კოლორექტალური სიმსივნე მიეკუთვნება სიმსივნეს, რომელიც მსხვილ ნაწლავში ან სწორ ნაწლავში ვითარდება. ბევრ ქვეყანაში ეს სიმსივნით გარდაცვალების რიგით მეორე მიზეზია ფილტვების სიმსივნის შემდეგ. კარგი სიახლეა ის, რომ კოლორექტალური სიმსივნე მკურნალობას ექვემდებარება, განსაკუთრებით ნაადრევი დიაგნოზის დასმის შემთხვევაში.
კოლორექტალური სიმსივნის სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან ბუნდოვანი ან არა სპეციფიკური, ამბობს ჯონ კისიელი (John Kisiel), მაიოს კლინიკის ექიმი-გასტროენტეროლოგი. მაიოს კლინიკის გუნდს ურჩევნია პაციენტები კორექტალური სიმსივნის არსებობაზე მანამ გამოიკვლიონ, სანამ სიმპტომები განვითარდება.
„ჩვენ გვსურს, მოვიზიდოთ პაციენტები, რომელთაც არანაირი სიმპტომები არ აქვთ“ – ამბობს ექიმი კისიელი.
თუ სიმპტომები აქვს?
„პაციენტებს შეიძლება უჩიოდნენ მუცლის ტკივილს. საკვები შეიძლება რთულად გადაადგილდეს ვიწრო სივრცეში, სადაც მსხვილი ნაწლავის სიმსივნეა. შედეგად, მათ შეიძლება ნაწლავების დაცლის ჩვევები შეცვალონ“.
მსხვილი ნაწლავის სიმსივნე ხშირად ნიშნავს იმას, რომ დაავადების მკურნალობა რთული იქნება. ჩვეულებრივ, კოლორექტალური სიმსივნის 4 სტადია არსებობს.
„ისინი განისაზღვრება სიმსივნის ზომის მიხედვით იმის მიუხედავად, სიმსივნე მეზობელ ორგანოშიც გაიზარდა თუ არა და არის თუ არა ლიმფური კვანძები, რომელშიც სიმსივნე გავრცელდა“.
სიმსივნის ყველაზე ნაადრევი სტადია მსხვილი ნაწლავის შიდა გარსით შემოიფარგლება.
„მე-4 სტადიაზე სიმსივნე ფაქტობრივად ნაწლავებიდან ცალკეულ ორგანოებში გავრცელებულია“.
ექიმი კისიელი ამბობს, რომ მკურნალობის ვარიანტების არსებობის მიუხედავად „ჩვენ გვსურს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გამოკვლევა ჩაიტაროს“.