

თითქმის ყველას განუცდია კიდურების გაშეშება, შეშუპება და ტკივილი. უსიამოვნო შეგრძნება შეიძლება ძილის დროს, ან სამსახურში არასწორი პოზის ან გადაჭარბებული დატვირთვით იყოს გამოწვეული.

უსიამოვნო შეგრძნებისთანავე ხელების ვარჯიშს ვიწყებთ; მას ვატრიალებთ, თითებს და ძვლებს ვამოძრავებთ. ეს ნამდვილად მოქმედია, მაგრამ უფრო ეფექტურია თუ თავის ტრიალს დაიწყებთ.

კიდურები კისერში გადახლართული ნერვების გამო შეშდება. თავის ტრიალით, თქვენ კისრის განტვირთვას აკეთებთ და ნერვებზე ზედმეტ ზეწოლას აქრობთ – ეს ხელებში უსიამოვნო შეგრძნებას უფრო სწრაფად გაგიქრობთ. ეს მეთოდი ბევრ სიტუაციაში უფრო ეფექტურია, მაგ., თუ მანქანას ატარებთ.

  1. ყურის მასაჟი ყელის ღიტინს გაგიქრობთ

ყელის ღიტინი მოულოდნელად ჩნდება და მასთან გამკლავება რთულია. ერთმა ჭიქა წყალმა შეიძლება დროულად არ იმოქმედოს.

ღიტინის მოსაშორებლად, ყურები ნაზად დაიმასაჟეთ, უმჯობესია შიგნიდან. უსიამოვნო შეგრძნება კუნთის სპაზმის გამო ჩნდება. ყურზე ზემოქმედებით ნერვის სტიმულირებას ვახდენთ, კუნთს მოდუნებაში ვეხმარებით და სპაზმს ვაქრობთ.

შესაძლოა ამ ორგანოს შორის კავშირი თავად დააფიქსირეთ: ყურზე ნებისმიერი მანიპულაცია ყელში გადადის, ხოლო ზოგიერთ ადამიანში ყურის გაწმენდვამ შეიძლება ხველება გამოიწვიოს. ეს ნერვის განსაკუთრებული მგრძნობელობით არის გამოწვეული.

  1. ხველება ნემსის ტკივილს შეამცირებს

ბოლომდე უსიამოვნო შეგრძნებას ვერ გააქრობს, თუმცა საგრძნობლად შეამცირებს ეს მარტივი ხრიკი.

თუ ნემსის გაკეთების დროს ხველას დაიწყებთ, ტკივილი შემცირდება. ამ აღმოჩენის შესახებ პირველად ბრიტანულ ჟურნალში დაწერეს, რომელიც პლასტიკურ ქირურგიას ეძღვნებოდა. ექიმები ტკივილის შემცირებას ერთი მხრივ ყურადღების გადატანას, მეორე მხრივ არტერიული წნევის მომატებას უკავშირებენ.

აღმოჩნდა, რომ ეს მარტივი მეთოდი უფრო ეფექტურია, ვიდრე მუსიკის მოსმენა, ფილმის ყურება, საუბარი ან პაციენტის ყურადღების გადასატანი სხვა მეთოდები.

  1. წარბებს შორის ადგილის მასაჟი გაჭედილ ცხვირს ხნის

წვეთები, სპრეი და სხვა სპეციალური საშუალებები გაჭედილ ცხვირს შესანიშნავად ებრძვის. მაგრამ თუ ხელთ არ გვაქვს, მაშინ რა გავაკეთოთ. აფთიაქი დახურულია, ცხვირი გაჭედილია და სუნთქვა გიჭირთ?

თქვენ მდგომარეობის შემსუბუქებას წერტილოვანი მასაჟით შეძლებთ. ამისთვის თითებით წარბებს შორის ადგილის მასაჟი გაიკეთეთ, ხოლო ენა ზედა ყბას მიაბჯინეთ. ეფექტის მისაღწევად 20 წამი საკმარისია. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ რამდენჯერმე.

ენის ასეთ პოზაში შენარჩუნებით, ძვალს, რომელიც ცხვირის ბალიშებში გადის, ოდნავ ვაბრუნებთ. თავისებურ სანიაღვრეს ვქმნით, რომელიც ცხვირის მდგომარეობას შემსუბუქებას ხელს უწყობს.

  1. ტკივილი შემცირდება, თუ ჭრილობას გადმობრუნებული ბინოკლით შეხედავთ

ნებისმიერ ტკივილზე ტვინი არის პასუხისმგებელი,ის საფრთხის სიგნალს იძლევა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ტვინის მოტყუება შეგვიძლია.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელის ქრონიკული ტკივილის მქონე ადამიანებში ექსპერიმენტი ჩაატარეს.  მათ მტკივნეულ ადგილზე დახედვა სხვადასხვა რაკურსით და განწყობით შეხედვა სთხოვეს. აღმოჩნდა, რომ სურათის გადადების შემთხვევაში ტკივილი ძლიერდება, ხოლო შემცირების დროს პირიქით მცირდება.

ასეთი რეაქციის მიზეზი ტვინის ლოგიკაა: მოახლოებული ჭრილობა უფრო დიდი საფრთხის შემცველი ჩანს, ხოლო შორიდან შეხედვა პირიქით მას უმნიშვნელოს ხდის.

  1. თუ ტუალეტში ძალიან გინდათ, ფეხის კუნთი მოიფხანეთ

ტუალეტში წასვლის სურვილი ზოგჯერ მოულოდნელად ჩნდება. როგორც ტკივილის შემთხვევაში, სიგნალი რომ ტუალეტი სწრაფად უნდა მოძებნოთ ტვინი გვაწვდის. სიგნალი უფრო ინტენსიურია, რომ ავჩქარდეთ. ფიზიოლოგიურად ჩვენ მოთმენა შეგვიძლია.

ავსტრალიელმა ფიზოთერაპევტმა ჯანეტ უებმა უჩვეულო მეთოდი იპოვა, რომელიც ტუალეტში მოულოდნელად წასვლის სურვილს აოკებს: ფეხები რამდენიმე წამით ენერგიულად უნდა მოიფხანოთ. ასე მოდუნებას და დროის მოგებას შეძლებთ.

სამწუხაროდ, ეს მეთოდი მხოლოდ ქალებზე არის გამოცდილი. მამაკაცებს გამოადგებათ თუ არა უცნობია.

  1. თავბრუსხვევა შეჩერდება, თუ მარტივ ვარჯიშს შეასრულებთ

თავბრუსხვევა არა მხოლოდ სერიოზული პათოლოგიის დროს ჩნდება, არამედ ჩახუთულობის, სტრესის, შიშის და ა.შ. ჩვეულებრვი დაჯდომა და ლოდინი გვიწევს, თუმცა შეგვიძლია რამდენიმე წამში თავბრუსხვევა გავიჩეროთ.

კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა მარტივი ვარჯიში აღმოაჩინეს, რომელიც თავბრუსხვევას 1 წამში გაგიქრობთ. ეფექტის მისაღწევად თავი უკან გადასწიეთ, შემდეგ წინ გადმოიწიეთ და სახით მარცხენა მხარეს შებრუნდით.

  1. გასაგრილებლად, ნებისმიერი პულსის ადგილას ცივი ნივთი დაიდეთ

ზაფხულში სპორტით დაკავებულ ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ. ამ შემთხვევაში მარტივი მეთოდი ტემპერატურის შემცირებაში დაგეხმარებათ: საკმარისია ნებისმიერი ცივი ნივთი პულსზე დაიდოთ.

ასეთი წერტილი რამდენიმეა: შუბლი, მაჯა, კისერი, მუხლის ქვეშ. შეგიძლიათ სველი ხელსახოცები გამოიყენოთ მაჯაზე ან თავზე. თუ ცხელ შენობაში იმყოფებით, უბრლაოდ ცივი ნივთი ნებისმიერ ადგილას დაიდეთ, სადაც კანი ვენებთან ახლოს არის.

ჩვენი ორგანიზმი რთული სისტემაა, მაგრამ მისი მართვა მაინც შესაძლებელია. თქვენ სხვა მეთოდები იცით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს