ფრჩხილები ლაქმუსის ქაღალდის მსგავსად ადამიანს ინფორმაციას აძლევს იმის შესახებ, რომ ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებები აკლია. როგორც წესი, მათი მარაგის შევსება რაციონში ცნობილი პროდუქტების ჩართვით შესაძლებელია.
თუთიის დეფიციტი, რომელიც კანის უჯრედების აღდგენაზეა პასუხისმგებელი, ფრჩხილების ფირფიტებზე თეთრი ლაქებით აისახება. მისი მარაგის შესავსებად ხორბლის ქატო, ყველი და რძე მიიღეთ.
თუ ნელა მზარდი და მტვრევადი ფრჩხილები გაწუხებთ, ეს C ვიტამინის დეფიციტზე საუბრობს, რაც იმუნიტეტსა და ვირუსებით მიმართ მდგრადობაზეც აისახება. ამ პრობლემის გამკლავებაში დაგეხმარებათ ციტრუსი, ტკბილი წიწაკა, პომიდორი, მწვანილი, კომბოსტოს მწნილი და შავი მოცხარი.
ფრჩხილები ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის დეფიციტის დროს მყიფე ხდება. ეს ელემენტი ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც გულის, ტვინის, იმუნური სისტემის მუშაობას ხელს უწყობს. ის სისხლძარღვებს წმენდს და არტერიულ წნევას არეგულირებს. ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს თევზი, ვირთევზას ღვიძლი, ნიგოზი, ზეითუნის და სელის ზეთები.
ფარისებრი ჯირკვლის მთავარი დამხმარე ელემენტის, იოდის დეფიციტი ფრჩხილის ფირფიტის დასუსტებით არის შესამჩნევი. მისი მარაგის შევსებას ზღვის პროდუქტების, ზღვის კომბოსტოს, თევზის, ისპანახის და მწვანე სალათის მიღებით შეძლებთ.
მტვრევადი და აქერცლილი ფრჩხილები B7 ვიტამინის დეფიციტზე საუბრობს. ეს ვიტამინი გულ-სისხლძარღვების, ნერვების, ნივთიერებათა ცვლის და საჭმლის მომნელებელი სისტემების სრულყოფილ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია. ნივთიერებას შეიცავს ძროხის ღვიძლი, სიმინდი, შვრია, კვერცხის გული და ორაგული.