კალციუმის და ვიტამინის მიღება ძვლების ჯანმრთელობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია. ოსტეოპოროზის მქონე ქალებისთვის დანამატების მიღების განსაკუთრებული რეკომენდაციები არსებობს.
პოსტმენოპაუზის დროს, ოსტეოპოროზის დიაგნოზის ან დაავადების რისკის მქონე ადამიანს ამ მიკროელემენტების განსაზღვრული დოზირება სჭირდება.
კვლევაში „ქალის ჯანმრთელობის დაცვის ინიციატივა“ მეცნიერებმა პოსტმენოპაუზის პერიოდში 36 282 ქალზე დაკვირვება მოახდინეს. მონაწილეებს 5 წლის განმავლობაში 1000 მგ კალციუმს და 400 ME D ვიტამინს აძლევდნენ. მეორე ჯგუფი პლაცებოს იღებდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ პირველი ჯგუფის მონაწილეებს თეძოს მოტეხილობის ალბათობა 38%-ით უფრო მცირე ჰქონდათ, ხოლო სხეულის სხვა ნებისმიერ ნაწილში მოტეხილობის რისკი 18%-ით ნაკლები იყო.
დანამატები და დიეტა
კალციუმის და D ვიტამინის დოზის გაზრდა ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად საკმარისი არაა. ძვლების ჯანმრთელობის და განწყობის გასაუმჯობესებლად ჯანსაღი დიეტის და დანამატების მიღების შესახებ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
ორგანიზმი ერთ ჯერზე დაახლოებით 500 მგ კალციუმს შთანთქავს. ყოველდღიურად 1000 მგ კალციუმი რომ მიიღოთ, ორ მიღებაზე გადაანაწილეთ. დანამატები კალციუმის გლუკონატით, ლაქტატით ან ფოსფატით გამოადგება ქალებს, რომელთაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები არ აქვთ (უზმოზე).
კალციუმის ოქსიდი ადვილად ხელმისაწვდომია, მაგრამ სხეული მის შთანთქმას კუჭის მჟავის დახმარების გარეშე ვერ ახერხებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი დანამატი საკვებთან ერთად უნდა მიიღოთ. კვლევამ აჩვენა, რომ დანამატის სახით ის არც თუ ისე ეფექტურია. ქალებმა, რომელთაც კუჭის დაბალი მჟავიანობა აქვთ, კალციუმის ციტრატი უნდა მიიღონ – მისი ათვისება უფრო მარტივად ხდება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ D ვიტამინის კაფსულების მიღება 1000 საერთაშორისო ერთეულით (ME) ძვლების გამყარებისთვის ზომიერია.
10 000 ME-ზე მეტი არ მიიღოთ – ეს ძვლებს აზიანებს.