რძე: დავლიოთ თუ არ დავლიოთ? მეცნიერების თქმით, საქმე რაოდენობაშია

1672

ადამიანები რაციონში რძეს ხშირად რთავენ, მაგრამ ყოველდღიურ რეკომენდებულ დოზას ცოტა თუ იცავს. ახლა ექსპერტები გირჩევენ, რომ რეკომენდაციებს გადახედოთ და განსაზღვროთ, თუ რატომ შეიძლება იყოს რძე არც ისეთი ჯანსაღი, როგორც ფიქრობთ.

რძის იმიჯი შეილახა, ხოლო შვრია, ნუში და სოიოს რძე ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად დაასახელეს.

თუმცა ყველა ასაკის ადამიანთა უმეტესობისთვის ძროხის რძე მყარ ფავორიტად ითვლება. მას მოიხმარენ ფანტელებთან ერთად, როგორც ყავის კომპონენტს, ან ძილის წინ სვამენ. ექიმმა უოლტერ ს. უილეტმა ჰარვარდის ჯანდაცვის სკოლიდან თავის თანამშრომლებთან ერთად გამოაქვეყნა სტატია ჟურნალში „ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალი“, სადაც რძის დადებითი და უარყოფითი მხარეები განმარტეს.

„რძე ერთ-ერთი იმ მცირე პროდუქტებს შორის, რომელიც აშშ-სა და სხვა ბევრ ქვეყანაში დიეტური რეკომენდაციის ნაწილად ითვლება (დღეში 3 ჭიქა რძე ან მისი ექვივალენტური რაოდენობის ყველი, რძის პროდუქტები) და საერთო დიეტის ნაწილს შეადგენს“.

რძის ოპტიმალური რაოდენობა

„ამჟამინდელი რეკომენდაცია, რომ რძის პროდუქტების მოხმარება დღეში 3 ან მეტ პორციამდე გავზარდოთ, გამართლებული არაა“ – ასკვნიან ავტორები.

ისინი ვარაუდობენ, რომ რძის რაოდენობა ინდივიდუალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

„უხარისხო დიეტის მიღების დროს, რომელიც დიდი რაოდენობით რაფინირებულ სახამებელს და შაქარს შეიცავს, როგორც ეს მთელ მსოფლიოში დაბალ ანაზღაურებად მოსახლეობის ჯგუფებში ხშირად ხდება, რძე მნიშვნელოვან მკვებავ ნივთიერებებს ავსებს. თუ დიეტა ზოგადად კარგია, რძეს უფრო ნაკლები სარგებელი ექნება. მიმოხილვისას დავასკვენით, რომ რძე ჯანსაღი რაციონის განუყოფელი ნაწილი არაა და მცირე რაოდენობით მიღება კარგ ჯანმრთელობასთან თავსებადია. ჩვენ გთავაზობთ შესაძლო დიაპაზონს დიდებისთვის – 0-დან 2 პორციამდე დღეში“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს