ღამით ოფლიანობის ზრდა წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ყოველთვის დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ, აცხადებენ ბრიტანელი ონკოლოგები. ორგანიზმის მუშაობაში მსგავსი ცვლილება შეიძლება ძვლის სიმსივნეზე საუბრობდეს, სპეციალისტების გაფრთხილებას გამოცემა Express აქვეყნებს.
ექიმები შეგახსენებთ, რომ სიმსივნით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი მისი დაგვიანებული გამოვლენაა.
„სიმსივნე ხშირად მკურნალობას არ ექვემდებარება, რადგან დიაგნოზის დასმა დაგვიანებით მოხდა. სწორედ ამიტომ, ადრეული სიმპტომების გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ადამიანის გადარჩენის შანსს ზრდის“ – აღნიშნავენ ისინი.
ექსპერტების თქმით, სიმსივნის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ნიშანია ღამით ჭარბი ოფლიანობაა.
„ღამით ოფლდენა შეიძლება ძვლის სიმსივნის სიგნალი იყოს. ეს ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც სხეულის ძვლებში შემადგენელი უჯრედებიდან წარმოიქმნება. ის ასევე ცნობილია, როგორც ძვლის პირველადი სიმსივნე“ – აცხადებენ მეცნიერები.
ექიმები განმარტავენ: ავთვისებიანი სიმსივნე, მომავალში ქსოვილის ბორცვები, შეიძლება შეშუპებას ჰგავდეს. ძვლის სიმსივნის შემთხვევაში ღამით ჭარბი ოფლიანობის გარდა დამატებითი სიმპტომი შეიძლება ძვლების ტკივილი იყოს.
„ტკივილი, რომელსაც ძვლის სიმსივნე იწვევს, ჩვეულებრივ დაზიანებულ არეში მცირე დისკომფორტით იწყება. თანდათანობით იგი მუდმივ ან ტალღურ ტკივილში იზრდება, რომელიც ხან მოდის და ხან ქრება. ამასთან, ტკივილი ადამიანს შეიძლება ღამით, დასვენების დროს აწუხებდეს“ – წერს გამოცემა დაავადების სიმპტომების შესახებ.
მეცნიერებას ჯერ არ შეუძლია იმაზე პასუხის გაცემა, თუ რა იწვევს ძვლის სიმსივნეს. ამავდროულად მკვლევარები აღნიშნავენ: პოპულარული აზრის მიუხედავად დაზიანება ან ძვლების ძლიერი დარტყმა ამ ტიპის სიმსივნის განვითარებას არ იწვევს. ისინი აცხადებენ, რომ ძვლების დაზიანებისკენ მიდრეკილება შეიძლება სიმსივნის არსებობით იყოს გამოწვეული, რომელიც ძვლებს ასუსტებს. ხშირად დაავადების აღმოჩენა სწორედ ასე ხდება: დაზიანებული ძვლის მკურნალობისას ექიმები აქამდე განვითარებულ სიმსივნეს ნახულობენ.