ფარისებრი ჯირკვლის იდუმალი სიმსივნე. ექიმების აზრით, ამ 5 ფაქტის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

4252

ექიმების აზრით, ფარისებრი ჯირკვლების სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული სიმსივნეა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის. დაავადების შესახებ ინფორმაცია ძალიან მცირეა, თუმცა ზოგიერთი ფაქტის ცოდნა ყველასთვის კარგია. მაგალითად, ის, რომ სიმსივნე ქალებში უფრო ხშირად გვხვდება.

ფაქტი: ქალები უფრო დაუცველები არიან. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე ორგანოში პათოლოგიური უჯრედების განვითარებასთან ერთად ჩნდება. სიმსივნის ეროვნული ინსტიტუტი (აშშ) განმარტავს: იდუმალი დაავადება ქალებს ხშირად უტევს.

„სქესობრივი მომწიფების შემდეგ ქალებსა და კაცებში დაავადების შემთხვევები 3:1 პროპორციას შეეფარდება. რატომ? – ჯერ უცნობია“ – აცხადებს მელანი გოლდფარბი, მედიცინის დოქტორი და ენდოკრინული ქირურგი.

ექიმების აზრით, სავარაუდოდ, ასეთი თვისება განპირობებულია იმით, რომ ქალის ფარისებრი ჯირკვალი მენსტრუაციული ციკლის და ორსულობის დროს ფართოვდება და იკუმშება – მსგავსმა რყევებმა შეიძლება მას გარკვეულწილად ზიანი მიაყენოს.

ფაქტი: ახალგაზრდებს აზიანებს. 30 წლამდე ასაკის ქალები ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან. მეცნიერების განმარტებით, „ეს ნომერ პირველი სიმსივნეა 20 წლის ქალებს შორის და რიგით მეორე 30 წლის ასაკში“. ასეთი კანონზომიერების ზუსტი მიზეზი მეცნიერებისთვის საიდუმლოდ რჩება.

ფაქტი: ვინ არის რისკის ჯგუფში – უცნობია. ექიმებს ნამდვილად უჭირთ იმის განსაზღვრა, თუ ვინ უფრო მეტადაა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკის ქვეშ. ჰიპოთეზები მას გარკვეული კვების ტიპს უკავშირებენ, მაგრამ ჯერ სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს.

ფაქტი: დაავადების ერთი მთავარი სიმპტომი არსებობს. ფარისებრი ჯირკვალი წონის, ნივთიერებათა ცვლის და კუნთების მუშაობის დარეგულირებას ხელს უწყობს. სიმსივნის გაჩენა ამ ფუნქციებზე გავლენას არ ახდენს და შესამჩნევ ცვლილებებს არ იწვევს. დაავადების მთავარი ნიშანია ყელში ბორცვები. ასევე შეიძლება იგრძნოთ ყელის ტკივილი ან ხრიწინი, ყელის შეშუპება, ყლაპვის პრობლემები და ხველა.

ფაქტი: მკურნალობას ექვემდებარება. ამ სიმსივნის ზოგიერთი აგრესიული ფორმა შეიძლება სასიკვდილო იყოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში დაავადება ქირურგიული გზით იკურნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს