მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას 11 წლით აფერხებს – კვლევა

1352

ჟურნალში Neurology გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საკვებში მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის (ისპანახი, ბროკოლი, კომბოსტო, ინდაუ, ბრიუსელის კომბოსტო) მიღება, ტვინის დაცვასა და კოგნიტური შესაძლებლობის დაქვეითებას 11 წლით შეფერხებაში დაგეხმარებათ.

კვლევაში 960 ადამიანმა მონაწილეობა მიიღო. საცდელი ობიექტების საშუალო ასაკი 81 წელი იყო, რომელთაც „დემენციის“ დიაგნოზი არ ჰქონდათ. დაკვირვება 5,5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიზანი – იმის დანახვა, თუ საკვების, განსაკუთრებით ფოთლოვანი ბოსტნეულის მიღება გონებრივ ფუნქციებზე რა გავლენას ახდენს.

„ბები-ბუმერების სიბერესთან მიახლოების პარალელურად საზოგადოებაში დიდი დავები არსებობს ცხოვრების წესი შესახებ, რომელიც ასაკთან დაკავშირებულ მეხსიერების და კოგნიტური უნარის დაქვეითებას აფერხებს“ – აცხადებს ექიმი მარტა კლერ მორისი.

„ჩვენი ნამუშევარი ადასტურებს, რომ საკვებად ისეთი პროდუქტების და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის გამოყენება, რომლებიც K ვიტამინით, ლუტეინით და ბეტა-კაროტინით მდიდარია, ჯანმრთელობის და მისი ფუნქციების შენარჩუნებაში შეიძლება დაგეხმაროთ“ – აცხადებს ექიმი მორისი.

შედეგები

შემეცნებითი შესაძლებლობების საშუალო გლობალურ მაჩვენებლებთან შედარებით კოგნიტური დაქვეითების დონე იმ მონაწილეთა შორის, რომლებიც მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს მოიხმარდნენ, 11 წლით უფრო ახალგაზრდას ექვივალენტი იყო. არც ერთი მტკიცებულება არ აღმოჩენილა, რომ შედეგებზე გავლენას ახდენდნენ გარე ფაქტორები – არსებული გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, დეპრესიის სიმპტომები, დაბალი წონა ან სიმსუქნე.

ექიმი მორისის გუნდმა განსაზღვრა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის მკვებავი ნივთიერებები – ფოლიუმის მჟავა, K ვიტამინი, ნიტრატები, ტოკოფეროლი, კემპფეროლი და ლუტეინი. გუნდმა ეს მკვებავი ნივთიერებები მონაწილეთა შორის კოგნიტური დაქვეითების დონის შემცირებას მნიშვნელოვნად და დადებითად დაუკავშირა. კერძოდ, შემდგომმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ K ვიტამინი, ლუტეინი და ფოლიუმის მჟავა ძირითადი მკვებავი ნივთიერებები არიან, რომლებიც კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას აფერხებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს