თქვენი წნევა სახიფათოდ მაღალია? სიმპტომები, რომლებიც ყურებში იმალება

1738

სახიფათოდ გაზრდილი წნევა შეიძლება დიდხანს ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ ყურებში შეგრძნებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სიმპტომი ჰიპერტონიის განვითარებაზე გაფრთხილებთ.

ამ დაავადების მქონე ბევრ პაციენტს დარღვევის აშკარა ნიშნები არ აქვს მანამ, სანამ არტერიული წნევა კრიტიკულად მაღალ ნიშნულს არ მიაღწევს. ჰიპერტონიის ასე ჩუმად განვითარება ძალიან სახიფათოა – მდგომარეობის კორექციის გარეშე მთელი რიგი სერიოზული გრძელვადიანი დაავადებების (გულის იშემიური დაავადება და თირკმლები), საბოლოოდ, გულის შეტევის და ინსულტის რისკი იზრდება.

ამავდროულად, გაზრდილი წნევის შესახებ ნაადრევი გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება ყურებში იმალებოდეს“ – ამის შესახებ გამოცემა Express Health წერს.

„ქრონიკულად მაღალი არტერიული წნევა სისხლძარღვებს აზიანებს, რაც სხეულის სხვადასხვა ნაწილის ფუნქციებს დარტყმას აყენებს. სწორედ ამიტომ, სმენა შეიძლება დაქვეითდეს“ – ამბობენ ექიმები.

ექსპერტები აშშ-ს ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის და ეროვნული ინსტიტუტების მიერ ერთობლივად ჩატარებულ კვლევას ეყრდნობიან. კვლევამ აჩვენა, რომ მეტაბოლურმა ცვლილებებმა, მათ შორის სისტემურმა არტერიულმა ჰიპერტენზიამ, შეიძლება სმენის გაუარესება გამოიწვიონ.

კერძოდ, სახიფათოდ მაღალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება ყურებში ხმაური ან რეკვა გამოიწვიოს. მსგავსი დარღვევა არტერიების შევიწროებით, ქოლესტერინის დაგროვებით, კედლების გაუხეშების და მათზე სისხლის ნაკადის ზეწოლის გაზრდის გამო ხდება. სიმპტომურად, წნევის შემცირების დროს უსიამოვნო სიმპტომი ქრება.

„თუ ადამიანს მუდმივად მაღალი წნევა აქვს, ამას წვრილი და თხელი სისხლძარღვები ვერ უძლებენ და ზიანდებიან. ეს ეხება სისხლძარღვებს, რომლებიც ყურებს სისხლს აწვდიან. ხანგრძლივი დროით მაღალი არტერიული წნევის პირობებში სმენის ორგანო შეიძლება შეუქცევადად დაზიანდეს“ – გვაფრთხილებენ ექიმები.

მათი თქმით, ჰიპერტონიის განვითარება ხშირად არაჯანსაღ ცხოვრების წესს უკავშირდება და პრობლემის თავიდან აცილებას შეძლებთ, თუ წონას დაარეგულირებთ, ჯანსაღ საკვებს მიირთმევთ, რეგულარულად ივარჯიშებთ, ალკოჰოლს ზომიერად მიიღებთ და მოწევას თავს დაანებებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს