როგორ შევწყვიტოთ ჭამა დისტანციური მუშაობის დროს

1141

კომპიუტერთან მუშაობის დროს რაღაცის ღეჭვის გავრცელებული ჩვევა თითქმის ყველას შეეხო. რატომ ჩნდება ასეთი ჩვევა და როგორ ვებრძოლოთ, ამის შესახებ კლინიკური ფსიქოლოგი, ვარვარა ზაროდინა, გიამბობთ.

„როგორც წესი, ამ სიტუაციაში საქმე გვაქვს არა ერთ, არამედ კომპლექსურ მიზეზებთან. ჩვენთვის საკვები დასვენების, საქმიდან რაღაც სხვაზე გადართვის და ურთიერთობის მეთოდია. ძალიან ბევრი ადამიანი თანამშრობლებთან ჩაის სმაში 8 საათიანი სამუშაო დროის დიდ ნაწილს ხარჯავს. გარდა ამისა, ფუნთუშები, შოკოლადები და ორცხობილები მოწყენილობისა და სტრესისგან გვიცავს, როგორც ამას სოციალური ქსელები აკეთებს. ვიღაცისთვის ჭამა გაწეული მუშაობის დამსახურებული ანაზღაურების მეთოდია. მაგალითად, ადამიანმა ანგარიში დაწერა და ერთი ხელი კანფეტისკენ თავისით მიიწევს, მეორეთი კი აუცილებლად შაქრიან ჩაის სვამს“ – ამბობს სპეციალისტი.

როცა ხელი მორიგი პორცია „სასუსნავისკენ“ მიიწევს, 1 ჭიქა წყალი დალიეთ, რადგან შიმშილის გრძნობა შეიძლება ყალბი იყოს. ამ დროს ორგანიზმში შეიძლება „დალევა“ სურდეს. საერთოდ, სხეულის მოსმენა უნდა ისწავლოთ. ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ჰკითხეთ „ნამდვილად ჭამა მინდა თუ უბრალოდ სტრესის მოხსნას ვცდილობ?

ამ ჩვევის მოსაშორებლად ფსიქოლოგი გირჩევთ:

„თუ მუშაობის დროს მონიტორთან ბევრ დროს ატარებთ, ოფისში 5 წუთიანი ტანვარჯიში მაინც მოიწყვეთ. ეს არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არამედ ემოციურ დონეზეც სასარგებლოა. შესვენების დროს სასიამოვნო მუსიკას მოუსმინეთ, წიგნი წაიკითხეთ, მაგრამ არა მონიტორის წინ. შესაძლებლობის მიხედვით შენობიდან გადით ან ადგილმდებარეობა შეიცვალეთ. სეირნობა იდეალური ვარიანტი იქნება. კოლეგებთან ჩაის დალევის ნაცვლად უბრალოდ სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეთ“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს