4 ფაქტი გულის უკმარისობის შესახებ, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ

12975

გულის უკმარისობას რაც შეიძლება სწრაფად უნდა უმკურნალოთ. სწორი თერაპიის პირობებში ადამიანს მაღალი ხარისხის ცხოვრება აქვს.

გულის უკმარისობა – პროგრესირებადი მდგომარეობაა, რომლის დროსაც გულს სისხლის ამოქაჩვა არ შეუძლია – ეს გულის შეტევა არაა და იმას არ ნიშნავს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო მოულოდნელად გულისცემას შეწყვეტს.

1. ეს გარდაუვალ სიკვდილს არ ნიშნავს

ხალხი ფიქრობს, რომ გულის უკმარისობა ბოლო სტადიაა, რომელსაც გული გადის, სანამ გულისცემას შეწყვეტს. მაშინაც კი, თუ მდგომარეობის შემობრუნება შეუძლებელია, დაავადების პროგრესირების შეფერხება და ღირსეულად ცხოვრება შეგიძლიათ.

„მნიშვნელოვანია, რომ აქტიური დარჩეთ, დიეტა დაიცვათ, ზედმეტი კილოგრამები არ მოიმატოთ, არტერიულ წნევას ყურადღება მიაქციოთ, მარილის მოხმარება შეზღუდოთ, ალკოჰოლს და თამბაქოს მოერიდოთ და სითხის მიღებას ყურადღება მიაქციოთ“ – იტყობინება გამოცემა SteadyHelth.

2. გულის შეტევა ყოველთვის მიზეზს არ წარმოადგენს.

ხალხი ორ დაავადებას ერთმანეთს უკავშირებს – უამრავი გულის შეტევა გულის უკმარისობას იწვევს. სინამდვილეში, გულის უკმარისობის ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზებია ჰიპერტონია, გულის სარქველების დაავადება და კარდიომიოპათია.

3. მკურნალობის ვარიანტები

  • ოპერაცია კორონალური არტერიის გვერდის ავლით
  • კარდიოვერტერი-დეფიბრილატორის ჩასმა
  • გულის სარქველის შეცვლა
  • მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობის ჩასმა
  • გულის გადანერგვა

4. დაავადება ფიზიკური აქტივობის აკრძალვას არ ნიშნავს

გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როცა გულს საკმარისი ჟანგბადის უზრუნველყოფა არ შეუძლია, ჯანსაღი ცხოვრების წესი საერთო გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას ხელს უწყობს და პაციენტის რუტინაში უნდა ჩართოთ.

ფიზიკური აქტივობა გულის უკმარისობის სტადიის შესაბამისი უნდა იყოს და პაციენტმა ზედმეტად თავი არ უნდა დაიტვირთოს, გული სტრესისგან უნდა დაიცვას. ფიზიკური აქტივობის რეკომენდებული დონე კარდიოლოგთან განიხილეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს